მსოფლიოში პოპულარობას იძენს ცხოვრების ახალი სტილი ვაბი–საბი, რომელიც ორიენტირებულია კომფორტისა და სილამაზის ძიებაზე რაიმე მარტივში, ძველში, არასრულყოფილში, ჩვენს გარშემო მყოფ საგნებში.
ახალი მსოფლმხედველობის თაყვანისმცემლებს შორის არიან ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ალბა და სოციალური ქსელ Twitter-ის დამაარსებელი ჯეკ დორსი.
ტერმინი ვაბი-საბი ორი სიტყვისგან შედგება: ვაბი – სიმარტივე და საბი – მშვიდი მარტოობა.
მსოფლმხედველობა ეფუძნება იაპონურ ესთეტიკურ ღირებულებებს, იმის გააზრებას, რომ არაფერია სამუდამო, დაუსრულებელი და სრულყოფილი. ვაბი-საბი ასწავლის ეძებო სილამაზე არასრულყოფილებაში, მოკრძალებულში, ისეთი რაღაცების სიყვარულში, რომელთაც უკვე აქვთ ხარვეზები და ბზარები.
მშვენიერ ნივთებში იგულისხმება რბილი, თავმდაბალი, ავთენტური, ძველი ნივთები, რომლებსაც აქვთ დიდი შინაგანი ძალა. მაგალითად, ხელნაკეთი თიხის ჭურჭელი უსწორმასწორო კიდეებით, უბრალო, თუმცა ლამაზად მომზადებული საჭმელი, ძველი ადგილები.