მერლინ მონროს სიკვდილის საიდუმლო

0
4875

მერლინ მონროს მკვლელობის შოკისმომგვრელი დეტალები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს გასცა დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა

ამერიკაში ნამდვილი ფურორი გამოიწვია ამბავმა იმის შესახებ, რომ მერლინ მონრო სინამდვილეში მოკლეს CIA (აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტო) სეპეცაგენტებმა. ამის შესახებ სიკვდილის წინ გაუნდო გაოგნებულ ამერიკელ ჟურნალისტებს სადაზვერვო ბიუროს ვეტერანმა ნორმანდ ჰოდჯესმა, გადაწყვიტა რა, ამ გზით სიკვდილის წინ მოენანიებინა ჩადენილი ცოდვები. ახლა ამ საქმეს იძიებენ FBI (აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიურო) დეტექტივები. PRIME GEORGIA-მ გადაწყვიტა დაწვრილებით მოგიყვეთ ამ ისტორიის ყველა დეტალი.

სპეცმომზადება

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ნორმანდმა გაიარა სპეცმომზადება ამერკის საზღვაო ქვეითების რიგებში. მას მონაწილეობა აქვს მინაღები CIA-ს ბევრ უცხოურ რეიდში. შემდეგ კი დაწინაურდა და ის დაუშვეს “დელიკატურ” საქმეებზე. სნაიპერი, შესანიშნავი მებრძოლი, საწამლავების მცოდნე და ასაფეთქებელი ნივთიერბების მცოდნე — ასეთ ადამიანს CIA ანდობდა ყველაზე რთულ დავალებებს, მათ შორის სახელმწიფო დაკვეთებსაც.

სამუშაო დღეები 

თვითონ ნორმანდი ინტერვიუში აღიარებს, რომ მას პირდაპირ უკვეთავდნენ ხალხის ლიკვიდაციას, რომელთა საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს. ჟურნალიტები და პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და პროფკავშირების ბოსები, მაფიოზები და მეცნიერებიც კი — რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოკლავ, თუკი ამას მოითხოვს სახელმწიფოს უსაფრთხოება.

უმაღლესი დონის სპეციალისტი 

ბუნებრივია ამ “ბიზნესში” მარტო ვერაფერს გახდები. ჰოდჯესის უკან იდგა ოთხი კაცისაგან შემდგარი ოპერჯგუფი. ისინივე უზრუნველყოფდნენ ნორმანდის უსაფრთხობას და მყარ ალიბის მას შემდეგ, რაც მან მოკლა ერთადერთი ქალი მის კარიერაში. ეს ქალი იყო მერლინ მონრო.

რატომ მოკლეს მერლინი

ჰქონდა თუ არა CIA-ს მიზეზი მოეშორებინა ლეგენდარული მსახიობი? ჰქონდა და კიდევ როგორი! მერლინს, რომელიც ქუჩის კატის მორალით (იმდროინდელი შეფასება) გამოირჩეოდა, რომანი ჰქონდა არა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედისთან. მის ფავორიტებს შორის იყო ფიდელ კასტროც, რომელსაც სავარაუდოდ ის გადასცემდა საიდუმლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ ლოგიკით მერლინი უნდა მომკვდარიყო !