ოკეანის სიღრმეების საიდუმლო

0
4183

ოკეანეებს დედამიწის ზედაპირის 70% უკავია, წარმოადგენენ რა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ დასახლებულ ადგილს. თუმცა კაცობრიობამ დღემდე მისი ფსკერის მხოლოდ 1% შესწავლა მოახერხა. მთვარეზე უფრო მეტი ადამიანია ნამყოფი, ვიდრე ჩვენი მშობლიური პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილებში. ოკეანეთა ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ელის თავისი ამოხსნის წუთს.

ბალტიის ანომალია

ეს იდუმალი ობიექტი აღმოჩენილ იქნა ბალტიის ზღვის ფსკერზე, შვედი განძისმაძიებლების გუნდის Ocean X-ს მიერ, კაპიტან პიტერ ლინდბერგისა და არქეოლოგი დენის ასბერგის ხელმძღვანელობით. როდესაც მყვინთავები მიუახლოვდნენ ობიექტს მათ აღმოაჩინეს, რომ მთელი აპარატურა და ელექტრონიკა ითიშებოდა ობიექტიდან 650 მეტრის რადიუსში.
“ჩემი სატელიტური ტელეფონი, წყალქვეშა ფანარი, ყველაფერი გაითიშა” – იხსენებდა შტეფან ჰეგერბორნი,  Ocean X-ს მყვინთავი.

ფრაგმენტების შესწავლის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ წინაშე  არის მეტალი, რომელიც ბუნებაში არ გვხვდება. წამოყენებულ იქნა ყველაზე წარმოუდგენელი ვერსიები. ზოგიერთი ექსპერი მიიჩნევდა, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ნაცისტების ზესაიდუმლო წყალქვეშა გემი – ამ წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე გერმანია მართლაც აწარმოებდა გარკვეულ საიდუმლო გამოცდებს. სხვები თვლიან, რომ მყვინთავებმა მიაგნეს ნამდვილ ჩაძირულ უცხოპლანეტურ ფრინავ ობიექტს. არცერთი ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, პრინციპში ისევე, როგორც უარმყოფელი.

რას წარმოადგენს სინამდვილეში ობიექტი გაუგებარია დღემდე.

მეგალოდონი მარიანის ღრმულიდან

იაპონელმა მეცნიერებმა შეისწავლიდნენ წყლისქვეშა ცხოვრებას სურუგას ღრმა სრუტის ფსკერზე და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს აქ ზღვის მტაცებლების შემოტყუება.

თუმცა რასაც არ ელოდნენ, ეს იყო 30 მეტრი სიგრძის ზვიგენის გამოჩენა. დღეს ითვლება, რომ ეს იყო დღემდე ცოცხლად გადარჩენილი რამოდენიმე მეგალოდონს (ოფიციალურად უკვე გადაშენებული გიგანტური ზვიგენების სახეობა, რომელიც რამოდენიმე მილიონი წლის წინ ბინადრობდა ოკეანეში) შორის ერთერთი.

გიგანტური კალმარი

დიდი ხნის განმავლობაში გიგანტური კალმარები მეზღვაურების ფანტაზიად ითვლებოდნენე. თუმცა,  პირველი გიგანტური კალმარი 2012 წელს მოხვდა კამერის ობიექტივში: მისი სიგრძე 13 მეტრი იყო და იწონიდა ნახევარ ტონას.

კტულხუს ხმა

1997 წელს ოკეანისა და ატმოსფეროს პრობლემების მართვის ნაციონალური სააგენტოს (NOAA) ჰიდროფინებმა დააფიქსირეს ერთერთი ყველაზე ხმამაღალი ბგერები, რომლებიც ოდესმე ჩაწერილა სამხრეთ ამერიკის სახრეთ სანაპიროსთან.

ხმა, რომელსაც ეწოდა Bloop დაფიქსირებულ იქნა ორი ჰიდროფონის მიერ, დაახლოებით 4800 კილომეტრის დაშორებით ერთმანეთისაგან.

ის წააგავდა ზღვის ბინადრის ხმას, მაგარმ ხმის სიმაღლე იმდენად დიდი იყო, რომ მას ვერცერთი ზღვაში მობინადრე, მეცნიერებისათვის ცნობილი არსება ვერ გამოსცემდა.

მეცნიერებმა მას უწოდეს “კტულხუს ხმა” — ვინ იცის შესაძლოა, ეს მართლაც საშინელმა მხეცმა გაიღვიძა ლავკრაფტის წიგნებიდან.

დაკარგული სუბმარინები

1968 წელს ოთხმა ქვეყანამ (აშშ, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი) ერთდროულად დაკარგეს თავიანთი წყალქვეშა გემები.საძიებო სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღეს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა.

სიღრმისეული ფოტოსინთეზი

ოკეანის ფსკერზე შეუძლებელია ხვდებოდეს მზის სხივი, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთი ბაქტერია ჰოდროთერმული წყაროების ადგოლას იყენებს მკრთალ წითელ ნათებას, რომ მოახდინოს ფოტოსინთეზი და გამოიმუშავოს საკვები თავისთვის.

მეცნიერები დღემდე ცდილობენ გაიგონ, თუ როგორაა ეს შესაძლებელი.

გიგანტური გველი

ბევრი ოკეანელოგის აზრით, ახალგაზრდა ზღვის გველი შესაძლებელია აღწევდეს სიგრძეში თერთმეტ მეტრს.

ჯერ კიდე 100 წლის წინ ღია ზღვაში ასეთ არსებასთან შეხვედრა მეზღვაურებს გაჭაღარავებულ თმებად დაუჭდათ, თუმცა დღეს უკვე მეცნიერები ბევრად ახლოს დგანან ამ ფენომენის ახსნასთან.