ალექსანდრე სოლჟენიცინის გამონათქვამები

0
3369

 

  1. ერთგულება დიდი სიამოვნებაა. შესაძლოა ყველაზე დიდიც კი. თუნდაც ამ ერთგულების შესახებ თქვენ გარდა არავინ იცოდეს.
  2. ნუ შეგეშინდება ტყვიის, რომელიც სტვენს. რადგან შენ მისი სტვენა გესმის, ის შენში ჯერ არაა. იმ ერთადერთი ტყვიის ხმას, რომელიც  მოგკლავს, შენ ვერ გაიგებ.
  3. ოდესღაც სიკვდილი არაა საშიში ეხლა ამ მომენტში სიკვდილია საშიში..
  4. ადამიანებს უბრალოდ არეული აქვთ წარმოდგენა, იმაზე თუ რაა კარგი დაცუდი. ხუთსართულიან გალიაში ცხოვრება, სადაც  ზემოდან გიკაკუნებენ და ლაფს გასხამენ პრესტიჟულად ითვლება. ხოლო ცხოვრება, სადღაც სტეპების პირას, თიხის ქოხში უკიდურეს უიღბლობად.
  5.  როცა ერთი დიდი ვნება იპყრობს ჩვენ სულს, ის შლის ყველა  დანარჩენს. ორი ვნების ადგილი ჩვენ სულში არაა.
  6. ვიქნებითთუ არა დანაყრებული. ეს სულაც არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენს შევჭამთ, მთავარი აქ ისაა თუ როგორ შევჭამთ. ბედნიერებაც ზუსტად ესეა, ის არაა დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი წარმატების დაჭერა მოვახერხეთ ცხოვრებაში, მთავარი ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებაა ბედნიერებისადმი!
  7. სამუშაო ჯოხივითაა, მას ორი ბოლო აქვს: თუ ადამიანებისთვის აკეთებ ხარისხი აჩვენე, თუ უფროსისთვის აკეთებ  ითვალთმაქცე.
  8. მომავლის წინასწარმეტყველება არცერთ ადამინს არ შეუძლია. ყველაზე დიდი უბედირება ადამიანს შესაძლოა მაშინ ეწვიოს , როცა ის ყველაზე ბედნიერია,  და ასევე ყველაზე დიდი ბედნიერება, შეიძლება ყველაზე ავბედით დროს დაგატყდეთ თავს.
  9. როცა ჩვენ ცუდად ვარ არ გვრცხვენია ღმერთის. ჩვენ მისი მაშინ გვცხვენია როცა კარგად ვართ.
  10. როცა შეზღუდულ ადამიანებს, შეუზღუდავი ძალაუფლება აქვთ, ამას ყოველთვის მივყავართ სისასტიკემდე.
  11. რა არის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი? აცნობიერებდე: რომ შენ არ მონაწილეობ უსამართლობაში. ისინი შენზე ძლიერები არიან, იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. მთავარი ისაა, რომ თქვენ მათთან არ ხართ.
  12. ხელოვნება ეს არაა რაღაც, არამედ როგორ.
  13. ბრძენი ისაა, ვინც მცირედითაც კმაყოფილია.
  14. როცა თვალები ერთმანეთს განუწყვეტლივ შესციცინებენ, იბადება სრულიად ახალი თვისება: ისეთ რამეს დაინახავ, რასაც ვერასდროს ნახავდი. თვალები თითქოს კარგავენ დამცავ ფერად გარსს, და ყველა სიმართლეს სიტყვების გარეშე აფრქვევენ, აღარ აქვთ მათი შეკავების ძალა.
  15. თუ შენ არ შეგიძლია, ერთი წუთის გამოყენება, მაშინშენ ამაოდგაატარებ საათსაც და მთელ ცხოვრებასაც.