საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.
პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.
“დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.
ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.