მრავალცოლიანობა ალბათ არავის არ გაგაოცებთ, მაგრამ რას იტყვით მრავალქმრიანობაზე?
რას ამბობენ ანთროპოლოგები
თუ ჰკითხავთ ანტროპოლოგებს, თუ რამდენად ბუნებრივია ქალისთვის პოლიგამია (ან მეცნიერულად პოლიანდრია), ისინი მოგიყვანენ ტიბეტის მაგალითს, სადაც ეს რეალურად ხდება და თან გეტყვიან, რომ მთელი მსოფლიო ამას ანომალიად მიიჩნევს. პოლიანდრიის გამოვლინება ხალხში ძალიან იშვიათია, წინაპრებისთვისაც კი ეს რთულად მისაღები იყო.
თუმცა ბოლო ხანს გამოჩნდა საწინააღმდეგო აზრი. მისურის უნივერსიტეტის ანთროპოლოგებმა დაითვალეს დაახლოებით 53 ერი, რომელთა სოციალური ურთიერთობები პოლიანდრიაზეა დაფუძნებული. (ანუ როცა ქალს, სრული ოჯახური ურთიერთოები აქვს ერთ, ან რამდენიმე ქმართან).
უფრო მეტიც, ქორწინების ასეთი ფრომა დამოკიდებული არ არის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე. ის გვხვდება, როგორც შორეულ ჩრდილოეთში, ასევე თბილ ქვეყნებში – ტიბეტსა და სამხრეთ ინდოეთში.
მატრიარქატი
პოლიანდრიის ფესვები მატრიარქატში უნდა ვეძებოთ, რომლის მიხედვითაც ოჯახის ფორმირება ქალის გარშემო ხდება და ქალი წარმოადგენს მთავარ ძალას საზოგადოებაში. მატრიარქალური წესრიგი, ჰიპოთეტიურად, აყვავდა მიწათმოქმედების ადრეული ეტაპების დროს, როდესაც ჯერ კიდევ თოხი გამოიყენებოდა. მისი წარმოშობა დაკავშირებულია შემგროვებლობის მთავარ როლთან ცალკეულ ადრეული პერიოდის საზოგადოებებში, რაც ქალის საქმე იყო პირველყოფილ თემურ წყობილებაში, განსხვავებით მამაკაცის – როგორც მონადირის როლისაგან.
ამ ჰიპოთეზის მხარდამჭერები ეფუძვნებიან დედა-ქალღმერთის კულტურას, ასევე მრავალრიცხოვან ქანდაკებებს პალეოლითის და ძველი მსოფლიოს ხანიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეთნოგრაფები აღიარებენ ისეთი ერების არსებობას, სადაც უფრო მამაკაცებს უწევთ ემანსიპაციისთვის ბრძოლა, მაგალითად, ჩინური ერი მასო, ან ინდური “კჰასი”, ოფიციალურად მეცნიერება უარყოფს მატრიარქატის იდეას, როგორც ცალკე ეტაპს ადამიანის განვითარებისა.
ადაპტაცია
ქორწინება ნებისმიერი ფორმით ეს არის მცდელობა, მოერგო იმ გარემოს სადაც იმყოფები. გამონაკლისი არც პოლიანდრიაა. ეს გვხვდება ისეთ ერებში, სადაც ამ ფორმით კოჰაბიტაციამ უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეიძლება მოუტანოს ყველა წევრს. ის გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდული ბუნებრივი რესურსებია, მაგალითად ჰიმალაიში, რაც ხელს უწყობს შეზღუდოს მოსახლეობის ზრდა და ბავშთა სიკვდილიანობა.
ქორწინება ორი ძმის ერთ ქალთან (ფრატერნალური პოლიანდრია), ოჯახს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს გაყოფა. ევროპაში, თავის დროზე, მემკვიდრეობის პრობლემა სხვაგვარად მოგვარდა, გამოიცა მატრიმონიალური კანონი, რომლის მიხედვითაც, მთლიანი ქონება ასაკით უფროს, პირველ შვილს გადაეცემოდა.
პოლიანდრიის გავრცელების მეორე მიზეზი გენდერული დისბალანსიც იყო. მაგალითად, ინდოეთში ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ქალიშვილების დაბადების მიმართ, ხშირმა აბორტებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ მშვენიერი სქესი უბრალოდ აღარ იყო საკმარისი, რის გამოც ზოგიერთ სოფელში მამაკაცები იძულებულნი იყვნენ გაეზიარებინათ ერთი ქალი.
არიან ქალები მონოგამები?
მიღებულია ვიფიქროთ, რომ კაცი შეიძლება პოლიგამი იყოს, ხოლო ქალი აუცილებლად მონოგამი. ასეთი აზრი გამოწვეულია საზოგადოებრივი ნორმებით, თუმცა არა ბუნებრივით ჩვენი მოდგმისთვის.
ფსიქოლოგ კრისტოფერ რაიანის თქმით, ადამიანს შეუძლია იყოს მონოგამიური, მხოლოდ თავისი არჩევანით. ამას გარდა, მეცნიერის აზრით: “იყო ვეგეტარიანელი, არ ნიშნავს, არ გიყვარდეს ხორცი”. ასე რომ, ერთი პარტნიორის არჩევა არ გულისხმობს იმას, რომ ქალი თუ კაცი არასდროს შეხედავს სხვას.
რაც შეეხება მონოგამიას ბუნებაში, ის ახასიათებთ ძირითადად ჩიტებს. ძუძუმწოვრებში, მხოლოდ 3-5% იჩენს ერთგულებას პარტნიორის მიმართ, მაგალითად მგლები.
ორი მამა
როგორ უნდა მოგვარდეს პოლიანდრიულ საზოგადოებაში მამობის აღიარების საკითხი? მაგალითად განვიხილოთ ბარის ტომის შემთხვევა ვენესუელაში. მეცნიერმა სტეფან ბეკერმანმა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან გამოავლინა ეგრედ წოდებული “პოლიმამობა” ანუ მრავალმამობის შემთხვევა. ბავშვის მამად ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი ითვლებოდა. ზოგიერთ კულტურაში ეს დაკავშირებულია იმ რწმენასთან, რომ რამდენიმე მამაკაცის თესლმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთი ნაყოფის ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში, ასეთ უცნაურ მოწყობას აქვს თავისი პლიუსებიც. ბავშვს, რომელსაც ორი მამა ჰყავს, უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩენის და წარმატების მიღწევის, ვიდრე მას ვისაც ერთი ჰყავს.
პოლიანდრია დღეს
მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ადგილი, სადაც პოლიანდრია არა მხოლოდ არსებობს, არამედ ოფიციალურად კანონიერიცაა. ასეთი წესი არის ტიბეტში, ნიგერიაში, პოლინეზიასა და ინდოეთის რამდენიმე რაიონში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა 21 წლის რაჯო ვერნის ისტორია, რომელიც იმ ინდური სოფლიდან იყო, სადაც მრავალქმრიანი პოლიანდრია იყო გავრცელებული. თუ გოგონა თხოვდებოდა, ის ყველა ძმის ცოლი უნდა ყოფილიყო. რაჯოს “გაუმართლა”, მას ხუთი ლეგიტიმური ქმარი ჰყავს.
ავტორი: ნანა ახალაია