- 100 გრამი ქაფური ან ვალერიანი, გაცხელებით აორთქლებისას სპობს ბუზებსა და კოღოებს. დიდ ოთახებშიც კი.
- წვრილად დაჭრილი ველური ალუბლის ახალი ფოთლები, ან ცირცველი შეიზილეთ კანზე.
- მიხაკის, ანისულისა და ევკალიპტის ეთერზეთი: წაისვით კანის ღია ნაწილზე (5-10 წვეთი ერთ ჭიქა წყალში), ან ცეცხლის წყაროზე – ბუხაეში, კოცონზე, სანთელზე ან გაცხელებულ ტაფაზე. დაასველეთ ბამბა ამ მცენარეების ზეთით და დადეთ ფანჯრის რაფაზე
- დააწყვეთ მაგიდაზე ანწლის ახალი ტოტები, ის ისევე იგერიებს კოღოებს, როგორც პომიდვრის ფოთლების სუნი.
- თუ ბუნებაში პიკნიკზე წასვლა გადაწყვიტეთ, ჩააგდეთ კოცონში ღვიის ტოტი.
- კედარის ზეთის სუნი აფრთხობს არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებსა და ტარაკნებსაც.
- არცერთი მწერი არ შეგეხებათ სახეზე, თუ თქვენ დაიბანთ აბზინდას ფესვების ნახარშით. (ერთ მუჭა დაჭრილ ფესვებს დაასხით 1,5 ლიტრი წყალი.მიიყვანეთ ადუღებამდე და დააყენეთ 20-30 წუთი)
- როდესაც დაგიმთავრდებათ ელექტრო ფუმიგატორის სითხე, არ გაიქცეთ მაღაზიაში ახლის საყიდლად. ჩაასხით პატარა ცარიელ ბოთლში 100% ევკალიპტის ექსტრაქტი. კოღოები სამუდამოდ დაივიწყებენ თქვენს სახლს.