თუ გიყვარს საათები და გემოვნებაც გაქვს, ეს სტატია ზუსტად შენთვისაა. გაგაცნობთ, თუ რას სთავაზობენ გემოვნებიან პუბლიკას საათების მწარმოებლები მთელი მოფლიოდან.
BaselWord – კლასიკური საათები მილიონერთათვის. დაბრუნება კლასიკურ ფორმებთან და საკუთარ საწყისებთან – წლევანდელი „საათების წლის“ ერთ-ერთი ტრენდია. ბრენდები დაუღალავად საზრდოობენ თავიანთი შთამომავლობით, რომელსაც ემატება ორიგინალური მიდგომა, ინოვაციური ტექნოლოგიები და უჩვეულო მატერიალები. ამ შემოქმედების პროდუქტები ზოგჯერ სადავოა, ზოგჯერ კი დაუმარცხებელი.
Patek Philippe – არის უკანასკნელი საოჯახო კომპანია რომელიც აწარმოებს ძველ და რესპექტაბელურ სახლის საათებს ჟენევაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს თავის ტრადიციულ დიზაინს. აქ რევოლუციები მიუღებელია, თუმცა რთულ, ჭკვიანურ სიახლეებს, ჩაშენებულს კლასიკურ კორპუსში ვხვდებით რეგულარულად. 2016 წელს აღნიშნულმა მანუფაქტურამ გამოუშვა მოდელი – „World Time Chronograph”, რომელიც შეითავსებს 24 სასაათო სარტყელის ინდიკაციას ქრონოგრაფის ფუნქიით. იგი აღჭურვილია მოძრავი დისკით, რომელზეც დატანილია ქალაქის სახელები, რომელთაგან თვითოელი მოთავსებულია მსოფლიოს 24 დან ერთ-ერთ სასაათო სარტყელში, აგრეთვე მოძრავი რგოლით, რომელზეც დატანილია 24 საათიანი შკალა, ეს შკალა გამოსახავს დროს იმ ქალაქებში, რომლებიც განთავსებულია აღნიშნული დროის სარტყელში. ეს რთული საათები დამსახურებულად ითვლება ინოვაციურ მიღწევად, თუმცა აღნიშნული მოდელი მაინც არ სცდება ბრენდის კალაპოტს, რადგან, მათ უკვე ჰქონდათ ანალოგიური მოდელი. იგი გამოუშვეს ერთადერთ ეგზემპლარად გასული საუკუნის 40-ან წლებში და ახლა Patek Pilippe -ს მუზეუმში იმყოფება.
წლის ყველაზე რთული მოდელია Grandmaster Chime, რომელიც აღჭურვილია GS Am 36750-ი – Grande Sonnerie – ს პირველი რეპეტირის (მრეკი საათები და მეოთხედები) კალიბრით. მასში გამოყენებულია 20 რთული გაუმჯობესება, რომელთაგან 6 დაპატენტებულია. მოდელს აქვს 2 ციფერფლატი – თეთრი და შავი. ერთი უჩვენებს დროს (ადგილობრივს და მეორე სასაათო სარტყელის) და მართავს რეპეტირს, ხოლო მეორე „პასუხისმგებელია“ მუდმივ კალენდარზე. სპეციალური მექანიზმი მესაკუთრეს საშუალებას აძლევს მარტივად შემოაბრუნოს და დააფიქსიროს საათის კორპუსი ორიდან ერთ-ერთ მისთვის საჭირო მდგომარეობაში.
ქალბატონებისთვის განკუთვნილ სიახლეებში Calatrava Timeless White ერთ-ერთი ლიდერია.. აღსანიშნავია, რომ Calatrava – ს კოლექციის პირველი პროტოტიპი გამოჩნდა ჯერ კიდევ 1932 წელს. ამ მოდელის კორპუსი, რომელიც თეთრი ან ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული დეკორირებულია ბრილიანტის თვლებით. მექანიკური საათი აღჭურვილია 215PS კალიბრით და დაპატენტებული Gyromax ბალანსით.
კიდევ ერთმა ისტორიულმა მანუფაქტურამ, Breguet – მა წარმოადგინა საათი დაპროგრამირებული ხმით და სვლის მაგნიტური რეგულატორით – Tradition Repetition Minutes Tuorbillon 7087. ზამბარები გონგის სახით (Breguet – ის ძველი გამოგონება) გადაკეთებულია და ცემენ არა გვერდიდან, როგორც ჩვეულებვრივ მექანიზმში, არამედ მიმაგრებულნი არიან ბეზელზე და ცემენ ქვემოდან: ვერტიკალური ვიბრაციისას საფირის შუშა და ბეზელი უზრუნველყოფენ ბგერების ოფტიმალურ გამოყოფას. ჩაქუჩის რიტმიდან ამოხტომის და ვიბრაციის ჩახშობის საწინააღმდეგოდ გამოყენებულია ნახევრად აკუსტიკური ამორტიზატორი, რომელიც შემუშავებულია მანუფაქტურის მიერ. იგი უზრუნველყოფს ჩაქუჩის დარტყმის, ძალის, მაქსიმალიზაციას და დამატებითი ბიძგების თავიდან აცილებას, რომლებიც გამოწვეულია ვიბრაციით.
2016 წელს მანუფაქტურამ წარადგინა ქალის რამოდენიმე მოდელი. ეს საათებია Reine De Naples – კოლექციიდან, რომელიც პირველად 2002 წელს იქნა ნაჩვენები. ეს თანამედროვე კოლექცია არის ანარეკლი ქალის პირველი მაჯის საათისა, რომელიც დაამზადა აბრაამ-ლუი ბრეგემ 1810 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტის, თანამებრძოლის, მეუღლის კაროლინა მიურატის შეკვეთით. 2016 წელს მანუფაქტურამ მოდელის ციფერფლატი შეამკო რომაული ციფრების ფორმის სერი სადაფით. ქარხნული თავი დაგვირგვინებულია ბრილიანტის სამშვენისით.