მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უარყოფითი ტენდენციაა, ფუფუნების საგნების ბაზარი ზრდას განაგრძობს, მართალია არა ისეთი ტემპებით, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამერიკელი ანალიტიკოსები ხედავენ ერთადერთ საშუალებას კვლავ აამუშავონ ულტრაძვირფასი საქონლის ბაზარი, მოიზიდონ რა ახალი მყიდველები მაღალი შემოსავლების მქონე Y თაობიდან.
მიუხედავად ყველაფრისა, მოთხოვნა ფუფუნების საგნებზე მაინც არის, თუმცა ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს დასკვნა ეფუძნება სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთაც თითქმის ყველა ექსპერტი და ანალიტიკოსი ეთანხმება. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ მსგავს პროდუქციაზე მოთხოვნა წელიწადში 10-15 პროცენტს შეადგენდა, თუმცა ახლანდელი ოპტიმისტური მაჩვენებლები მხოლოდ 3-5 პროცენტიან ზრდას გვიჩვენებენ.
შეხედეთ ვინ წავიდა
ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია Boston Consulting Group-მა გააკეთა მოხსენება, რომელიც Luxury Marketing Council-ის წევრების მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინონ. ეს საბჭო აერთიანებს ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებს, როგორებიცაა Gucci, Rolls-Royce, Breguet და სხვა. მოხსენებაში აღინიშნა შემაშფოთებელი სიმპტომი, ფუფუნების ბაზარი დატოვეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთა ოჯახის მთლიანი შემოსავალი 250-300 ათასი დოლარი იყო, თუმცა ექსპერტებმა დამაიმედებელი ტენდენციებიც გამოავლინეს.
ამდენად, ყველაზე სწრაფად მზარდი ფუფუნების საგნების სექტორის მომხმარებელი გახდა Y თაობა, მსხვილი ფინანსური მდგომარეობით (ultra-high-net-worth, UHNW). UHNW-ში შედიან ის ადამიანები, რომელთა მუდმივი შემოსავალი ყოველწლიურად არანაკლებ 30 მილიონი დოლარია. ეს სუპერ მდიდარი დემოგრაფიული ჯგუფი დაიბადა 1980-1990 წლებში და გახდა ფუფუნების საგნების ბაზრის ხერხემალი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შემოსავლის ბარიერი 20 მილიონ დოლარამდეც შეიძლება ჩამოიწიოს. მათი აზრით, 2022 წლისთვი, ასეთი ადამიანების რაოდენობა, გაიზრდება და ისინი თავისი შემოსავლების 80%-ს ფუფუნების საგნების ყიდვაში დახარჯავენ.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი 5 მილიონ დოლარს არ აჭარბებს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. მათი ზრდის ტემპი დაახლოებით 4 პროცენტზე მეტი არ იქნება. “ფუფუნების საგნების ბაზარის მოძრაობა შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში პირამიდის წვერზე იქნება, ხოლო ამბიციური მომხმარებელი მცირე შემოსავლებით დაიკავებენ უკანა ადგილს. საჭიროა გავიაზროთ, რომ ახალი ჩინეთი არ არის მოსალოდნელი” – განაცხადა თავის გამოსვლაში Boston Consulting Group-ის მმართველმა დირექტორმა რობინ მიტჩელმა.
ბრენდის გაყიდვების გასაზრდელად საჭიროა მოიზიდოთ სუპერ მდიდარი ახალგაზრდა მომხმარებლები, არ მისცეთ მათ უფლება, გადავიდნენ “ხელმისაწვდომ” ფუფუნების საგნების ბაზარზე. ანალიტიკოსების აზრით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფუფუნების საგნების მწარმოებლები ეყრდნობოდნენ არსებულ კლიენტურას და საკმარის ყურადღებას არ უთმობდნენ ახალ მომხმარებლებს UHNW თაობიდან. თუმცა, ამ სტრატეგიას აქვს თავისი საფუძველი, რადგან იგი უზრუნველყოფს ინვესტიციებზე მაღალ უკუგებას მომხმარებლის მოზიდვით, მაგრამ მის გამო, დიდი რაოდენობით პოტენციური კლიენტები გადადიან “ხელმისაწვდომი” ფუფუნების საგნების სეგმნეტზე, ძვირფას საგნებზე, რომლებიც არ არის ექსკლუზიური და უკავშირდება მასობრივი-მარკეტის პრემიალურ თემას.
ახლადგამდიდრებული UHNW-ის მსგავსი არჩევანი დაკავშირებულია სტრატეგიის უკმაროსობასთან, მიიზიდოს ისინი “ნამდვილი” ფუფუნების საგნების მოხმარებისკენ.
ანალიკიტოსების აზრით, ახალგაზრდა მილიონერები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ დახარჯონ უფრო მეტი არა რაოდენობაზე, არამედ ფუნდამეტურად განსხვავებული დონის ხარისხის ბრენდებზე. თუმცა, ახალ სიტუაციაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ფუფუნების საგნების ბაზარი, გადარჩენისა და ზრდის ერთადერთი საშუალებაა ამ კატეგორიის მომხმარებლის მიზიდვისთვის აქტიური სამუშაოები ჩატარდეს.
ოქროს მილიარდები
მოხსენების თანახმად,დღესდღეობით, ფუფუნების საგნების გლობალური ბაზარი დაახლოებით ტრილიონ დოლარს იზიდავს. ფუფუნების საგნების პერსონალური მოხმარების პროდუქტზე ყოველწლიურად 355 მილიარდი დოლარი იხარჯება. აქედან 141 მილიარდი საათებსა და სამკაულებზე მოდის, 85 მილიარდი აქსესუარებზე, 77 მილიარდი ტანსაცმელზე, ხოლო 51 მილიარდი პარფიუმერიასა და კოსმეტიკაზე.
ე.წ “ემპირიული” ფუფუნების საგნების მომხმარებელთა დანახარჯი წელიწადში 574 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელთაგან 439 მილიარდი სასტუმროებსა და მოგზაურობაში იხარჯება, ხოლო დარჩენილიდან 76 მილიარდი საკვებზე, 59 კი ავეჯზე. საინტერესოა, რომ სუპერ მდიდარი ადამიანები მაღალტექნოლოგიურ ნივთებზე მხოლოდ 321 მილიონ დოლარს ხარჯავენ, რაც გაცილებით ნაკლებია ფუფუნების სხვა საგნებთან შედარებით.
წელიწადში 445 მილიარდი იახტებსა და ავტომობილებზე იხარჯება. ანგარშში არ შედის ხარჯები უძრავი ქონების ყიდვასა და გაქირავებაზე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფუფუნების საგნების მოხმარება შემცირდება ისეთ განვითარებად ბაზრებზე, როგორებიცაა მაგალითად ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. თუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ამ რეგიონში 35 პროცენტიანი ზრდა მიმდინარეობდა, ახლა 2026 წლამდე ზრდის ტემპი წელიწადში 10 პროცენტით შემცირდება.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით 10 ფუფუნების საგნიდან 6 ციფრული მედიის გავლენით არის შეძენილი. ბლოგებმა და სოციალურმა ქსელებმა დიდწილად ჩაანაცვლეს ჟურნალის პრიალა ფურცლები, როგორც ყურადღების მიღწევის საშუალებებმა, პოტენციურმა კლიენტმა იყიდოს ზუსტად ის ან სხვა ბრენდი.