წინათგრძნობა სამოქალაქო ომისა

0
3396

ვინ გამოთქვა ევროპაში აზრი, წინ აღვუდგეთ მიგრანტებს

 

წინა წლის დასაწყისიდან, ევროპული ქვეყნების სასაზღვრო დასახლებებში, ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდებოდნენ მოხალისეთა რაზმები, რომელთა მიზანია გამოავლინოს შუა და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული საზღვრის უკანონოდ გადამკვეთნი. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციულმა ნაკადმა ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იკლო, მოხალისეებმა შეძლეს თავის გამოჩენა, რამოდენიმე ხმაურიანი აქციის შედეგად. ეგრედ წოდებული ბალკანური მარშუტის დახურვის შემდეგ მოხალისენი ჩაწყნარდნენ, მაგრამ სახლებში წასვლას არ ჩქარობდნენ.

პირველი ბარიერი

სერბეთის საზღვართან მდებარე, პატარა უნგრული ქალაქის აშოტ ტახალომის მერი ლასლო ტოროსკაი (2013 წლამდე ულტრა მემარჯვენე ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი) ევროპული პრესის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მისი წინამძღოლობით მაცხოვრებლებმა შექმნეს სპეციალური რაზმები უკანონოდ საზღვრის გადამკვეთ, ლტოლვილთა დასაჭერად. უკანასკნელი წარმატებული ოპერაციის შესახებ ქალაქის თავმა ანგარიში ჩააბარა Facebook-ში, იანვრის ბოლოს.

სხვათა შორის დიდების წუთები ტოროცკაისთვის წინა წლის ივნის-აგვისტოზე მოვიდა: ქალაქის თავმა თავის გვერდზე დადო სურათი, სადაც ერთი მოხალისეთაგანი დაკავებულთა ჯგუფის გვერდზე პოზირებდა. მინაწერი გვეუბნებოდა: “ავღანელები და პაკისტანელები შეეცადნენ გადმოეკვეთათ ჩვენი საზღვრები, მაგრამ ტყვედ იქნენ აყვანილნი, აშოტ ტახალონის მებრძოლთა მიერ.” ჩანაწერმა ბლოგში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ მას ყურადღება მიაქცია ორგანიზაცია Human Rights Watch – მა. “მიგრანტებს აიძულებენ დაბრუნდნენ სერბეთში, ხშირად მათ წინააღმდეგ იყენებენ უხეშ ძალას და ართმევენ საცხოვრებლის მიღების უფლებას” – ახშფოთებას გამოთქვამდნენ უფლებადამცველები, მაგრამ ქალაქის თავმა ამ შენიშვნაზე რეაგირება არ მოახდინა. ადმინისტრაციის სახელით მან გაეროს დააკისრა ჯარიმა ქალაქის შემოგარენის დაბინძურებისათვის. მტკიცებულების სახით მან ქსელში დადო მიგრანტების მიერ დატოვებული, ლტოლვილთა საქმეების მართვის სიმბოლოიანი ზურგ-ჩანთა. მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 500 ევრო.

მიიღო თუ არა ქალაქმა აღნიშნული თანხა უცნობია, სამაგიეროდ აშოტ ტახალომში არავინ მალავს იმას, რომ აღნიშნული მოძრაობის დაფინანსება მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის შეწირულობების ხარჯზე ხდება. “მე ავირჩიე ეს სამუშაო იმიტომ, რომ დავიცვა საკუთარი ხალხი და ჩემი სამშობლო უკანონო მასიური მიგრაციისაგან. მე არასოდეს თანავუგრძნობდი ლტოლვილებს, სწორედ, რომ პირიქით. ისინი არავის დაუპატიჟებია და მე, რომ მათ ადგილას ვიყო გაქცევის მაგივრად შევეცდებოდი პრობლემები მომეგვარებინა ჩემთან, სახლში.” – ახნა თავისი პოზიცია ერთ-ერთმა მოხალისე პატრულმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თებერვლის დასაწყისში ტოროცკაიმ მისცა ინტერვიუ, რომელშიც მოყვა თავისი ანტიმიგრაციული საქმიანობის რეზულტატების შესახებ. მისი სიტყვებით, ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო ადგილობრივი ტრადიციული წყობის შესანარჩუნებლად. ამასთან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მტკიცებით, დასახლებაში არიან მუსულმანები, მაგრამ ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებაში და არავის ხელს არ უშლიან. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ “მუსულმანური თემი” შედგება ორი ადამიანისაგან, რომლებმაც რაღატომღაც უარი თქვეს პრესასთან ურთიერთობაზე.

ადგილობრივი თემების ინიციატივა აიტაცა, გააფართოვა და აიყვანა სახელმწიფოებრივ დონეზე უნგრეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ. გადაწყვიტეს მიგრანტებზე მონადირეთა შეიარაღება საბრძოლო პისტოლეტებით და არალეტალური იარაღით – გაზის ბალონებითა და ხელკეტებით. მოხალისეთათვის შექმნეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. პროფესიონალურად მომზადებული მოხალისეების პირველი გამოშვება ამაწლის მაისში უნდა შედგეს.

შიპკის გმირები

ბულგარეთში “მოხალისე-მონადირეები” გაერთიანებული არიან ორ მსხვილ სტრუქტურაში: “ვასილი ლევსკის სამხედრო კავშირი” და ბულგარულ ნაციონალურ მოძრაობაში – “შიპკა”. ინფორმაციის თანახმად აქტიურ წევრთა რიცხვი 30 000 ადამიანს შეადგენს, ხოლო თურქეთ ბულგარეთის საზღვარზე მუდმივად მოპატრულეთა რიცხვი 800 ადამიანს.

თავიანთ მთავარ მიზნად ისინი ასახელებენ თავიანთი ქვეყნისა და ევროკავშირის საზღვრების დაცვას ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმფწიფოს” მებრძოლებისაგან , რომლებიც შეღწევას ცდილობენ ლტოლვილთა სახით. “ისინი მოდიან, ძალადობენ და ქურდობენ, შემდეგ კი უბრალოდ დასასვენებლად წვებიან. მუშაობა მათ არ უნდათ და ღიად აცხადებენ ამის შესახებ. ასე მთელი სისტემა ჩვენი კეთილდღეობისა დაინგრევა და ევროპა დაეცემა.” – აცხადებს ინტერვიუში “სამხედრო კავშირის” ხელმძღვანელი ვლადიმერ რუსოვი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბულგარელი მონადირეების უდავო ვარსკვლავს წარმოადგენს პეტარ ნიზამოვი, რომელმაც გასულ წელს, თავის ამხანაგებთან ერთად არალეგალების ჯგუფი შეაჩერა. მიგრანტები შეკრეს “ღორის კუდებით” (პლასტიკური ბორკილებით), თანაც მთელი პროცესი გადაიღეს ვიდეოზე და ინტერნეტში განათავსეს. ნიზამოვი, რომელიც ადრეც ვერ ეწყობოდა კანონიერებას, დაადანაშაულეს ადამიანების თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. მეორეს მხრივ ტელეარხ BTV-ს მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას მაყურებელთა 78% -მა მხარი დაუჭირა ნიზამოვის ჯგუფის მოქმედებებს.

მათი სახელიალეგიონი

თუკი უნგრეთსა და ბულგარეთში მიგრანტებზე მონადირეთა საზოგადოებების წარმოქმნა გამოიწვია ლტოლვილთა მიღების მოწინააღმდეგეთა რეფრექტორულმა რეაქციამ მიმდინარე პროცესებზე, ძველ ევროპაში მსგავსი რაზმები დიდი ხანია არსებობს.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მოქმედებს ულტრა მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობა Generation Identitaire – GI (“ინდენტურობის თაობა”). მისი მონაწილეები აწყობენ ანტიისლამურ და ანტიმიგრანტულ გამოსვლებს, მასალები ამის შესახებ ქვეყნდება ინტერნეტში. კერძოდ, თავიანთ გვერდზე Twitter-ში. 8 თებერვალს პარიზის განყოფილების აქტივისტები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ “საფრანგეთის ისლამურ ორგანიზაციათა კავშირის”, ქვეყნის უმსხვილესი მუსულმანური გაერთიანების, ფორუმის ჩატარებისათვის. გარდა ამისა, მოძრაობის მონაწილენი მოითხოვენ მუსულმანთა “დერადიკალიზაციის” ცენტრების დახურვას, რომლებიც იხსნებიან ქვეყნის მთავრობის პროგრამის თანახმად დევნილთა და ქვეყანაში მაცხოვრებელ ისლამის მიმდევართა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. “საფრანგეთში მათთვის უნდა აშენებდნენ ციხეებს და არა ცენტრებს” – დაწერა ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოწოდებებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობების გარდა აქტივისტები ემზადებიან ფიზიკური შეტაკებებისთვისაც. მოძრაობის საიტზე და Twitter-ის გვერდზე რეკლამირებულია სპორტული დარბაზები წვრთვნებისათვის, სადაც მხოლოდ “თავისებს” უშვებენ, ახალგაზრდებისათვის ეწყობა საზაფხულო საწვრთვნელი ბანაკები, სემინარები და მსგავსი ღონისძიებები. GI უკვე გავიდა საფრანგეთის ნაციონალურ საზღვრებს მიღმა: მოძრაობის განყოფილებები არსებობს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

არანაკლებ ცნობილია 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს ფინეთში წარმოქმნილი დაჯგუფება “ოდინის ჯარისკაცები”. მოძრაობის აქტივისტებმა ქალაქის ქუჩებში ორგანიზება გაუკეთეს ანტიმიგრანტულ პატრულებს. “ოდინის ჯარისკაცების” სამიანობას მხარი დაუჭირა სამთავრობო ნაციონალისტური პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ “ჭეშმარიტი ფინელები”, აგრეთვე ნაციონალური პოლიციის თავკაცმა სეპკო კელეხმაინენმა და ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილაიმ. გასული წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა ნორვეგიელი ოდინის ჯარსიკაცების გამოჩენის შესახებ. 2016 წლის აგვისტოში ბელგიის კონტრ-დაზვერვამ სამეფო არმიის სამხედრო მოსამსახურეთა შორის გამოავლინა ფლამანდიური ულტრა მემარჯვენე დაჯგუფების სულ ცოტა 4 წევრი.

ბელგიური განყოფილების დამფუძნებელმა, ვინმე დევიდ ბ. -მ ინტერვიუში განმარტა: გვიხარია კი ჩვენ, რომ ჩვენში გაჩნდა თავშესაფართა ბევრი ცენტრი? არც თუ ისე, მაგრამ ზუსტად ასე ფიქრობს ბელგიელთა უმრავლესობა. გვაქცევს თუ არა ეს ჩვენ ულტრა მემარჯვენეებად? არა.” სამეფოში დაჯგუფების გამოჩენამ სერიოზულად შეაშფოთა ხელისუფლება. “მათ ჯერ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ რაღაც მომენტში შესაძლოა საშიშნი გახდნენ”, – განმარტა ერთ-ერთმა ბელგიური პოლიციის ჩინოვნიკმა.

ხოლო “ჯარისკაცების” ესტონურმა განყოფილებამ პირდაპირ გასაკვირია, როგორ გააერთიანა, ლტოლვილთა წინააღმდეგ, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლება და ეთნიკური რუსები. “თუკი, რუსულენოვანები ესტონეთის პატრიოტები არიან, მას თავის სამშობლოდ თვლიან, მაშინ მათ საწინააღმდეგო არავის აქვს – კეთილი იყოს მათი მობრძანება. მხოლოდ ლტოლვილები ასეთები ვერ გახდებიან. მე დაახლოებით 15 წელიწადია ვცხოვრობ ფინეთში, მე ვნახე ემიგრანტთა ყველა ტალღა. ისინი არ იმუშავებენ. ფინეთში უკვე მეორე ტალღაა მიგრანტებისა სომალიდან, თითქმის არავინ არ მუშაობს.” – მოუყვა BBC – ს ესტონური უჯრედის დამაარსებელმა, ინდრეკ ოლმა. “ჯარისკაცები” სხვათა შორის ეწინააღმდეგებიან მათ დადანაშაულებას რასიზმსა და ქსენოფობიაში და აცხადებენ, რომ მოძრაობა შეიქმნა იმისთვის, რათა ევროპელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

მსგავსი ლოზუნგების წაკითხვა “ტამპლიერების საერთაშორისო ორდენის” საიტზეც შეიძლება, რომელიც “შიპკის” და “სამხედრო კავშირის” პარტნიორული ორგანიზაციაა. თანამედროვე რაინდები მონაწილეობენ თავიანთ “ჯვაროსნურ ლაშქრობებში”, კერძოდ იხმობენ დაინტერესებულებს აირჩიონ “თავიანთი მხარე” მომავალ ომში ისლამთან და მათი აზრით, გარდაუვალ სამოქალაქო ომში. ევროპულ ქვეყნებში არსებობს მრავალრიცხოვანი არმია ადამიანებსია, რომლებიც მზად არიან არა უბრალოდ დაეხმარონ ლტოლვილებს, არამედ შეიფარონ არალეგალები მისცენ მათ საცხოვრებელი, ფული და ყოველივე აუცილებელი ცხოვრებისათვის.

ამასთან ერთად, შეტაკებები ლტოლვილთა მიღების მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა შორისაც მიდმინარეობს. ავსტრიაში, გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში რეგულარულად ცეცხლს უკიდებენ ლტოლვილთათვის განკუთვნილ ცენტრებს. სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები კონფლიქტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასა და “ჩამოსულებს” შორის. რაში გადაიზრდება ეს შეხლა-შემოხლა, ამოცნობა შეუძლებელია.