შემოდგომის მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში

0
2612

ჭირვეული შემოდგომის რუტინამ, ოპტიმისტსაც კი შეიძლება მოჰგვაროს სევდა. დეპრესიისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალება  მსოფლიოში ყველაზე საშემოდგომო ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლაა. ჩვენმა ჟურნალი გთავაზობთ მოგზაურობას ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში.

გაჩერებაუნივერსიტეტი

დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, ბევრი მხოლოდ ინგლისს გულისხმობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ კუნძულის ნაწილია.  London is the capital of Great Britain – ნისლიანი ალბიონის ვიზიტორთა უმრავლესობა უცხო ენის წიგნში ნასწავლი ამ შაბლონით შემოიფარგლება. დედაქალაქი თავისი ავთენტური არქიტექტურით, განუმეორებელი კოლორიტით, უსიტყვოდ, ნამდვილად კარგია, თუმცა ლონდონი არ არის მთლიანი ინგლისი. უკვე ქვეყნის ბევრი პროვინციული ქალაქი ითვლება საერთაშორისო ტურისტულ ბრენდად. და ასევე არსებობს შოტლანდია და უელსი, რომლებიც ხშირად და სრულიად დაუმსახურებლად რჩებიან ტურისტული მარშრუტების მიღმა.

ჩვენი ტურის პირველი გაჩერება, არა მარტო ბრიტანეთის, არამედ მთლიანი ევროპის ერთ-ერთი მთავარი სტუდენტური ქალაქი კემბრიჯია, თავისი 31 კოლეჯით. ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი უნივერსიტეტი. ან უნივერსიტეტი ქალაქში, რომელიც ძირითადად პედაგოგებითა და სტუდენტებითაა დასახლებული .

კემბრიჯი პატარა ვენეციაა. აქ უამრავი ხიდია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Bridge of Sighs – “ამოხვნეშის ხიდი”, რომელიც ფაქტობრივად ვენეციურის მსგავსია. არებობს ასეთი ლეგენდა: სტუდენს შეუყვარდა გოგონა, ბევრჯერ ამოიხვნეშა, თუმცა მისი გული მაინც ვერ მოიგო.

მათემატიკის ხიდი კი ვენეციაში ნამდვილად არ არის. ის ხისგანაა დამზადებული და ლეგენდის თანახმად ერთი ლურსმნის გარეშეა აშენებული თვით ისააკ ნიუტონის მიერ. ერთმა ცნობისმოყვარე ახალგაზრდამ დაშალა ხიდის კოსტრუქცია, რათა გაეგო, თუ როგორ უკავშირდებოდნენ მისი ნაწილები ერთმანეთს, თუმცა ვერაფერი გაარკვია, აწყობა კი მხოლოდ ჭანჭიკების გამოყენებით შეძლეს.

კემბრიჯის ყველაზე ცნობილი კოლეჯია “Trinity”. სხვათა შორის, ნიუტონი მისი კურსდამთავრებულია, ასევე სხვა ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი, პოეტი ბაირონი და 31 ნობელის პრემიის ლაურიატი.

დროში მოგზაურობა

მუდმივად ახალგაზრდა კემბრიჯის შემდეგ გადავინაცვლოთ ჩრდილოეთით და მოვინახულოთ შოტლანდიის დედაქალაქი. უმჯობესია, თუ ედინბურგის დათვალიერებას ბრიტანეთის მონარქების ოფიციალური რეზიდენციით, Holyroodhouse-ის სასახლით დავიწყებთ. XVI საუკუნეში  შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი სახელმწიფოს აქედან მართავდა. მის ტრაგიკულ ბედზე მრავალი ხელოვნების ნიმუშია შექმნილი. აქ მან იქორწინა თავის მეორე ქმარზე, რომელიც საძინებელში ეჭვიანობის ნიადაგზე, მისი უდიდებულესობის მდივანმა მოკლა. დღესდღეობით, ამ სასახლეში დედოფალ ელიზაბედ მეორეს ოფიციალური მიღებები ტარდება, როცა ის იშვიათად სტუმრობს შოტლანდიას.

Royal Mile-ის მიხედვით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ედინბურგის სასახლისკენ მიემართება, რომელიც შოტლანდიის მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. ციხე აბსოლიტურად მიუდგომელ კლდეებზე მდებარეობს.

სასახლის ოთახები უხვადაა შემკული შოტლანდიის მეფეების რეგალიებით. ყველაზე მრავალფეროვანია ძვირფასი ქვებით მოჩუქურთმებული ხმალი, კვერთხი და გვირგვინი. აქვეა განთავსებული მითიური ბედისწერის ქვა, რომლითაც პირველი შოტლანდიელი მეფეების კორონაცია ხდებოდა. ლეგენდის თანახმად, ქვას შეეძლო გამოევლინა ნამდვილი მონარქი.

ციხიდან არც ისე შორს მდებარეობს საშინელი მიწისქვეშა ქალაქი, რომლის ყველა მცხოვრები XVII საუკუნეში ჭირისგან გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ქალაქში საცხოვრებელი სახლების ნაკლებობა იყო, აქ აღარავინ დასახლებულა. ახალმოსახლენი შიშით ტოვებდნენ ამ ადგილს, ამბობდნენ, რომ ყოველ საღამოს ჭირით გარდაცვლილთა შემზარავი ხმები ისმოდა, ასევე მათ დაინახეს მსხვერპლთა ფერმკრთალი სახეები.

მხოლოდ შოტლანდიაშია შესაძლებელი ერთი და იგივე ადგილას გათავისუფლდე სტრესისგან და შეუერთდე საიდუმლოს. ედინბურგთან ახლოს მყოფი არყის სახდელი ქარხანა სწრაფად აგიმაღლებთ განწყობას. “ნაციონალური ანტიფრიზის” დაგემოვნება, სწორედ ასე უწოდეს შოტლანდიელებმა საყვარელ ვისკის. ტრადიცია ხელოვნებაში გადაიზარდა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ალაოს ვისკიზე.

შერეულისგან განსხვავებით, მხოლოდ ალაოს ვისკი მზადდება სპირტისგან, ერთ არყის სახდელ ქარხანაში, სადაც ის შემდეგ ბოთლებში ჩამოისხმება. უკვე ექვსი საუკუნეა, რაც ძირითადი ინგრედიენტები არ იცვლება. ყველაფრის გული წყაროს წყალი და ქერის ალაოა.

იმისათვის რომ, სასმელს ვისკი ეწოდოს, ის კასრში მინიმუმ 3 წელი მაინც უნდა გაჩერდეს. შოტლანდიაში კარგ ტონად ითვლება ვისკი, მინიმუმ 8 წლიანი დაძველებით. ადგილობრივი ექსპერტის ახრით, მხოლოდ ასეთ ვისკს შეიძლება ჰქონდეს ისეთი გემო და არომატი, რომელიც სხვაში არასდროს აგერევა.

დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა

ჩვენი მოგზაურობის შემდეგი წერტილი იდუმალი Loch Ness-ის ტბაა, თავისი ბურუსით მოცული მონსტრებით. ყოველწლიურად აქ ათასობით ტურისტი მოდის, იმ იმედით, რომ შეძლებენ გადაიღონ მსოფლიოში ყველაზე სენსაციური ფოტო.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ შევძელით სანაპიროზე ასეთი სურათის გადაღება. თუმცა, ის არც ისე საშიში აღმოჩნდა, რადგან არარეალურია. პატარა ნესი მშვიდად იწვა სანაპიროზე და როგორც ჩანს, უკვე მიეჩვია ხალხის ყურადღებას. როგორც ბონუსი, ექსკურსია ტბაზე კატერით ორსაათიანი გასეირნებით გაგრძელდება. ხოლო შემდეგ სხვადასხვა სუვენირების შეძენის დროც მოვა ადგილობრივ მაღაზიაში.

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ჰიპოთეტურ დინოზავრში არ არის. ტბა და მისი შემოგარენი ძალიან თვალწარმტაცია.

საღამოს თავგადასავლის ახალი ნაწილი გველოდება წინ, ღამე ნამდვილ სასაფლაოზე უნდა გავათენოთ. საქმე იმაშია, რომ პატარა სასტუმრო, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გახსნეს, მდებარეობს უელსის პროვინციის ერთ-ერთი სოფლიდან მოშორებით, რომელთან ახლოს ძველი ეკლესია და რა თქმა უნდა, სასაფლაოც.

რთული არ არის წარმოიდგინოთ, თუ როგორი განწყობა იქნებოდა ავტობუსში, როცა გიდი სასტუმროს ღამის ცხოვრების შესახებ ყვება. ის იმდენად ძალადობრივი აღმოჩნდა, რომ ერთ დროს ტელევიზიის ყურადღებაც კი მიიპყრო. რამდენიმე დღე სასტუმროში ცხოვრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ იმქვეყნიერის არსებობაზეც კი ჩაფიქრდეთ.

თუმცა, როგორც ვიცით, შიშს დიდი თვალები აქვს. პირადად მე ძილთან პრობლემები არ მაქვს, თუმცა სასტუმროს ინტერიერი და ოთახები საკმაოდ კოლორიტულია (ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის, გვერდით ბიბლია და ჯვარცმაც იქონიეთ). თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით მდიდარ წარმოსახვას, გირჩევთ საღამოს შეიხედოთ ადგილობრივ ბარში. ამ შემთხვევაში, ნიორსა და საკმეველზე  მხოლოდ შემდეგ დილას გაიხსენებთ. ეს გამოცდილია!