წყალქვეშ ჩაძირული ისტორიული ქალაქები   

0
5610

პლატონის ჩაძირული ატლანტიდა მეცნიერებისთვის დღემდე რჩება ამოუხსნელ ამოცანად. ბევრი მიიჩნევს, რომ ფილოსოფოსმა შექმნა წარმოსახვითი, უტოპიური პოლისის სახე, ასე რომ, ვეძებოთ წყლის ქვეშ ატლანტიდის რეალური ნაშთები, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ასეთი პოზიცია ეფუძნება კლასიკურ სამეცნიერო მიდგომებს. თუმცა, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ჩაძირული ქალაქი უძველესი ცივილიზაციიდან. თქვენს წინაშეა ყველაზე საინტერესო და უცნაური წყალქვეშა ქალაქები, რომელთა დახმარებითაც მკვლევარებმა შეიძლება ამოიცნონ ატლანტიდის საიდუმლო.

კლეოპატრას სასახლე

კლეოპატრა ეგვიპტეს იმ სასახლიდან მართავდა, რომელიც საიდუმლო კუნძულ ანტიროდოსზე მდებარეობდა. ისტორიკოსები დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ეს ადგილი სხვა არაფერი იყო, თუ არა ლეგენდა. იმ დროისთვის არავითარი კუნძული ანტიროდისი რუკაზე არ არსებობდა. თუმცა, 1996 წელს მყვინთავებმა, ცნობილი არქეოლოგის, ფრანკ გოდიოს ხელმძღვანელობით, ნამდვილად აღმოაჩინეს ეს დაკარგული სასახლე. გოდიო მოქმედებდა ძველ ბერძნულ მანუსკრიპტებზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რის გამოც ძალიან გაკვირვებული იყო თავისი წარმატებით.

ჰერაკლიონი

ჰერაკლიონი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700 წელს ჩაიძირა. იმ დროისთვის ეს პოლისი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიო კულტურული ცენტრი და საზღვაო გადაზიდვებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ეს დაკარგული ქალაქიც, ასევე ფრანკ გოდიოს მყვინთავებმა აღმოაჩინეს. ჰერაკლიონის ნანგრევები აბუკირის ყურეში მდებარეობს, ალექსანდრიასთან ახლოს. არქეოლოგების აზრით, სწორედ აქ მოხდა კლეოპატრას ინაგურაცია.

პავლოპეტრი

პავლოპეტრი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, ბერძნული ლაკონიის ახლოს. ის დაახლოებით 5000 წლისაა. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პლატონმა სწორედ ეს პოლისი აიღო თავისი ლეგენდარული ატლანტიდის პროტოტიპად. 1967 წელს ნიკოლას ფლემინგის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა ჯგუფმა კემბრიჯიდან, აღმოაჩინა ჩაძირული ქალაქი, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. ამ აღმოჩენამ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მეცნიერებს იმ დროინდელ ცხოვრების წესსა და ქალაქის არქიტექტურაზე.

სუიანი

ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს, ჩინეთის ჩძეცძიანის პროვინციაში ბრძანება გასცეს დაეტბორათ ტერიტორია, რომლზეც შემონახული იყო ორი უძველესი ქალაქის ნანგრევები. არქეოლოგების მოსაზრებით, სუიანი დაახლოებით 1800 წლისაა. მინ-ის და ცინ-ის დინასტიის დროინდელი არქიტექტურა საოცრად კარგად შეინახა წყლის ქვეშ ყოფნისას. ახლა ეს ადგილი ძალიან ბევრ მყვინთავს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ხუმრობით სუიანს ტურისტულ სამყაროში “მარშრუტს არა ყველასთვის” უწოდებენ.

დვარაკა

ინდური მითოლოგიის მიხედვით დვარაკა თვით კრიშნას მშობლიური ტომის, იადავების დედაქალაქი იყო. ლეგენდის თანახმად, ქალაქი კრიშნას გარდაცვალებიდან მე-7 დღეს ჩაიძირა. 1982 წელს გაირკვა, რომ ქალაქი სინამდვილეში არსებობდა. ის არქეოლოგმა ს.რ. რაომ აღმოაჩინა.

ვანაკუ

ძველი ინკები ტბა ტიტიკაკას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და თავიანთი ცივილიზაციის სამშობლოს უწოდებდნენ. ინდიელებს სჯეროდათ წყალქვეშა ტბის, ვანაკუს არსებობის, რომელიც ძგანვითარებულ კულტურას ტიაუნაკოს ეკუთვნოდა და ინკების იმპერიაზე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ტბის ფსკერზე მართლაც იქნა აღმოჩენილ უძველესი ტაძრის ნაშთები, რომლსაც ძალიან რთულ არქიტექტურა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა ტიაუნაკოს კლასიკურ შენობებს.

ატლიტიამ ჰაიფა

და კიდევ ერთხელ ბედნიერი შემთხვევა დაეხმარა მეცნიერებს, რათა აღმოეჩინათ უძველესი ქალაქი, რომელიც ატლიტის ყურეში მდებარეობს, ისრაელთან ახლოს. მყვინთავების გუნდი ეძებდა ჩაძირულ გემებს, როცა შემთხვევით ჩაძირულ პოლისს წააწყდა. დღესდღეობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ატლიტ-იამ ჰაიფა მოულოდნელმა და უზარმაზარი ძალის ცუნამმა იმსხვერპლა.

აი

რომაული ქალაქი ბაი ერთ დროს, იმპერიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანების თავშესაფარი იყო. აქ თავისი ვილა ჰქონდა იულიუს კეისარს, იმპერატორ კალიგულასა და ფილოსოფოს მარკუს ციცერონს. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში, მუსლიმურმა ტომებმა დაარბიეს ქალაქი. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი, აღდგენილ ქალაქს მალარიის ეპიდემია დაატყდა თავს. საბოლოოდ კი, ბაი გაღვიძებულმა ვულკანმა დაანგრია, სეისმურმა ბიძგებმა ის ზღვის ფსკერზე ჩაიტანა.