რა იწვევს დაბერებას და როგორ შევაჩეროთ პროცესი

0
3609

ბელგიელმა ექიმებმა ექსპერიმენტალურად დაადასტურებს, რომ ფიზიკური ვარჯიში, გამძლეობის შესანარჩუნებლად და შიმშილი, ხელს უშლის ტელომერების ნაადრევ დამოკლებას. რაც უფრო ნელა შემცირდება ქრომოსომების დაბოლოებები, მით უფრო დიდხანს გრძელდება სიცოცხლე.

ტელომერები ქრომოსომების ბოლო ნაწილებია, რომლებიც დამცავ ფუნქციას ასრულებენ. ჩვილობიდანვე, მათი ზომა თანდათან მცირდება. საშუალოდ ორჯერ სრულწლოვანებამდე და ოთხჯერ მოხუცობის პერიოდამდე. ეს ადამიანის ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. ტელომერების შემცირება პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძივობასთან.

ტრანსკრიფციის რეგულარული მექანიზმის კავშირი ტელომეტრთან, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ახალ კვლევებში, ექიმებმა წინ გადადგეს ნაბიჯი და გამოავლინეს ორი ფაქტორი, რომელიც ამ პროცესებზე ახდებს გავლენას: PGC-1α და AMPK ცილების აქტიურობა. ექსპერიმენტი განხორციელდა ორ ეტაპად. თავდაპირველად ჩატარებულ იქნა სკრინინგი ადამიანის არსებულ ტელომერულ თანამიმდევრობაზე ტრანსკრიპციული ფაქტორების აღმოსაჩენად, გამოიყენებოდა silico მეთოდი. მეორე ეტაპზე, მეცნიერებმა ველოსიპედისტებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, მათ შორის, ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსიაც.

ანალიზმა, ტელომერების თანმიმდევრობების შესახებ, რომელიც ქრომოსომების ბოლოში მდებარეობს, გამოავლინა PGC-1α ცილა. პროტეინი ურთიერთქმედებს ტელომერებზე იმ ადგილას, სადაც ხდება TERRA-ს ტრანსკრიფცია. ეს მოლეკუმა თავის თავს წარმოადგენს, როგორც დაუშიფრავი RNA, რომელიც უზრუნველყოფს ტელომერების მთლიანობას. როგორც კვლევებმა აჩვენეს, გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შემდეგ, ან კვებისას კალორიების შეზღუდვისას, PGC-1α ცილა მოქმედებს უჯრედების რეგულარულ ენერგეტიკულ ცვლაზე.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, მართლა მოქმედებს თუ არა PGC-1α ცილა უჯრედების ენერგეტიკულ ცვლაზე. როგორც აღმოჩნდა, პროტეინი ასრულებს გადამრთველის როლს TERRA მოლეკულის ტრანსკრიფციისას, ხოლო მისი აქტიურობა AMPK ფერმენტის საშუალებით რეგულირდება. ეს ფერმეტნი ასევე წარმოიქმნება სხვადასხვა სტიმულის მოქმედებისას, განსაკუთრებით ფიზიკური ვარჯიშისა და შიმშილის დროს. მეცნიერებმა, თავიანთი დასკვნები შეამოწმეს ათ ჯანმრთელ მოხალისეზე.

ექსპერიმენტის მონაწილენი 45 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდნენ ველოტრენაჯორებზე, რათა მიეღოთ AMPK-ს გააქტიურების მაღალი დონე. მოხალისეები დაიყვნენ ორ ჯგუფად ფიზიკური დატვირთვის მიხედვით. პირველ ჯგუფში მოხვდნენ ისინი, ვინც VO2 max ინდექსის 50 პროცენტიანი შედეგი აჩვენა, ხოლო მეორე 75 პროცენტიანი VO2 max.

VO2 max პარამეტრი გამოიყენება სპორტულ მედიცინაში,  ახასიათებს ქსოვილის უნარს, აღიქვას და გარდაქმნას ჟანგბადი. კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსია, რომელიც ჩატარებულია ველოტრენაჟორით ვარჯიშის დაწყებამდე და შემდეგ, აჩვენებს, რომ 2,5 საათი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, მარკების აქტიურობა დაკავშირებულია PGC-1α-თან. მეორე ჯგუფის წარმომადგენლები გაიზარდნენ ორჯერ, ხოლო TERRA-ს გამომუშავება გაიზარდა რამდენიმე ათეული პროცენტით.

თუ ბელგიელი ექიმები გვთავაზობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას ფიზიკური აქტივობების საშულაებით, ბრაზილიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის სინთეზური ჰორმონი დანაზოლი ორგანიზმს ეხმარება გამოიმუშაოს ტელომერის ფერმენტი. 27 აპლასტიური ანემიით დაავადებულ პაციენტზე პრეპარატის გამოყენებამ აჩვენა, რომ საშუალოდ თითოეულ მათგანში ტელომერების სიგრძე გაიზარდა 386 წყვილით. ამას გარდა, სისხლში ჰემოგლობინის დონემ ფიზიოლოგიურად მისაღებამდე აიწია.

თუმცა, დენაზოლის თერაპიას აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, ჰორმონის გამოყენებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხე ჯირკვლების ატროფეა, ხოლო ქალებში მასკულინიზაცია. დანაზოლი ასევე ტოქსიკურია ღვიძლისთვისაც. ამჟამად, ექსპერიმენტი მიმდინარეობს ნანდროლონის საფუძველზე, რომელსაც უფრო ნაკლები უკუჩვენებები გააჩნია.

ექიმები ასევე თანხმდებიან, რომ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც გავლენას ახდენენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მათი ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს და უკუჩვენებებს.

ფიზიკური უმოქმედობა, მოწევის შემდეგ მეორე ფაქტორია ნაადრევი სიკვდილის რისკისა. შვედი ექიმების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი ჟანგბადის შთანთქმა შეუძლია ორგანიზმს ვარჯიშის დროს, მით უკეთესია.

შვედი ექიმების კოლეგებმა ნორვეგიიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან საზოგადოების დასამშვიდებლად გააკეთეს განცხადება, რომ მჯდომარე მდგომარეობის შედეგად უარყოფით ეფექტის ნეიტრალიზაციისთვის საკმარისია ზომიერი ფიზიკური აქტიურობა. რაც გულისხმობს, მაგალითად ფეხით სიარულს არანაკლებ 4.8 კილომეტრი საათში სიჩქარით, ან ველოსიპედით 16 კილომეტრი საათში. დატვირთვის ხანგრძლივობა კი მინიმუმ ერთი საათი. მათთვის, ვინც ყოველდღე დაახლოებით 8 საათს ატარებს მჯოდმარე მდგომარეობაში, ოპტიმალურ დატვირთვად ითვლება 60-75 წუთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის 20 პროცენტი განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით, 25 პროცენტი გარემო ფაქტორებით, 15 პროცენტი სამედიცინო დახმარების დონის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი კი ადამიანის ცხოვრების პირობებსა და სტილზე. სწორედ ეს უკანასკნელი მაჩვენებელი პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანზე. უარის თქმა მოწევაზე, ალკოჰოლსა და ცხიმიან საჭმელებზე, ფიზიკურ აქტივობებთან ერთად დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა.