ჰიტლერი და ნარკოტიკები

0
4725

გერმანელი მწერლის, ნორმან ოლერის წიგნში ‘The Total Rush” აღწერილია უცნობი დეტალები მესამე რეიხის მიერ, ისეთი ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შესახებ, როგორიცაა კოკაინი, ჰეროინი, მორფი და რაც მთავარია მეტამფეტამინი. ოლერმა აჩვენა, თუ როგორ მოქმედებდა ნარკოტიკები ჰიტლერის ფსიქიკაზე სიცოცხლის ბოლო დღეებში.

ოლერის თქმით, თუ ჩვენ ავიღებთ ნაციზმის შესახებ გამოცემულ ყველა წიგნს, მათგან გრძელი ჯაჭვი შეიძლება გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ნაცისტურ გერმანიაზე თქვა რაიმე ახალი, ისტორიკოსებს ნაკლებად აინტერესებდათ სპეციფიკური თემები, მაგალითად მესამე რეიხის მიერ ნარკოტიკების გამოყენება, ამიტომ მწერალმა გადაწყვიტა ემუშავა ამ საკითხზე. სინამდვილეში, ოლერს სურდა რომანის დაწერა, თუმცა არქივში პირველივე შესვლისას, მოუწია გეგმების შეცვლა. მას შემდეგ, რაც მან იხილა თეოდორ მორელის, ჰიტლერის პირადი ექიმის ჩანაწერები, მიხვდა, რომ დოკუმენტური მოთხრობა უფრო საინტერესო იქნებოდა და მასალების შეგროვებაც დაიწყო.

ოლერის მონათხრობი ვაიმარის რესპუბლიკის დროიდან იწყება. გერმანული ფარმაცეპტული ინდუსტრია ნარკოტიკებისა და კოკაინის ექსპორტით აყვავდა. ნარკოტიკები ყოველ კუთხეში მიოპოვებოდა. სწორედ იმ დროს, ჰიტლერს შეუქმნეს ლიდერის იმიჯი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და არ იღებდა არანაირ ნარკოტიკულ საშუალებებს, ყავასაც კი.

ჰიტლერის ერთ-ერთი ახლობლის ჩვენების მიხედვით, მას «მოუკვდა სხეული», ისე რომ გარშემომყოფებს შოკში აგდებდა, ეროვნული სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის ხელმძღვანელი არ სვამდა ალკოჰოლს, იყო ვეგეტარიანელი, არ ეკარებოდა ქალებს. როცა 1933 წელს ნაცისტების ხელში გადავიდა ძალაუფლება, ნარკოტიკები კანონგარეშედ გამოცხადდა. ნარკომანები გამოაცხადეს ფსიქოლოგიურ დამნაშავეებად, მათ აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკში, ან სჯიდნენ სასიკვდილო ინექციით. რასობრივი სიწმინდის ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ებრაელები თავისი არსით ნარკომანები იყვნენ, რაც დევნისა და მკვლელობების დამატებითი მიზეზი იყო.

ნაცისტებმა დაამტკიცეს, რომ პრეპარატებს შეეძლოთ ადამიანთა შრომის ნაყოფიერების გაზრდა. Temmler Werke-ის ქიმიკოსები შთაგონებულნი იყვნენ გერმანელების მიერ ოლიმპიურ თამაშებზე ამფეტამინის გამოყენებით ჯერ კიდევ 1936 წელს და შექმნეს საკუთარი “გასაოცარი წამალი” მეტამფეტამინი. ის იწვევდა ფიზიკური აქტივობის სტიმულირებას, რის გამოც სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში. ოლერი ამ პრეპარატს უწოდებს “ნაციზმი ტაბლეტებში”.

ის ციტირებს ჰეინრიხ ბიოლის წერილს. 1939 წელს, მომავალი ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში, ფრონტზე ყოფნისას წერდა თავის მშობლებს, რომ მისთვის გამოეგზავნათ მეტამფეტამინი, რათა გამკლავებოდა უძილობას. ექიმი ოტო რანკი, ზოგადი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მივიდა დასკვნამდე, რომ მეტამფეტამინი შესანიშნავი იარაღი იყო ჯარისკაცებისთვის. პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს შეეძლო შესვენების გარეშე ემუშავა 50 საათის განმავლობაში.

1940 წელს მეტამფეტამინი გერმანელებს დაეხმარა საფრანგეთის დაპყრობაში. სამხედრო ექიმები ჯარისკაცებს თვალყურს ადევნებდნენ, რათა მიეღოთ ერთი ტაბლეტი მეტამფეტამინი დღე, ორი ღამე და ერთი ან ორი საჭიროების შემთხვევაში.

ჰიტლერი მოითხოვდა თავდასხმას არდენის გავლით. გენერლები აპროტესტებდნენ, რომ ჯარისკაცებს უნდა დაესვენათ ღამით, რის გამოც იყო რისკი, რომ შეჩერებულიყვნენ მთებში. სტიმულატორის საშუალებით, არმიამ შეძლო 3 დღე ძილის გარეშე გაეძლო.

ამის შემდეგ, პრეპარატი ითვლებოდა, როგორც ეფექტური იარაღი. 1944-1945 წლებში, როცა ნაცისტები მიხვდნენ, რომ ომს აგებდნენ, გერმანული საზღვაო ფლოტის ნავები დადგნენ ერთ ადგილას, იდეა იყო ის, რომ ასულიყვნენ ტემზის შესართავთან და დარტყმა მიეყენებინათ ლონდონოსათვის. პილოტებს საღეჭი რეზინის საშუალებით მიეწოდებოდა კოკაინი, რათა არ ჩასძინებოდათ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ნარკოტიკის ტესტირება მოხსდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც პატიმრებს ავალდებულებდნენ მრავალი კილომეტრის გავლას, მანამ სანამ არ წაიქცეოდნენ.

თვითონ ჰიტლერი მუდმივად იყენებდა ნარკოტიკებს. მას ხელს უწყობდა პირადი ექიმი, რომლის რეპუტაციაც ვიტამინის ინექციაზე იყო დამყარებული. ფიურერი იტანჯებოდა ძლიერი ტკივილებით, თუმცა მორელმა შეძლო მისი დახმარება. 1941 წელს ჰიტლერი დაავადდა, რის გამოც ექიმმა ძლიერი პრეპარატები დაუნიშნა, ჰორმონებიდან დაწყებული, ოპიოიდური ოქსიკოდონით დამთავრებული, ამ უკანასკნელს ფიურერი კოკაინთან ერთად დღეში ორჯერ იღებდა.

როცა მეტამფეტამინისა და ოკსიკოგონის მწარმოებელი ქარხნები დაიბომბა და მარაგიც ამოიწურა, ჰიტლერს აბსიტენტის სინდრომი გაუჩნდა. ბევრმა ყურადღება გაამახვილა მის უკიდურესად ავადმყოფურ შეხედულებაზე. ვარაუდობდნენ, რომ ფიურერს პანკინსონის დაავადება ჰქონდა. მალე ჰიტლერმა და მისმა მეუღლე ევა ბრაუნმა თავი მოიკლეს.

ოლერის აზრით, ნაციზმი წარმოადგენდა სრულ ქაოსს. მეტამფეტამინი ჰიტლერს დაეხმარა შეენარჩუნებინა ხალხი სისტემაში, არ მიეცა მათთვის დაფიქრების საშუალება, თუ რა ხდებოდა გარშემო.