როგორი ანაზღაურება ჰქონდათ საბჭოთა კავშირის ლიდერებს

0
4170

სხვისი ფულის თვლა ცუდ ტონად არის მიჩნეული, თუმცა არსებობს გამონაკლისი – პირველი პირის შემოსავლები. ასეთი ფულის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გაქვს, როგორც საკუთარის.

ლენინი

მაგალითად, 1917 წლის დეკემბერში ლენინმა საკუთარი თავისთვის დააწესა ყოველთვიური ხელფასი 500 რუბლი (ეს შემოსავალი შეესაბამებოდა მუშის შემოსავალს მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში). ასევე ლენინმა აკრძალა პარტიის მაღალი რანგის წევრებს მიეღოთ ნებისმიერი სხვა შემოსავალი, მათ შორის ჰონორარი, დახმარებები, პრემიები და ჯილდოები. ეს აკრძალვა საბჭოთა კავშირში 1979 წლამდე მოქმედებდა.

ტროცკი

კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის ლიდერი – ლევ ტროცკი, იღებდა დაახლოებით იგივე ხელფასს, როგორც ლენინი, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უარს არ ამბობდა კაპიტალისტურ პრივილეგიებზე.

სტალინი

რაც შეეხება იოსებ სტალინის ხელფასს, დასაწყისისთვის ის ასევე მოკრძალებული იყო (სამჯერ ნაკლები ქვეყანაში საშუალოზე, დაახლოებით 225 რუბლი). 1930-იანი წლების შუა პერიოდში, ანაზღაურება გაორმაგდა და ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს, 500 რუბლს გაუტოლდა.

1930-იანი წლების ბოლოს სტალინის შემოსავალი 1.5-ჯერ გაიზარდა და 1200 რუბლი შეადგინა (ამ დროს მას ჰქონდა ყველაზე დიდი ხელფასი მთელს საბჭოთა კავშირში). ფულის რეფორმის შემდეგ 1947 წელს სტალინმა ახალი ხელფასი, 10 000 რუბლი დაინიშნა, ეს 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე რიგითი საშუალო მოქალაქის ანაზღაურება.

ხრუშჩოვი

ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელისუფლებაში მოსვლისას, დაფარვის გარეშე, დაინიშნა ხელფასი 1000 რუბლი, როცა იმ დროს საბჭოთა კავშირში საშუალო ანაზღაურება 100 რუბლი იყო. ბრეჟნევი კი თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში არ ინიშნავდა ასეთ მაღალ ხელფასს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, საკუთარ თავს ლენინის პრემია მიანიჭა, რომლის ოდენობა იმ დროს 25 000 რუბლს შეადგენდა. იმისათვის, რომ ასეთი თანხა მიეღო, ჩვეულებრივ ინჟინერს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში უნდა ემუშავა.

ბრეჟნევი ასევე შემოსავალს იღებდა თავისი გამოქვეყნებული ნამუშევრებიდან: “მცირე მიწა”, “ყამირი”, “აღორძინება”. ასეთი წიგნების ტირაჟი 15 მილიონი ეგზემპლარი იყო. იმ დროში ვერც ერთი პოპულარული მწერალი ვერ დაიკვეხნიდა ასეთი ტირაჟით. ბრეჟნევის ჰონორარი კი საიდუმლოდ დარჩა, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ექვს მილიონ რუბლს შეადგენდა.

ანდროპოვი

KGB-ს ყოფილი ხელმძღვანელი ანდროპოვი ცდილობდა საკუთარი სახსრებით ეცხოვრა (ეს მისი პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი თეზისი იყო). ის თვითონ ვერ იტანდა რამეში ზედმეტად გადაჭარბებას და არც სხვას აძლევდა ამის უფლებას. მიუხედავად ამ ხელფასისა, ის საკუთარ თავს კარგად უზრუნვეყოფდა (დაახლოებით 800 რუბლი). ამას გარდა, როგორც ბრეჟნევი, ანდროპოვიც რეგულარულად იღებდა შემოსავალს წიგნების გამოქვეყნებიდან (8-დან 12 ათას რუბლამდე წელიწადში).

გორბაჩოვი

სსრკ-ს ბოლო გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი მოკრძალებულ ხელფასს იღებდა, რომელიც 800 რუბლს შეადგენდა 1990 წლამდე. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მისი ანაზღაურება 3000 რუბლამდე გაიზარდა. უბრალო მომუშავე ადამიანი ამ დროს 500 რუბლზე მეტს არ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის დროს დიდი რაოდენოთ კაპიტალი არ მიუღია, მას ეს ხელს არ უშლიდა, რომ გამოსულიყო სხვადასხვა ფორუმზე, კონფერენციაზე და მიეღო 200 ათასი დოლარი წელიწადში.