დღეს აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ფაქტობრივად რევოლუცია ამერიკაში.
რამდენიმე საინტერესო და ისტორიული ფაქტი ა.შ.შ-ს 2024 საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ:
1. დონალდ ტრამპმა მიიღო 51,28%. ქამალა ჰარისმა 48,72%. ეს დიდი სხვაობა ამერიკისათვის.
2. სხვათაშორის ტრამპი 2016 წელს ჰილარი კლინტონთან ხმების რაოდენობით დამარცხდა 3,2%-ით. 2024-ში კი – ტრამპი 74,6 მილიონი, ჰარისი 70,9 მილიონი.
3. საარჩევნო კოლეგია (Electors) – Trump 312, Harris 226. აქაც დიდი სხვაობა. პირველად ათწლეულების განმავლობაში, რესპუბლიკელებმა მოიგეს არა მხოლოდ საარჩევნო კოლეგია, არამედ ხალხის ხმებიც.
4. ტრადიციული სადავო (გადაუწყვეტელი) შტატები – სენსაციურად ყველა მოიგო ტრამპმა.
5. ტრამპმა ძალიან მოუმატა დემოკრატიულ შტატებში. ნიუ-იორკმა და კალიფორნიამ ათწლეულების განმავლობაში პირველად მისცეს რესპუბლიკელებს ასეთი რაოდენობის ხმები.
6. რესპუბლიკელებმა კონტროლი მოიპოვეს, სენატზე, ასევე წარმომადგენელთა პალატაზე, ესეც ტრამპის წყალობით.
7. კიდევ ერთი სიურპრიზი: ტრამპმა გაიმარჯვა 18-24 წლის ახალგაზრდებში. ეს ძირეულად არღვევს ტრამპის ოპონენტების მთელ კონცეფციას, რომ წარსულის ადამიანები, რომლებსაც პროგრესის ეშინიათ, ხმას აძლევენ მას. გამოდის, რომ ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ტრამპს.
შედეგები და მოლოდინები:
ყველას ესმის, რომ ტრამპმა ამერიკელი ხალხისგან მიიღო მანდატი რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად.
აქედან გამომდინარე, ტრამპის პოლიტიკა პრეზიდენტობის მეორე ვადაში ბევრად უფრო რადიკალური იქნება, ვიდრე პირველი ვადა იყო.
ამიტომაც ყველა ელის ტრამპის ეპოქის და იდეოლოგიის (ტრამპიზმის) დადგომას.
ფაქტია, რომ სახეზეა მანამდე გატარებული ე.წ. ნეოლიბერალური პოლიტიკის მარცხი და იდეოლოგიური კრიზისი.
და ფაქტია, რომ ეს საწყისია ასევე დიდი ცვლილებების ევროპაშიც. მალე ვნახავთ დომინოს ეფექტს.