ჩინგისხანის ბნელი საიდუმლოებები

0
3491

ვინ იცის, ისტორიის ბორბალი ცოტა სხვანაირად, რომ დატრიალებულიყო და ახლა შესაძლოა ამ დაუნდობელი მბრძანებლის შთამომავლები მთელი დედამიწის მფლობელები ყოფილიყვნენ

დიდი ჩინგისხანი იყო ერთერთი ყველაზე სასტიკი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. თემუჩინის მმართველობა დასამახსოვრებელი იყო სისხლიანი ბრძოლებით, წამებით და მთელი ტომების დაუნდობელი განადგურებებით. მის ფონზე ჰიტლერი, ნაპოლეონი და სტალინი უბრალოდ მოყვარულებად მოჩანან.

XIII საუკუნეში მთელს ევროპაში არ არსებობდა არცერთი ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა არ შინებოდა მონღოლთა შემოსევის. იმ დროისათვის ჩინგისხანის იმპერია უკვე გადაჭიმული იყო მთელს აზიაში და არავის არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მისი სისხლიანი ჯარისათვის.

დიდი გამანადგურებელი

ჩინგისხანის ამბიციებს 40 მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ნიშნავს, რომ სისხლიანმა დამპყრობელმა გაანადგურა იმ დროისათვის პლანეტის მოსახლეობის 11%. უფრო მეტიც, ამდენი ადამიანის სიკვდილმა გამოიწვია დედამიწის ატმოსფეროს და კლიმატის გაცივება, ატმოსფეროში ხომ ამის შედეგად, არ მოხვდა დაახლოებით 700 მილიონი ტონა СО2.

ძმის მკვლელი

ჩინგისხანის დედა იძულებული იყო მარტოს ერჩინა 7 შვილი, რადგანაც თემუჩინის მამა დაიღუპა მეზობელ ტომზე თავდასხმის დროს. ცხრა წლის ჩინგისხანმა მოკლა თავისი ძმა ბეკტერი, რადგანაც მან არ გაუნაწილა საჭმელი.

წამების ოსტატი

ჩინგისხანი კარგად ერკვეოდა ადამიანის წამებაში. მაგალითად, ის საღამოობით იმით ერთობოდა, რომ ტყვეებს ყურში დამდნარ ვერცხლს ასხამდა. ხოლო ხანის “საფირმო” სასჯელი ეგრეთ წოდებული “ადამიანის მშვილდი” იყო: მებრძოლები ადამიანს ღუნავდნენ მანამ, სანამ მას ხერხემალი არ გადაუტყდებოდა.

ირანული გენოციდი

ხორეზმის იმპერია XIII საუკუნეში ძალიან ძლიერი იყო, მიუხედავად ამისა მონღოლებმა ის პრაქტიკულად აღაგვეს მიწის პირისგან. ამ დროს მიმდინარე სისხლიან ბრძოლებში ირანელების 3/4 დაიღუპა — ნამდვილი გენოციდი.

სიყვარულის მოყვარული იმპერატორი

ყოველ დაპყრობილ ტომში სპეციალურად ჩინგისხანისთვის არჩევდნენ ყველაზე ლამაზ გოგონებს, რომელთა ასაკი არ უნდა ყოფილიყო 15 წელს ზემოთ.

მონღოლეთის ხანის ჰარემი შედგებიდა რამოდენიმე ათასი ქალისაგან და უმეტესობას მისგან შვილი ყავდა. წარმოიდგინეთ რამდენად დიდია ჩინგისხანის შთამომავლობა !

გადამწვარი მიწის ტაქტიკა

ჩინგისხანის ადრეული წლებისათვის დამახასიათებლი იყო მონინააღმდეგე ტომების სრული ამოჟლეტა. კლავდნენ ქალებს და პატარა ბავშვებსაც კი: ბელადი არავის ინდობდა.

დიდი იმპერია

მთელი თავისი სისასტიკის მიუხედავად, ჩინგისხანი იყო შესანიშნავი და ბრძენი მმართველი. მის მიერ იქნა დაარსებული მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო კაცობრიობის ისტორიაში. მონღოლეთის იმპერიას ეკავა დედამიწის მთელი ხმელეთის 16,11%.

სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტი

რელიგიას მონღოლთა ხანი აღიქვამდა იმპერიაში წესრიგის შენარჩუნების იდეალურ ინსტრუმენტად. მას ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგია.

უსახო მეომარი

ყველას აქვს ნანახი ჩინგისხანის გამოსახულება, თუნდაც სკოლის სახელმძღვანელოებში, ამას გარდა ხანი წარმოდგენილია ათეულობით ფილმში. თუმცა სინამდვილეში არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა მთავარი მონღოლი. ისტორიკოსებს მხოლოდ ერთი რამის თქმა შეუძლიათ დანამდვილებით, ხანს ჟღალი ფერის თმა ჰქონდა.

ამოუხსნელი სიკვდილი

აქამდე უცნობია თუ რა იყო ხანის სიკვდილის მიზეზი. 65 წლის ასაკში მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მმართველი მოქმედ და ძლიერ მებრძოლად რჩებოდა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს სიკვდილს სიბერის გამო.

ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინგისხანი დანით მოკლეს.