ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მსოფლიოს შვიდი საოცრება – მადლობა სკოლის პროგრამას. ყველა მათგანი საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა ცოტა არ იყოს მოსაწყენია, იქიდან გამომდინარე, რომ მათზე ამდენი დაწერილა და ამდენი ფილმი გადაღებულა, შესაბამისად მათი მონახულება დიდ აზრს აღარ მოიცავს. ღირსეულ ალტერნატივად ჩვენ გთავაზობთ გადახედოთ ბუნების ამ სრულიად გასაოცარ სასწაულქმედებებს.
შანაი ტიმპიშკა
ამ უცნაურ მდინარეში წყლის ტემპერატურა ძალიან მაღალია. რეალურად, მას ადუღებამდე სულ რამოდენიმე გრადუსი აკლია. მეცნიერებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ არის ეს ასე – მასთან ახლოს არც ვულკანი და არც არავითარი სხვა თერმოწყარო მდებარეობს.
გამოქვაბული – მავილე
რუმინეთის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს გამოქვაბული, სადაც მზის სხივი უკვე ხუთნახევარი მილიონი წელიწადია არ მოხვედრილა. აქ ჰაერი მომწამვლელია, შეიცავს გოგირდწყალბადს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს აბსოლიტურად უნიკალური ქმნილებები, რომლებმაც როგორღაც შეძლეს შეენარჩუნებინათ სიცოცხლისუნარიანობა ასეთ უცნაურ პორობებში.
კარაჩაი
ოდეზღაც აქ, არც თუ ისე შორს იდგა ბირთვული შეიარაღების მწარმოებელი ქარხანა. თვითონ ტბა გამოიყენებოდა, როგორც ნაგავსაყრელი ცხელი ნარჩენებისთვის. 1957 წელს ქარხანაში მოხდა ტექნოგენური ავარია, რის შედეგადაც დაბინძურების რადიუსმა მოიცვა 23 კვადრატული კილომეტრი. კარაჩაი იქცა ისეთ საშიშ ტბად, რომ მის გვერდით ერთი საათით გაჩერებაც კი სიკვდილის ტოლფასია.
Grüner See (მწვანე ტბა)
ავსტრიის მთების ამ ადგილებში ხშირია გაზაფხულის წყალდიდობები, იმ დონის, რომ აქაურობა ნამდვილ ტბად იქცევა. პატარა პარკის ბილიკები, სკამები, თუ ხეები – ყველაფერი წყლის ქვეშ აღმოჩნდება.
ჭექაქუხილის მარაკაიბო
მდინარე კატატუმბოსთან – დასავლეთ ვენესუელა – შტრმი თითქმის არასდროს არ ჩერდება. გარშემო არსებული მთების ფორმა, ცივი ჰაერი და მდინარის აორთქლებადი წყალი ხელს უწყობს შტორმს წელიწადში 340 დღის გამნავლობაში.