მომავალი რეფერენდუმები და არჩევნები ევროკავშირის სახელმწიფოებში, შესაძლოა “მემარჯვენე” შემობრუნებად მოგვევლინოს.
გლობალიზაციის შიში – მთავარი მიზეზია იმისა თუ, რატომ არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქენი სიმპატიებით განწყობილნი მემარჯვენე-პოპულისტური პარტიებისა და მათი პროგრამების მიმართ. ეს გერმანული ცენტრის Berteslmann Foundation – ის გამოკვლევებმა აჩვენა. ამასთან, ყველაზე დიდი წინსვლა მარჯვნისაკენ ავსტრიასა და საფრანგეთში განხორციელდა. რეიტინგში მომდევნო: იტალია, ჰოლანდია და გერმანიაა. 4 დეკემბერს ავსტრიაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვების უმეტესი შანსი აქვს კანდიდატს მემარჯვენე პარტიიდან – ნორბერ ხოფერს, ამ დროს იტალიაში ჩატარდება რეფერენდუმი კონსტიტუციური რეფორმის შესახებ, რომლის მარცხმაც შეიძლება პრემიარ-მინისტრ მატერო რენცის პოსტზე დარჩენა და მემარჯვენე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ პოზიციების გაძლიერება გამოიწვიოს.
Bertelsmann Foundation – ის მიმდინარე გამოკვლევების მიხედვით, ავსტრიის მოქალაქეთა 55% გლობალიზაციაში საშიშროებას ხედავს, რაც აიძულებს მათ ზურგი შეაქციონ მეინსტრიმულ პარტიებს. ეს ფაქტორი წინასაარჩევნოდ დამატებით უპირატესობას ანიჭებს ნორბერ ხოფერს. საფრანგეთში გლობალიზაციას მოსახლეობის 54% უფრთხის, რომელი ფაქტორის გამოყენების წინააღმდეგიც არაა „ნაციონალური ფრონტი“ მარინ ლე პენის მეთაურობით. ამასთან რესპუბლიკური პარტიის Primaries – ში გამარჯვებული ფრანსუა ფიონი, უკვე ფაქტიურად ჩაეწერა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ ფავორიტებში, რასაც დამატებით ადასტურებს ის, რომ ევროპაში მემარჯვენენი და კონსერვატორები აგროვებენ ქულებს.
გერტ ვილდერსის, ნიდერლანდების (სადაც 2017 წლის მარტში ასევე გაიმართება პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები) თავისუფლების პარტიის ლიდერის აზრით, ევროკავშირის ინტეგრაციულმა პოლიტიკამ გამოიწვია მიგრაციული კრიზისი და უსაფრთხოების პრობლემების გამძაფრება. ინტეგრაციის სამომავლო გაძლიერება გამოიწვევს სირთულეების ახალ ნაკადს, რომელსაც ბრიუსელის პოლიტიკა წარმოშობს.
ელიტას არ სურს ამ ფაქტის აღიარება. ამიტომ მისი ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა, მაგალითად მარიო დრაგი (ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი) პოლიტიკას – ჯანსაღი აზრით პოპულისტებს ეძახიან. თუმცა უმჯობესი იქნებოდა მან საკუთარ თავს დაუსვას კითხვა თუ, რატომ იხვეჭენ პოპულისტები პოპულარობას. განგიმარტავთ: იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ევროკავშირის ელიტით. ჩვენ არ გვჭირდება სამომავლო ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნოდეს ისევ ჩვენ. ჩვენ აღარ გვინდა, რომ ჩვენივე ქვეყანა იმართებოდეს ბრიუსელიდან. ამისათვის აუცილებელია საზღვრების ჩაკეტვა. ევროპული პოლიტიკური ინტეგრაცია იქცა კატასტროფად, რომელიც უკონტროლოდ კარს უღებს მასიურ მიგრაციას, არღვევს ნაციონალურ სუვერენიტეტს, მიაქვს ჩვენი გადასახადები. ჩემი პარტია გთავაზობთ მივყვეთ დიდი ბრიტანეთის მაგალითს. ჩვენ გვინდა გავნთავისუფლდეთ ევროკავშირისგან“ – ხაზგასმით ბრაძანა გერტ ვილდერსმა.. მისი სიტყვების მიხედვით მემარჯვენეთა ძალების მთავარი აღზევება ჯერ კიდევ წინ არის, რამდენადაც ბევრისთვის აშკარა ხდება, რომ ამჟამინდელი ელიტის პოლიტიკამ ევროკავშირის ქვეყნებში გამოიწვია დიდი კრიზისი, რომლიდანაც, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად თავის დაღწევა.
-დასავლეთი ამჟამად „პატრიოტული გაზაფხულის“ გაღვივების პროცესშია. ის რაც ხდებოდა მემარჯვენე ძალებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ დასაწყისია. 2016 წელი ბრექსიტისა და დონალდ ტრამპის წელიწადად მოგვევლინა. 2017- იქნება „დემოკრატიული რევოლუციის“ წელიწადი ნიდერლადებისთვის, საფრანგეთისა და გერმანიისთვის. ამ ქვეყნებში ხალხს სურს დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ სახელმწიფოზე, სუვერენიტეტზე, საზღვარზე, ფულსა და მომავალზე – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მარჯვნისაკენ შემობრუნებას მალე შეიძლება იტალიაც შეეჭიდოს. იქ 4 დეკემბერს შედგება რეფერენდუმი კონსტიტუციური რეფორმის შესახებ, რომელიც გვთავაზობს ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის, პარლამენტიდან მთავრობისათვის გადაცემას. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, პრემიერ რენცის ინიციატივა, დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება, რაც თითქმის უეჭველად მის გადადგომას ნიშნავს. განთავისუფლებული პოსტის დაკავების სურვილი უკვე გამოთქვეს „ ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში“. ამას გარდა, არ ღირს სათვალავიდან «ჩრდილოეთის ლიგის“ ამოღება, რომელიც ნელ-ნელა იხვეჭს პოპულარბას.
-მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ევროპის მოქალაქეთა ინტერესები ვერ შეედრება ევროკავშირისა და მსხვილი ბანკების ინტერესებს. ევროკავშირი ახორციელებს გიჟურ პოლიტიკას ყველა მიგრანტის მისაღებად და არა მხოლოდ მათ, ვისაც აქვს თავშესაფრის მიღების უფლება. რა თქმა უნდა, ლტოლვილების მხარდაჭერა სწორია, მაგრამ არა ყველა მიგრანტის, – განმარტავს ევროპაში მემარჯვენე ძალების ამაღლების მიზეზებს „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი, მატეო სალვინი. რომელ სამომავლო ინტეგრაციებზეა საუბარი? ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროკავშირი, ჩვენს ქვეყნებში მმართველი ხელისუფლების შემადგენლობის შეცვლით.
მატეო სალივანი თვლის, რომ ახლა არც თუ ისე მიზანშეწონილია პარტიების ცალსახოვნად მემარჯვენეებად და მემარცხენეებად დაყოფა, რადგანაც არსებოს ორი ამჟამინდელი – ბევრად უფრო მსხვილი ბანაკი. ერთი მათგანი მიგრანტების მომხრეა, არ იცავს ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს, მხარს უჭერს არატრადიციულ ქორწინებებს, არ იცის, როგორ ებრძოლოს უმუშევრობას და ახორციელებს დამანგრეველ შიდა პოლიტიკას.
მეორეს მხრივ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც იცავს იდენტურობასა და ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და ოჯახს. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ მსხივლი ბანკებისა და უფლება-მოსილი წრეების ინტერესებზე. შტატებშიც კი შეიცვლა პოლიტიკური განწყობა, ნოემბერში, ელიტის გლობალისტურმა განწყობილობამ, არჩევნებზე მარცხი განიცადა. ახლა დროა ევროპაშიც შეიცვალოს სიტუაცია, – დაამატა მატეო სალივანიმ.
მემარჯვენეები ძალებს გერმანიაშიც იხვეჭენ. იქ მოქმედ ელიტას, შეუძლია ძველებურად დაეყდნოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას. თუმცა მარჯვნივ შემობრუნების პროცესი უკვე დაიწყო და ამის მთავარი დასტურია – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (ა.გ.) -ს აღზევება, რომელიც ბოლო შეფასებებით, 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში აიღებს ხმების არანაკლებ 15%-ს. თუკი ა.გ.-ს პოპულარობის ზრდის დინამიკა ასეთივე დარჩა, მაშინ გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ შეიძლება დიდი სიჩქარით დაიწყოს მარჯვნისაკენ მოძრაობა.
-გადავხედოთ და შევაჯამოთ კანცლერ ანგელა მერკერის მმართველობა: განახლებადი ენერგო-წყაროების გამოყენებამ გამოიწვია ელექტროენერგიის ფასის გაზრდა, ევროზონაში კრიზისზე საპასუხო დახმარება კი შეეწინაღმდეგა ევროკავშირის ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპებს, შეურაცყოფამ დონალდ ტრამპის მიმართულებით შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობა, შტატების ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობებში. საბოლოოდ კი არ შეიძლება არ აღინიშნოს ანტაგონიზმი რუსეთთან ურთიერთობაში. მერკელი – ხორცშესხმაა ყველაფერ იმისა, რის წინააღმდეგაც ა.გ. გამოდის. ჩვენ გვინდა, რომ ის სასწრაფოდ წავიდეს. ევროკავშირის ფედერალურ სახელმწიფოდ ქცევის პრობლემა ვერ წყდება და ახლა ჩვენ უნდა ვიფიქიროთ თუ, როგორ მივაღწიოთ ნაციონალური სუვერენიტეტის აღდგენას, – ამბობს ევროპარლამენტარი ფონ შტროხი ა.გ. – დან.