სიკვდილი ტაბუდადებული თემაა ნორმალურ ადამიანთა უმრავლესობას შორის. გზის დასასრული ისე გვაშინებს ჩვენ, რომ შევქმენით იუამრავი რელიგუა და რწმენა, რომელიც კომფორტისთვისაა შექმნილი.
რთულია მიიღო საბოლოო განაჩენი, ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ არ იფიქრონ სიკვდილზე. .. სტოიკმა საკმაოდ გონივრულად აღნიშნა: “ სანამ მე აქ ვარ, სიკვვდილი არ არის, ხოლო როცა ის მოვა, მე აღარ დავხვდები”. მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ემართება სხეულს გარდაცვალების შემდეგ, მოვამზადეთ სტატია, რომელიც სამედიცინო დასკვნებს ეფუძნება.
თვითგანადგურება
სიკვდილის შემდეგ ორგანიზმში მიმდინარეობს რამდენიმე შეუქცევადი პროცესი. ყველაფერი ავტოლიზიდან იწყება. უხეშად რომ ვთქვათ, მიმდინარეოვბს თვითგადამუშავება. გულს აღარ მიეწოდება ჟანგბადი და ჩერდება სისხლის მოძრაობა, იგივე დეფიციტს განიცდიან უჯრედებიც. ყველა პროდუქტის ქიმიურ რეაქციას არ ახასიათებს ჩვეულებრივი გადამუშავება, ისინი სხეულში გროვდებიან. პირველ რიგში, იშლება ტვინი და ღვიძლი, რადგან ფერმენტების უმეტესობა აქ იმყოფება, ასევე წყლის დიდი შემცველობის გამოც.
კანის ფერი
შემდეგ სხვა ორგანოების ჯერიც დგება. სისხლძარღვები უკვე განადგურებულია, გრავიტაციის გამო კი სისხლი ქვემოთ მიედინება. ადამიანის კანი სიკვდილის შემდეგ ხდება ფერმკრთალი. სწორედ ასეთს წარმოიდგენს გარდაცვლილს მასობრივი კულტურები: გაიხსენეთ ფერმკრთალი ვამპირები და ზომბები, რომლებიც ნადირობენ დაუცველ ლამაზმანებზე ბნელ კუთხეებში. თუ რეჟისორებს სურთ, რომ ფილმი უფრო დამაჯერებელი იყოს, მათ მოუწევთ აჩვენონ მკვდარი-აგრესორის შავი ზურგი, რომელიც სისხლით გაჯერებულია.
ტემპერატურა
როცა არაფერი არ ფუნქციონირებს, სხეულის ტემპერატურა იწყებს კლებას. უჯრედები არ იღებენ ენერგიის ჩვეულ დოზას, ცილის ძაფები ხდებიან უმოძრაონი. სახსრები და კუნთები გადადიან ახალ მდგომარეობაში, ისინი ხდებიან უფრო ძლიერნი. თავიდან ნებდებიან ქუთუთოები, ყბა და კისრის კუნთები, შემდეგ ყველა დანარჩენის ჯერი დგება.
ვინ ცხოვრობს სახლში?
გარდაცვლილის სხეულში აღარ იმყოფება სული, თუმცა არის სრულიად ახალი, რთული ეკოსისტემა. სინამდვილეში, ბაქტერიების დიდი რაოდენობა, რომლებისგანაც შედგება ორგანიზმი, ადრე სხეულში ცხოვრობდნენ, თუმცა ახლა ისინი სრულიად სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სხეულში სიცოცხლე გრძელდება, თუმცა ჩვენს გონებას ამასთან კავშირი უკვე აღარ აქვს.
მოლეკულური სიკვდილი
ადამიანის სხეულის დაშლა უსიამოვნო სანახავია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. რბილი ქსოვილები ხვდებიან მარილში, სითხესა და გაზში. ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ფიზიკაში. ამ პროცესს მოლეკულური სიკვდილი ეწოდება. ამ ეტაპზე თავის საქმეს გახრწნის ბაქტერიები აგრძელებენ.
უსიამოვნო დეტალები
გაზის წნევა ორგანიზმში იზრდება. კანზე ჩნდება ბუშტუკები, ასე გაზი ცდილობს გარეთ გამოსვლას. მთელს სხეულზე დაიწყება კანის გრაფიტების ლღობა. როგორც წესი, ყველა დაშლილი და დაგროვილი პროდუქტი პოულობს საკუთარ გზას გარეთ გამოსვლისთვის. ზოგჯერ გაზის წნევა იმდენად მაღალია, რომ ის არღვევს ადამიანის მთლიან მუცელს.
ფესვებთან დაბრუნება
პროცესი მაშინ სრულდება, როცა მკვდარი შიშველი სხეული დევს მიწაზე. ამ დროს ის ფაქტობრივად უბრუნდება ბუნებას. მისი სითხის ნაკადი იღვრება ნიადაგში, მწერები კი ავრცელებენ ბაქტერიებს.