რატომ ქრებიან ტურისტები უკვალოდ

0
2839

დღევანდელ მსოფლიოში საფრთხე ყველგანაა ჩასაფრებული, მაშინაც კი როცა ისვენებთ. როგორი პოპულარული და ძვირიც არ უნდა იყოს კურორტი, როგორი დისციპლინირებული პერსონალი ან გამაფრთხილებელი ნიშნები არ უნდა იყოს, ეს ყოველთვის არ დაგიცავთ განსაცდელისგან.

ფლორიდა

ეზოს კატები, როგორც წესი მეგაპოლისების მუდმივი მაცხოვრებლები არიან.სხვაგვარადაა მდგომარეობა ფლორიდაში, აქ ადამიანის უახლოესი მეზობელი ალიგატორია. ფლორიდაში ისინი ლამის ყოველ გუბეში ცხოვრობენ და ქუჩაშიც კი დადიან.

ამიტომ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Disney’s Grand Floridian Resort & Spa-ს ტერიტორიაზე არსებული ტბიდან ალიგატორის ამოსვლა და მინდორზე გასეირნება არავის რაიმე უჩვეულოდ არ მოეჩვენება. მიუხედავად ამისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ალიგატორის თავდასხმა დაფიქსირდა ადამიანებზე, ხოლო 2015 წელს ორ ასეთ თავდასხმას ფატალური შედეგი მოჰყვა. ალიგატორმა ტბაში 2 წლის ბიჭი შეათრია. სასწრაფოდ დახურეს ყველა პლაჟი, გაანადგურეს ოთხი ცხოველი, რომლებსაც ამ ფაქტთან საერთო არაფერი ჰქონდათ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ბალი

ლურჯი ზღვა, თეთრი ქვიშა, მდიდრული სასტუმროები – თუ ჩვენ ვისაუბრებთ სამოთხეზე დედამიწაზე, ეს სწორედ ის ადგილია. თუმცა, ყველაზე მაღალი ხარისხის მომსახურებაც კი ვერ შეაჩერებს უბედურ შემთხვევებს, თუ ადამიანი ნირვანაში შევიდა და მხოლოდ ღმერთის დახმარებას ენდობა. მიმოქცევის დინებები ამ სამოთხეში სრულიად რეალური და ძალიან საშიშია. ყოველ წელს, ისინი რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტურისტებს მუდმივად აფრთხილებენ უჩვეულოდ ძლიერ ტალღებზე, რომლებიც კუნძულს აწყდებიან. მიუხედავად ამისა, პადანგ გალაკის პლაჟზე სანურის კუნძულზე ზღვამ ორი ტურისტი ჩინეთიდან და დასავლეთ იავადან გამორიყა. ასეთივე ბედი ეწია 24 წლის ავსტრალიელს ქალაქი პერტიდან, რომელიც ბალში ჩამოვიდა, რათა იქ თაფლობის თვე გაეტარებინა. 3 ივნისს ის რვა წლის დასთან ერთად ზღვამ გაიტაცა.

ავსტრალია

ათასობით უსასრულო და მიტოვებული პლაჟია ავსტრალიაში, რომლებიც დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ ზღვისა და მზის, დაივინგისა და სერფინგის მოყვარულებს. თუმცა ამ სანაპიროების სტუმართმოყარეობა მატყუარაა – აქ დაფიქსირებულია ყველაზე დიდი რაოდენობა სასიკვდილო შემთხვევებისა ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის გამო. ახალ სამხრეთ უელსში, ყველაზე ხალხმრავალ შტატში, სადაც სიდნეი მდებარეობს, თეთრი ზვიგენები ნაპირთან ძალიან ახლოს ცურავენ. ეს კონტინენტური შელფის სიახლოვითა და ღრმა წლის არსებობით აიხსნება. აქ ზვიგენები ადამიანებს თავს დაესხნენ 170-ჯერ და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დასავლეთ ავსტრალიაში ბოლო წლების განმავლობაში 40-ზე მეტი ზვიგენის თავდასხმა მოხდა და 10-ზე მეტი ფატალური შედეგით დასრულდა. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქ ორი დამსვენებელი გარდაიცვალა. 3 ივლისს ზვიგენი თავს დაესხა 29 წლის სერფერს ქალაქ ფალკონთან ახლოს. მიღებული ჭრილობების გამო ის გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ მინდართან ახლოს მდებარე წყლებში, 60 წლის ქალი-მყვინთავი იპოვეს სერიოზული დაზიანებებით, რომელიც მიუხედავად დახმარებისა, ვერ გადარჩა.

Yellowstone

გეიზერული აუზების ბოროტი სილამაზე Yellowstone-ის პარკში მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. მხოლოდ ერთი აუზი ნორისი გასულ წელს ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. ტურისტის მხოლოდ ერთი არასწორი მოძრაობა და მდუღარე მჟავაში შეიძლება პირადი ნივთებიღა აღმოჩნდეს. 1890 წლიდან Yellowstone-სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა.

ამდენად, ივლისის დასაწყისში 23 წლის ამერიკელი წაბორძიკდა და გადავარდა ხის იატაკიდან, რომელიც ტურისტებისთვის იყო აშენებული ცხელ წყაროზე გადასასვლელად. მისი ნაშთის პოვნა ვერ მოახერხეს. რამდენიმე დღის შემდეგ ამ შემთხვევიდან, 13 წლის ბიჭმა დაკარგა წონასწორობა და მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ცნობილია ასევე ორი შემთხვევა, როცა, ცხელმა აბაზანებმა აცდუნა მოგზაურები და მათ ბანაობა გადაწყვიტეს, რაც ტრაგიკულად დასრულდა.

ნეპალი

ნეპალი, რომლის ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთები მდებარეობს, არა მხოლოდ ექსტრემალი-ალპინისტებისთვისაა მიმზიდველი. უდიდესი ტაძარი ღმერთ შივას საპატივცემულოდ და ტაძარი ლუმბირი, ბუდას დაბადების ადგილად ითვლება და მრავალი მომლოცველის შეკრების ადგილია. ულამაზესი მთის პეიზაჟები, სუფთა ტბები, მდიდარი ფლორა და ფაუნა იზიდავს ბუნებისა და ეკოტურიზმის მოყვარულებს.

რეგიონი სეისმურად საშიშია, დედამიწის ქერქის გადაადგილება აქ იშვიათი არ არის. თუმცა მიწისძვრა, რომელიც 2015 წლის აპრილში მოხდა, ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში. მან შეიწირა 8 ათასი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო დაშავებული იყო 14 ათასზე მეტი. ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში განადგურდა ბევრი შენობა, ევერესტზე ჩამოვიდა ზვავი, რამაც დაახლოებით ორი ათეული ალპინისტი ჩაიყოლა.