თანამედროვე რუსეთის მდგომარეობა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს შეიძლება შევადაროთ. ეკონომიკის ტექნოლოგიურ ჩამორჩენას თან ახლავს თავდაცვის მხრივ არაპროპორციული ინვესტიციები, რომლებიც განვითარების შესაძლებლობას “ჭამენ”. საბჭოთა კავშირი სუსტი არმიისა და KGB-ს გამო არ დანგრეულა, არამედ არაეფექტური ეკონომიკური მოდელის გამო. ჭარბი რაოდენობით წარმოებული იარაღი, საბოლოოდ აღარავის დასჭირდა.
ეკონომიკის არაეფექტურობა დღესაც მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთისთვის. მრეწველობა, მათ შორის სამხედრო, 40-50% ქვეყანაში იმპორტირებულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული.
რუსეთში დღეს გაცილებით ნაკლებია გეოპოლიტიკური და სამხედრო რისკი, ვიდრე ტექნოლოგიური და სოციალური განვითარების ჩამორჩენა. ბავშვთა სიკვდილიანობა ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე მეზობელ ფინეთსა, თუ მიმდებარე ჩეხეთში. თუ ამას ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეალურად უნდა გაუმკლავდება, ის რისკავს საბჭოთა კავშირის ბედი გაიზიაროს. დეცენტალიზაციის რისკი, რომელიც СССР-ის წინაშე იდგა, დღეს რუსეთისთვისაც აქტუალურია, მათ განეიტრალებისთვის საჭიროა “სამრეწველო და სოციალურ ჩამორჩენილობაზე ფოკუსირება”.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ იმ პოტენციალს, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, ათწლეულების განმავლობაში შეიძლება უზრუნველყოს, რომ ქვეყანას საფრთხე არ დაემუქროს. ასე რომ, დღეს სამხედრო რისკი მინიმალურია. თუმცა, რაც დღეს გეოპოლიტიკურ არენაზე ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი თამაშია, რადგან არც ერთ სხვა ქვეყნას არ სურს რუსეთთან გლობალური კავშირი.
კარიზისიდან გამოსასვლელად და მომავლის უზრუნველსაყოფად, რუსეთი მზად უნდა იყოს “უპასუხოს მეოთხე სამრეწველო რევოლუციას”, ამისთვის კი საჭიროა ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ფედერალური ბიუჯეტის 16.33 ტრილიონი რუბლიდან 5.04 (30%) თავდაცვასა და სამართალდამცავ ორგანოებზე იხარჯება, აქედან 2 ტრილიონი რუბლის გახარჯვა საიდუმლოა.
საგანმანათლებლო ხარჯები 8-ჯერ ნაკლებია და 628,7 მილიარდ რუბლს შეადგენს, ჯანდაცვაზე კი 10-ჯერ ნაკლები 549 მილიარდი რუბლი იხარჯება.
ოქტომბერში, 2016 წლის ბიუჯეტს გადახედეს, თავდაცვის ხარჯები საიდუმლო ხარჯების გამო 800 მილიარდი რუბლით გაიზარდა, რის გამოც კვარტლში ეკონომიკის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ფაქტობრივად ჩამოიშალა. ხარჯები განათლებასა და ჯანდაცვაზე კი 58 მილიარდი რუბლით შემცირდა.