ფრანგული მაფიის ინტერნაციონალი

0
3912

საფრანგეთში მინიმუმ 20 მსხვილი კრიმინალური, ტერორისტული, ეთნიკური დაჯგუფება მოქმედებს. ასეთ შედეგებს შეიცავს Police Judiciaire-ის კონფიდენციალური ანგარიში, რომელიც 2012 წელს ჟურნალისტთა ხელში მოხვდა. მას შემდეგ, საზოგადოებისთვის დამნაშავეთა და კლანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გახმაურებულა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიტუაცია ამ მხრივ მხოლოდ გაუარესდა. რაზე არიან სპეციალიზებულნი საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი განგსტერები, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან და როგორ “სამოქალაქო” ომებს აწარმოებენ ერთმანეთს შორის, ამას ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.

 

ბოშები” “შავებისწინააღმდეგ

მარსელი უკვე დიდი ხანია იქცა მეტოქე დაჯგუფებების შეტაკების არენად. საფრანგეთისა და მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის უმსხვილესი სავაჭრო პორტი წარმოგვიდგება ნარკოტიკების მთავარ ტრანზიტულ პუნქტად, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ლათუნური ამერიკიდან ევროპისკენ. ამ ლოგისტიკური ჯაჭვის კონტროლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი ევროა წელიწადში. ამ ფულადი დინების მოსაპოვებლად ომს ძირითადად მარსელის 2 დაჯგუფება: “ბოშები” და “შავები” აწარმოებენ. კონფლიქტი აქტიურ ფაზაში გადაიზარდა ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, “შავების” კლანის ერთ-ერთი წარმომადგენლის მკვლელობის შემდეგ, კომოროს კუნძულებიდან გამოსულების გაერთიანებით. მათ შენიშნეს ამ ანგარიშწორებაში “ციგნების” მეთაურის მონაწილეობა და განახორციელეს საპასუხო დარტყმა.  2009 წლის იანვარში 5 “ბოშების” კლანის წევრი დაცხრილეს ავტომატით: 3 გარდაიცვალა და 2 მძიმედ დაშავდა.

2012 წელს მარსელის ორი რაიონის – სადაც შეჩახებები ყველაზე ხშირად ხდებოდა – პრეფექტმა სამია გალიმ თავი ვერ შეიკავა და საჯაროდ მიმართა ქვეყნის მმართველებს მოთხოვნით, გამოეყებინათ სამხედრო ძალები მარსელის განგსტერებისგან გასაწმენდად. აქამდე საქმე არ მისულა, თითქოს ყველაფერი დამშვიდდა. თუმცაღა, შემდგომ ბანდიტთა საწინააღმდეგოდ ანთებული სპირალი უცებ ჩაქრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სროლების შესახებ თითქმის ყოველ კვირას იუწყებიან. პოლიციის მონაცემების თანახმად, ამ ომის მსხვერპლი მხოლოდ მიმდინარე წელს 20-ზე მეტი ადამიანია, ამდენივე დაიჭრა. გარჩევები და მკვლელობები დემონსტრაციულად ხდება – დადევნებებით და ავტომატიდან სროლებით. როგორც პოლიციელები ირწმუნებიან, “კალაშნიკოვის” გამოყენება მარსელის ბანდიტთათვის კარგ ტონად ითვლება.

ბალკანური მაფია

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მოქმედებს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ევროპაში იარაღის უკანონოდ ტარებასთან დაკავშირებით, ავტომატის მოპოვება, თუ იცი სად, პრობლემა სულაც არ არის. ბანდიტებს იარაღით ძირითადად ალბანური და სერბული კრიმინალური დაჯგუფებები ამარაგებენ. იუგოსლავიაში ომის შემდგომ უპატრონოდ დარჩა სამხედრო საწყობებიდან წამოღებული ასობით ათასი, თუ არა მილიონობით იარაღი. მოგების ნორმა ამ ბიზნესში 500 პროცენტამდეა. ბალკანეთის ქვეყნებში ჩინური წარმოების “კალაშნიკოვი” 450 ევრო ღირს, საფრანგეთში ის უკვე 2.5 ათასად იყიდება. სხვათა შორის, როგორც გამომძიებლები მიიჩნევენ, სწორედ ალბანელებმა, გერმანელი შუამავლების დახმარებით მიყიდეს ავტომატები იმ ტერორისტებს, რომლებმაც 2015 წლის ნოემბერში პარიზში ტერაქტი მოაწყვეს.

ალბანელ კრიმინალებს ფართო პროფილი აქვთ: პრესტიჟული მანქანების ქურდობა, სიგარეტის კონტრაბანდა, დოკუმენტების გაყალბება, არალეგალური ბორდელები, რეკეტი, ნარკოტიკები. ალბანურმა ბანდებმა საფრანგეთისა და ევროპის კრიმინალურ “ბაზარზე” შეღწევა ორი მიზეზის გამო შეძლეს. პირველ რიგში, როგორც პოლიცია ამბობს, ალბანელები განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩევიან. ისინი ესვრიან კონკურენტებს, ან პოტენციურ ოპონენტებს მიზეზით, თუ უმიზეზოდ, უბრალოდ დაშინებისთვისაც. ასევე, ისინი მხარდაჭერას იღებენ იტალიელი კოლეგებისგან, “Ndrangheta”-გან, დიდი ხანია ინარჩუნებს ფრანგულ Côte d’Azur-ს და სხვა სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებს.

კორსიკული მაფია

დიდი ხანია რაც კუნძულზე აყვავდა “კორსიკული კავშირი” Unione Corse – მაფიის სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს ყველა ადგილობრივ დაჯგუფებას. მთავარი ბიზნესი ნიუ-იორკში ჰეროინის ტრანსპორტირებაა. თუმცა ეს არხი ერთ დროს ჩაკეტილი იყო, ამიტომ რამდენიმე ბანდად დაიშალა. ჩრდილოეთის დანაშაულებრივ საზოგადოებას აკონტროლებს, რომანტიკული სახელწოდებით “ზღვის ნიავი”, კუნძულის სამხრეთ ნაწილს კი “მცირე ბარი” ხელმძღვანელობს.

ისინი დაკავებულნი იყვნენ რეკეტით, ძარცვით, კონტრაბანდით. გადადიოდნენ საფრანგეთის მატერიკის ნაწილზე, არბევდნენ და ჩადიოდნენ სხვა დანაშაულებს. კორსიკელებს ასევე ქირაობდნენ, როგორც ქილერებს “დიდი მიწიდან”.

კორსიკელ კლანებს შორის ნამდვილი ომი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი სიტუაციის გაურესების დროს, 2000-იან წლებში, სროლებისას, ორივე მხრიდან 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა. თუმცა, მოწინააღმდეგისთვის მხოლოდ სროლა, სულაც არ ითვლებოდა დიდ ვაჟკაცობად. ღირებული ამოცანის დახვეწილად შესრულება იყო. კერძოდ, რიტუალი სახელწოდებით  “ავტომობილის ბარბექიუ”: უკვე მოკლული მტრის გვამს დებდნენ მანქანის საბარგულში, რომელსაც შემდეგ წვავდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

30 წლის განმავლობაში, კორსიკელი კრიმინალების ომის მსხვერპლი 370 ადამიანი გახდა, მათ შორისაა ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციის თანამშრომლები და უბრალო მოქალაქეები, რომლებიც “არასწორ ადგილას, არასწორ დროს” აღმოჩნდნენ.

2012 წელს, სიტუაციამ კლანებს შორის ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ საქმეში პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ერო ჩაერია. მან განაცხადა, რომ ძალადობის დონემ კუნძულზე სრულიად მიუღებელ ნიშნულს მიაღწია და ბრძანა, რომ ორგანიზებული დანაშაულებათა ჯგუფების მიმართ ბრძოლა გაეძლიერებინათ. კონფლიქტის მწვავე ფაზა ლიკვიდირებულია, თუმცა იარაღით გარჩევები კუნძულზე პერიოდულად დღესაც მიმდინარეობს.

თუმცა, შეიცვალა ადგილობრივი ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფების საქმიანობის ბუნებაც. ახლა ისინი დაკავებულნი არიან უფრო მშვიდ, თუმცა გაცილებით მომგებიანი ბიზნესებით: ფულის გათეთრება, თაღლითობა უძრავ ქონებაზე (მათ შორის საზღვარგარეთ), მიწისქვეშა ტოტალიზატორები. არსებობს მტკიცებულებები, რომ კორსიკელები კარგად აკეთებენ ინვესტიციას ბუკმეიკერულ ოფისებში და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საფრანგეთში გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე.

ჩინური მაფია

Police Judiciaire-ის შეფასებით, აზიელები, განსაკუთრებით კი ჩინელები განსხვავდებიან დიდი იდუმალებით. საიდუმლო ოპერაციების ჩატარება მათ წინააღმდეგ თითქმის შეუძლებელია, მათ სტრუქტურაში შეღწევა არავის შეუძლია. თუმცა, არასრული მონაცემების მიხედვით, რომლებიც მაინც აღწევს პოლიციამდე, საფრანგეთში მათი ძირითადი ბიზნესის წარმოება ხდება ჩვეულებვრივი სახლების ქვეშ, რომლებიც მასაჟის სალონებადაა შენიღბული.

მსგავსი დაწესებულებები პოპულარულია პარიზსა და სხვა მსხვილ ქალაქებში. მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო ამ ნარკო-დაწესებულებების მუშაკებს ვერ მიედავებით – აზიელები ფიქტიურ ქორწინებაში შედიან მოხუც ფრანგებთან. პენსიონერი იღებს ფულს, ხოლო მასაჟისტი საცხოვრებელსა და მოქალაქეობას. კიდევ ერთი საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი ჩინელთათვის არის ყალბი პროდუქციის წარმოება ან კონტრაბანდა, რომელიც საკმაოდ გასავლიანია ტურისტულ ცენტრებში.

ქართული მაფია

საფრანგეთის ხელისუფლება ცალკე გამოყოფს “რუსულენოვან მაფიას”. ეს ტერმმინი ეხება ყველა ჯგუფს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან ემიგრირდნენ. მათ შორის განსაკუთრებულად საშიში ქართული მაფიაა. საქართველოდან ჩასულებმა საფრანგეთის მიწაზე გადაიტანეს კრიმინალური კავშირების მკაცრი იერარქიული სისტემა, შექმენს ფილიალების ფართო ქსელი მსხვილ ქალაქებში, აღინიშნენ სისხლიანი გარჩევებით. კერძოდ, 2011 წელს ნიცაში ქართველმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთისა და ჩეჩნეთის დიასპორებს, რომლებსაც იქ კრიმინალური ბიზნესი ჰქონდათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქართული ჯგუფები ძირითადად თაღლითობითა და გამომძალველობით არიან დაკავებულნი. არ წყვეტენ ძარცვასა და ქურდობას. მოპოვებული ფული ინვესტირებულია ლეგალურ კომპანიებში.

Police Judiciaire-ის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ წელს აღინიშნებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების ზრდა და აღორძინება, როგორებიცაა რუმინეთის, ბულგარეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ასე შემდეგ. ხელდაკრეფილები არც ადგილობრივი ბანდები ზიან. მაგალითად, ბოლო თვეებში ძალადობის შემთხვევები დაფიქსირებულია პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ერთმანეთს ორი არაბული დაჯგუფება შეეჯახა.

ამდენად, მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლება ერიდებოდა, რომ კრიმინალური დაჯგუფებებისთვის “მაფია” ეწოდებინა და საუბრობდა ფრანგულ დანაშაულებრივი ორგანიზაციების არარსებობაზე. შეიძლება ეს ასეცაა, თუმცა წარმატებით მოქმედებს ნამდვილი კრიმინალური ინტერნაციონალი.