10 ფაქტი ადოლფ ჰიტლერის შესახებ, რომელიც არ იცოდით

0
24

არის რაღაცეები, რაც უმეტესობამ არ იცის. წარმოგიდგენთ ყველაზე გასაოცარ და უცნაურ ფაქტებს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანის ბიოგრაფიიდან.

1. ადოლფი იყო პირველი ევროპული სახელმწიფოების მეთაურებიდან, რომელმაც აკრძალა ეგრეთ წოდებული „ადამიანის ზოოპარკები“ – დაწესებულებები, სადაც ბრბოს გასართობად აჩვენებდნენ სხეულის სტრუქტურაში ანომალიების, დეფექტებისა და დეფორმაციის მქონე ადამიანებს.

2. ჰიტლერი კინოს დიდი მოყვარული იყო. უყვარდა ვესტერნი და სამეცნიერო ფანტასტიკა. საყვარელი ფილმები იყო “კინგ კონგი”, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”.

3. ადოლფ ჰიტლერმა გადაარჩინა ებრაელი ექიმის სიცოცხლე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მკურნალობდა მის ოჯახს, მიუხედავად ადოლფის ოჯახის დიდი ფინანსური სირთულეებისა.

4. მეორე მსოფლიო ომში ამერიკელი მეზღვაური უილიამ პატრიკ ჰიტლერი, ადოლფის ძმისშვილი, იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ. მან რამდენიმე სტატია დაწერა, სადაც ბიძამის აკრიტიკებდა. ამერიკის საზღვაო ძალებში სამსახურში შესვლისთვის მას ა.შ.შ-ს პრეზიდენტის პირადი ნებართვა დასჭირდა.

5. ჰიტლერს ძალიან უყვარდა ცხოველები. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ცხოველების დასაცავად არაერთი კანონი გამოსცა – ველურ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა, ცხოველებზე ექსპერიმენტების აკრძალვა და სხვა.

6. ცნობილ ნაშრომს „ჩემი ბრძოლა“ თავდაპირველად სხვა სათაური ჰქონდა – „ოთხწელიწადნახევარი ბრძოლა სიცრუის, სისულელისა და სიმხდალის წინააღმდეგ“. გამომცემლობამ სათაური ზედმეტად მძიმედ და პრეტენზიულად მიიჩნია და მტკიცედ ურჩია უფრო მოკლე რამ შეერჩია.

7. ჰიტლერს ჰიპოქონდრია აწუხებდა. გამუდმებით ათეულობით დაავადებას მკურნალობდა და წამლების მთელ წყებას იღებდა. სულ 74 სახეობის, კოკაინის ჩათვლით. ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანის გავლენით მან ნაჩქარევი და არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

8. 1939 წლისთვის ადოლფ ჰიტლერი გახდა ვეგეტარიანელი და მთლიანად მიატოვა თამბაქო და ალკოჰოლი. “ჩემს ჯანმრთელობაზე ვიზრუნე ჩემი ქვეყნისთვის” – აცხადებდა ჰიტლერი.

9. ის დიდ ყურადღებას აქცევდა თავის ემოციურ გამოსვლებს. მის რვეულში ვკითხულობთ- დიდხანს ვუყურე ჩემი გამოსვლის ვიდეოებს, ბევრი ჩანაწერი გავაკეთე, რაღაც შეცდომებზე ვიმუშავე.

10. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ფიურერი ძალიან პოპულარული იყო თეთრკანიან ამერიკელებში. ნაცისტური პროფკავშირებიც კი არსებობდა – Nazi Bunds. და ასევე ა.შ.შ-ში იყო მისი სახელობის ქუჩაც.