როგორ უნდა მოხიბლოთ ნებისმიერი ადამიანი

0
2489

მრავალი წლის განმავლობაში ჯეკ შაფერი FBI-ის სპეციალურ აგენტად მუშაობდა, სადაც იგი გახდა რთულ სიტუაციებში მომლაპარაკებელი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი. ერთი პერიოდი ჯეკი გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც თავის შესაძლებლობებს სხვა აგენტებს ასწავლიდა, ხოლო ახლა პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი თავის საიდუმლო ტექნიკას კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებს ასწავლის. ჩვენ ავირჩიეთ სპეცაგენტების ხუთი ძირითადი ხერხი, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ მოხიბლოთ ნებისმიერი ადამიანი.

განზრახ შეცდომის დაშვება

თავად შაფერი მუდმივად უტარებს ლექციებს კემბრიჯის სტუდენტებს. სემესტრის დასაწყისში ახალი აუდიტორიის წინაშე სპეციალურად უშვებს პატარა შეცდომას. მაგალითად, არასწორად გამოთქვამს ყველასთვის ცნობილ სიტყვას, და სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავად გამოასწორონ შეცდომა. ასეთ შემთხვევაში ჯეკი აღწევს სამ მიზანს: ადამიანები უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, თავისუფლად იწყებენ კომუნიკაციას და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ შეცდნენ.

ისაუბრეთ სხვებზე

როდესაც ადამიანები საუბრობენ საკუთარ თავზე, ადამიანის ტვინში იგივე სიამოვნების ცენტრი იწყებს მოქმედებას, რაც გემრიელი საკვების მიღებისას. დაინტერესდით თანამოსაუბრის პირადი ცხოვრებით (გააკეთეთ ეს გულწრფელად) და ის გადაგიხდით ქვეცნობიერი სიყვარულით.

არ ეცადოთ თავის მოწონება

ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს საუბარში დომინანტობას. აქედან გამომდინარეობს ბევრი შეცდომა: არავინ არ თვლის მომხიბვლელად მას, ვინც ტრაბახობს თავისი კომპეტენტურობით. არ ეცადოთ შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე. ყველას ხიბლავს ძლიერი და სხვების აზრისგან დამოუკიდებელი ადამინი.

მცირე დახმარება

ჩვენ ინსტიქტურად გვიყვარს კეთილი საქმეების კეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის გაკეთება არაფერი გვიჯდება და მარტივია. ჯეკ შაფერი გვირჩევს, რომ ჩვენთვის საინტერესო ადამიანს ვთხოვოთ მცირე დახმარება, ის მომავალში უფრო კეთილგანწყობილი იქნება თქვენს მიმართ.

საკუთარი თავის შექება

მაღალი პილოტაჟის საშუალებით ადამიანი იქამდე შეიძლება მივიყვანოთ, რომ თავად შეაქოს საკუთარი თავი. მაგალითად, შესაძლებელია ასეთი დიალოგი: “ამ პროექტის დამთავრებისთვის მთელი დღეები ვმუშაობდი”. რაზეც შეიძლება უპასუხოთ: “დიახ, ბევრი მუშაობაა საჭირო”. უმეტეს შემთხვევებში, მოსაუბრე მსგავს რამეს უპასუხებდა: “მე ვეცადე, რომ პროექტი დროულად დამემთავრებინა, მე რა თქმა უნდა შესანიშნავად ვიმუშავე, აქ არაფერია სათქმელი”.