ვარსკვლავები,რომლებიც გაშიშვლებას ნანობენ!

0
3195

ზოგიერთი ვარსკვლავი ნანობს, რომ კადრში აჩვენეს უფრო მეტი, ვიდრე საჭირო იყო. მაყურებელი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ცნობილი მსახიობების ეკრანზე გაშიშვლებაზე. და თვით ვარსკვლავები როგორ აღიქვამენ ამას? აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი ნანობს კიდეც ამ საქციელს. ჩვენ გავიხსენეთ ათი დასავლელი ვარსკვლავი, რომლებმაც ეს საჯაროდ აღიარეს.

  1. რეიჩელ ბილსონი

სერიალების “The O.C.” და “Hart of Dixie”-ის ვარსკვლავი რეიჩელ ბილსონი ძალიან მომხიბლველი მსახიობია, რომელიც თვლის, აუცილებელი არ იყო ეკრანის წინაშე გაშიშვლებულიყო, რათა გადაეღოთ კომედიებსა და მელოდრამებში.

პროდიუსერები ამტკიცებენ, როცა მას შესთავაზეს გაშიშვლება თავის სადებიუტო ფილმ “The Last Kiss”-ში ბილსონს როლზე უარი არ უთქვამს. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრინციპები. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სურათმა განიცადა კრახი, მსახიობის მსხვერპლმა მოლოდინი არ გაამართლა. ამიტომაც ვარსკვლავი ახლა განიცდის ზემოთ აღნიშნულს.

  1. მერილუის პარკერი

ტელე-კინო ვარსკვლავმა მერი-ლუის პარკემა რვა სეზონი გაატარა ტრაგიკომიკულ კრიმინალურ სერიალში “Datura”, ეს შოუ საკაბელო არხ Showtime-ზე გადიოდა, რომელიც ცნობილია თავისი გულწრფელობით, ხოლო პარკერი არ ეწინააღმდეგებოდა “ცხელ” სცენებს, სანამ მეოთხე სეზონის ფინალური სერიის გადაღების დრო არ მოვიდა.

შოუს ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ამ ეპიზოდში პარკერის გმირი შიშველი აბაზანაში უნდა ჩაწოლილიყო და ეჩვენებინა მკერდი, ხოლო მსახიობი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ სცენის გადაღების, რადგან ვერ ხედავდა მხატვრულ აზრს ამ მომენტში. ბოლოს ის დანებდა, თუმცა სცენის მიმართ აზრი არ შეუცვლია. მისთვის ძალიან უსიამვონო იყო, როცა ეპიზოდი პორნო საიტებზე გავრცელდა.

  1. ჯესიკა ბრაუნფინდლი

“დაუნტონის სააბატოში” გადაღების პარალელურად ბრიტანელი მსახიობი ჯესიკა ბრაუნ-ფინდლი მონაწილეობას იღებდა ტრაგიკომედიაში – “ალბატროსი”.

ის თამაშობდა ახალგაზრდა ველური მოზარდის როლს, რომელსაც რომანი აქვს დაქორწინებულ მწერალთან. ფილმის ერთ-ერთ ფრაგმენტში მისი გმირი აჩვენებს მკერდს, როცა მაღაზიაში მოლარე სთხოვს დოკუმენტებს, რათა დაამტკიცოს, რომ ის ზრდასრულია. ბრაუნ-ფინლდი დარწმუნებული იყო, რომ ამ სცენაში მას ზურგიდან გადაიღებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი იყო მისი გაკვირვება, როცა მან ეკრანზე იხილა თავისი მკერდი ახლო კადრით. მსახიობი არ არის სიშიშვლის წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არავის არავინ არ შეჰყავს გაურკვევლობაში.

  1. ემილია კლარკი

ჯერ კიდევ სერიალ “Game of Thrones”-ის პირველ სეზონში, ემილია კლარკმა მაყურებელს საშუალება მისცა ენახა მისი სხეულის ყოველი დეტალი. როგორც ჩანს, შოუს არც ერთი ვარსკვლავი არ გაშიშვლებულა ისე ხშირად, როგორც ის. თუმცა, “Queen Daenerys” აკეთებდა იმას, რასაც მისგან ითხოვდა რეჟისორი და პროდიუსერები, ყოველგვარი სიამოვნების გარეშე.

მას არ მოსწონდა, თუ რამდენად დიდ როლს იკავებდა სერიალში გახსნილი სცენები. რის გამოც 2014 წელს განაცხადა, რომ ის შოუში გაშიშვლებას შეწყვეტდა. მან პირობა მე-6 სეზონის მე-4 სერიაში დაარღვია, როცა ტანსაცმელი დაენერსის სხეულზე იწვოდა, როცა ცეცხლგამძლე დრაკონთა დედამ დაწვა თავისი მტრები. კლარკმა იგრძნო, რომ ეს სცენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სერიალისთვის და გაამართლა თავისი საქციელი.

  1. ტეილორ ლოტნერი

“Twilight”-ის გმირი ტეილორ ლოტნერი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა დარბაზში, რათა შთამბეჭდავი ყოფილიყო პერანგის გარეშე ფილმში “The Twilight Saga: New Moon”. მან თითქმის 15 კილოგრამით გაამდიდრა თავისი კუნთოვანი სხეული და რადიკალურად შეიცვალა.

ამ როლით, ის ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოზარდი გახდა. თუმცა ფილმის გამოსვლიდან მალევე ლოტნერმა ინანა გაშიშვლება, რადგან ის მიხვდა, რომ სურდა მასში დაენახათ მსახიობი და არა სექსუალური ობიექტი. ასე რომ ლოტნერმა უარი თქვა კადრში მაისურის გარეშე “გასეირნებაზე” განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.

  1. პამელა ანდერსონი

როცა ვარსკვლავი ცნობილი გახდა მრავალი ეროტიკული ფოტსა და კადრის გადაღებით, რთულია დაიჯერო, რომ ის წუხს, თუ როგორ წარიმართა მისი კარიერა. მიუხედავად ამისა, ანდერსონმა ერთხელ ჯურნალისტებთან აღიარა, რომ სრულიად სხვა გზით წავიდოდა, თუ შეძლებდა თავიდან დაწყებას.

პამელა სწუხს, რადგან მის შვილებს დასცინიან მისი როლების გამო. ახალგაზრდობაში ანდერსონი არ დაფიქრებულა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ შვილებს მის ფოტოებსა თუ ფილმებზე, ახლა კი ამის გამო ძალიან რცხვენია.

  1. ნატალი პორტმანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნატალი პორტმანი არ ნანობს, რომ ფილმებში შიშველი გამოჩნდა, მაგალითად “Goya’s Ghosts” და ვეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი “Hotel Chevalier”, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ კადრებს აღიქვამდნენ, როგორც დრამატული ხელოვნების ნიმუშს.

თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში ვარსკვლავების შიშველი კადრები მაშინვე პორნო საიტებზე აღმოჩნდება ხოლმე, სადაც სრულიად არ არის განთავსებული მხატვრულ კონტექსტში. პორტმანს ეს ძალიან აბრაზებს.

სამწუხაროდ, მას არ შეუძლია რამე მოიმოქმედოს იმის გარდა, რომ მსახიობი ცდილობს მინიმუმამდე შეამციროს “სიშიშვლე” ფილმის გადაღებისას. მაგალითად, პორტმანმა კომედიურ ფილმში “Your Highness” მოითხოვა დუბლიორი, სადაც ის მხოლოდ ზურგიდან უნდა გამოჩენილიყო შიშველი.

  1. ევა გრინი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“Casino” Royal”-ის ვარსკვლავ ევა გრინს ორაზროვანი შეხედულება აქვს ფილმში შიშველ სცენებში გამოჩენაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ევას არ აქვს პრინციპული წინააღდმეგობა, თუმცა როგორც პიროვნება ის ძალიან მორცხვია, არ უყვარს, როცა შიშველს უღებენ, ამიტომ ის ძალიან წუხს, რომ კარიერა ბერნარდო ბერტოლუჩის “The Dreamers”-ით დაიწყო. იმისათვის, რომ გადაეტანა ეს გადაღება, გასამხნევებლად ევა ვისკსაც კი სვამდა ხოლმე. შემდეგში გრინისთვის ძალიან რთული იყო, ფილმი ოჯახის წევრებთან ერთად ენახა, ამიტომ “Casino” Royal”-ის გადაღებებისას ძალიან ცდილობდა, მინიმუმამდე შეემცირებინა “გულგადაშლილი” სცენები.

  1. ქეით უინსლეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ტიტანიკმა” ქეით უინსლეტი საერთაშორისო ვარსკვლავად აქცია, თუმცა მსახიობს არ სიამოვნებს თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის ყურება, რადგან მას აღიზიანებს, როგორც არადამაჯერებელი ამერიკული აქცენტი და ასევე მისი გმირის პორტრეტის ხატვის სცენა.

მსახიობი მიიჩნევს, რომ ამ სცენის “ასე” გადაღება არ იყო საჭირო და შეიძლებოდა, რომ ის უფრო მოკრძალებულიც ყოფილიყო. უინსლეტი დანანებით იხსენებს, თუ როგორ ხშირად შიშვლდებოდა კამერის წინაშე კარიერის დასაწყისში, მაშინ იგი ფიქრობდა, რომ თუ არ დათანხმდებოდა რეჟისორებისა და პროდიუსერების ამ შეთავაზებას, მას აღარ გადაიღებდნენ.

  1. ჰელენ მირენი

რუსული წარმოშობის ბრიტანელი ვარსკვლავი ჰელენ მირენი თავისი კარიერის დასაწყისში მიიჩნევდა, რომ მას მეტისმეტად ცივ ინგლისელად ჩათვლიდნენ, ამიტომ ის თანხმდებოდა შიშველ სცენებს იმაზე მეტად, ვიდრე მას სურდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის საკმაოდ მოკრძალებული და მორცხვია, რის გამოც ეს როლები მას ამძიმებდა და არ ანიჭებდა სიამოვნებას.

ჰელენი გაშიშვლებას ყველაზე ნაკლებად ფილმ “Caligula”-ში ნანობს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სცენაში თითქმის ყველას მოუწია გაშიშვლება. მისი თქმით, “Caligula”-ში ჩაცმული დარჩენა ისეთივე უცნაური იქნებოდა, როგორც ნუდისტურ პლაჟზე ტანსაცმლით სეირნობა.