10 ყველაზე საშიში საბრძოლო ხელოვნება

0
5743

უხსოვარი დროიდან ადმაიანები ცდილობდნენ ეპოვნათ რაც შეიძლება ეფექტური მეთოდი ერთმანეთისთვის ზიანის მისაყენებლად. ის რაც ჯოხებითა და ქვებით დაიწყო, დროთა განმავლობაში გადაიქცა ურთულეს საბრძოლო ხელოვნებებში. თქვენივე უსაფრთხოებისთვის კი არ გირჩევთ, რომელიმე საბრძოლო ხელოვნების ოსტატთან საქმის დაჭერას.

ბოკატორი

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მამაკაცები ბრძოლის ილეთებს ცხოველებისგან სწავლობდნენ. შესაბამისად გასაკვირია არა, რომ ბრძოლის სტილიც კი აღებულია და მიმსგავსებული ცხოველებისა და ჩიტების ქცევებს და ხასიათს – გველები, ცხენები, არწივები და ა.შ. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ სახეობად ითვლება “ბრძოლა ლომთან”, ან როგორც ადგილობრივები უწოდებენ “ბოკატორი”. ტექნიკა განკუთვნილია მეტად უხეში და დაუნდობელი ბრძოლისთვის – დარტყმები მუშტით, მუხლით, გდებები და სხვა ილეთები მიმართულია მოწინააღმდეგის მაქსიმალურად მალე განადგურებისაკენ.

აიკიდო

აიკიდოში გაერთიანებუილია ძველი აღმოსავლეთის მაქსიმალურად ბევრი საბრძოლო ხელოვნება. მის ფუძეში დევს მეცნიერება ცი – ადამიანური და მიწიერი ენერგიების კონტროლი მათ უსასრულო ციკლში, ინში და იანში. მოწინააღმდეგის თავდასხმის აცილება, მომაკვდინებელი მახრჩობელა ილეთები, რომლებიც არაა დამოკიდებული მებრძოლის წონასა და სიმაღლეზე – ეს ყველაფერი პროფესიონალის ხელში აიკიდოს სახიფათო იარაღად აქცევს. საბედნიეროდ ამ ხელოვნების მიმდევრებისთვის მეტწილად უცხოა აგრესია და ბოროტება, მსგავსი გრძნობები ადვილად საკონტროლებელია მათი სულიერი სიმშვიდის ფონზე.

ჯიკუნდო

ბრიუს ლის მიერ შექმნილი ტექნიკა თავის თავში აერთიანებს რამდენიმე რთულ ხელოვნებას და ერთობლიობაში ემსახურება ერთ მიზანს, მინიმალურ დროში მაქსიმალური ზიანის მიყენება მოწინააღმდეგისთვის. ლის აზრით ეს ტექნიკა თავიდან იშორებდა ყველა იმ ზედმეტ ნიუანსს, რომლებიც ძველ იაპონურ და ჩინურ ტექნიკებს ქონდათ.

კაპოეირა

დღეს კაპოეირა მეტწილად ცეკვის სახითაღაა შემონახული, მაგრამ წარსულში ბრაზილიური გეტოებში ქუჩის ყველაზე ეფექტურ იარაღად ითვლებოდა. დასაწყისში ის წარმოიშვა, როგორც გაქცეული მონების თავდაცვის საშუალება მათზე მონადირეების წინააღმდეგ, მაგრამ მალევე დაიხვეწა, სრულფასოვან საბრძოლო ხელოვნებად იქცა და ნამდვილი მომაკვდინებელ იარაღად გადაიქცა და კანონით აიკრძალა. თუმცა, ცეკვად შენიღბულ კაპოერაში დღემდე იმალება ურთულესი საბრძოლო ტექნიკა.

კაჯკენბო

კარატე და ჩინური ბოქსი – ორი კომპონენტი, რომლებისგანაც 1940-იან წლებში ჰავაიში დასაბამი მიეცა, ეს ხელოვნება განკუთვნილი იყო ქუჩაში ბრძოლისთვის. ადგილობრივი მცხოვრებლები მისი საშუალებით იცავდნენ თავს ბანდებისა და აგრესიული მეკობრეებისგან.

სამბო

თავდაცვა იარაღის გარეშე – რთული სისტემა, კომბინირებული დარტყმები. ის შეიქმნა 1920-იან წლებში, როგორც უნივერსალური და მარტივი საბრძოლო ტექნიკა. სამბოში დაშვებულია დარტყმის ყველა ტიპი, ხელებით, ფეხებით, იდაყვებით, მუხლებით და ა.შ.

ბორჯუკა

როგორც სხვა სპორტულ სახეობებში, ეს შერეული ტექნიკა არაა ფოკუსირებული სპორტულ ინტერესზე, მისი მთავარი მიზანი მაქსიმალურად სწრაფი გამარჯვებაა. შეიქმა 1990-ან წლებში შენკას ტომის მიერ და დღესაც იხმარება მცველებისა და სამხედრო პირების მომზადებისთვის.

ჯიუჯიცუ

მეტად სასტიკი და ეფექტური შერეული საბრძოლო ხელოვნება. ჯიუ-ჯიცუ დღესაც არსებობს, როგორც სპორტული დისციპლინა, მაგრამ მისი საწყისები ქუჩის შერკინებებიდან მოდის, რომლებშიც გამოიყენებოდა ყველა საშუალება გამარჯვებისათვის.

მუაიტაი

მას ხანდახან “8 კიდურის ხელოვნებას” ეძახიან. ეს სახელი ბევრს ამბობს ტექნიკაზე, რომელშიც მეტწილად იდაყვსა და მუხლებს იყენებენ. არაა გასაკვირი, რომ მუაი ტაი შედის ყველაზე დაუნდობელ საბრძოლო ხელოვნებათა სიაში.