დიდებული და საშინელი

0
3121

როკფელერების დინასტის დამფუძნებელი ჯონი მოტოციკლეტით მიდიოდა: ის სავარაუდოდ ოცნებობდა, რომ გამოემუშავებინა მილიონი დოლარი და ეცხოვრა ას წლამდე. ის გახდა მილიარდელი, თუმცა იცხოვრა 97 წელი. მისი არანაკლებ გავლენიანი შთამომავალი დევიდ როკფელერი ბაბუის დანაბარებს ასრულებდა: 2017 წლის 20 მარტს 101 წლის ასაკში ის თავის სახლში ძილში გარდაიცვალა. მისი ქონებრივი მდგომარეობა სამ მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ როკფელერი მდიდარ ადამიანთა სიაში მოწინავე ადგილს არ იკავებდა (ის Forbes-ის მიხედვით 581-ე ადგილს იკავებდა), მის გარშემო მუდმივად ყველაზე დაუჯერებელი ჭორები ტრიალებდა. მას მიაწერენ თითქმის მთელი მსოფლიოს მართვას საიდუმლო ორგანიზაციის საშუალებით, რომელიც მდიდარი მიმდევრებისგან შედგებოდა – მსოფლიო მმართველობა. ეს ჭორები შემთხვევით არ წარმოიშვა. დევიდი გლობალიზაციის აქტიური მხარდამჭერი იყო და საკმაო ძალისხმევას იყენებდა იმისთვის, რომ რთული საერთაშორისო პროცესები უფრო მართვადი გაეხადა.

“მისი სტატუსი უფრო მაღალი იყო, ვიდრე რომელიმე კორპორატიული ტიტული. მისი გავლენა იგრძნობოდა ვაშინგტონსა და სხვა საზღვარგარეთულ ქალაქებშიც, ნიუ-იორკის მერიის დერეფნებში, ხელოვნების მუზეუმებში, დიდ უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში” – დაწერა The New York Times-მა მისი სიკვდილის შემდეგ.

მან მიიღო შესანიშნავი განათლება: 1936 წელს დაამთავრა ჰარვარდი, სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში, დაიცვა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში. მუშაობდა ეკონომიკის მინისტრად ნიუ-იორკის მერთან ფიორელო ლა გარდიასთან, გამოიარა მეორე მსოფლიო ომი (მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკასა და საფრანგეთში) და დაუბრუნდა ოჯახურ საქმეებს. 196-დან 1981 წლმადე ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან ფინანსურ კორპოტაციას Chase Manhattan Bank (ახლა მას ეწოდება JPMorgan Chase, მისმა აქტივებმა კი ტრილიონ დოლარს გადააჭარბა).
თუმცა როდესაც საუბარია ნებისმიერზე როკფელერების ოჯახიდან, საინტერესოა არა მხოლოდ ჩანაწერები ბიოგრაფიიდან, არამედ რეალური მცდელობები, შეეცვალა მთელი მსოგლიოს წესები.


დევიდ როკფელერი იყო დახურული ბილდერბერგის კლუბის წევრი და ესწრებოდა მის დახურულ შეხვედრებს 1954 წლიდან. სწორედ ბილდერბერგის კლუბში ბევრი მსოფლიო მმართველობას ხედავს. ყოველწლიურ შეხვედრაზე გავლენიანი ადამიანები (მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ცნობილი ექსპერტები, მსხვილი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები) განიხილავენ პრობლემეს გლობალური მასშტაბით, ცდილობენ იპოვონ საერთო გადაწყვეტილება. დევიდს, გამოჩენილ გლობალისტს, არ შეეძლო არ ყოფილიყო კლუბის წევრი.
1970 წელს ის ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა საბჭორს – კერძო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. 1973 წელს მან დაარსა სამმხრივი კომისია. შეთქმულების მიმდევრები ამ ორგანიზაციასაც ხშირად ანიჭებდნენ მსოფლიო მთავრობის სტატუსს. კომისიის დეკლარირებული ამოცანა ამერიკის, ევროპისა და იაპონიის ხელისუფლებისთვის კონსულტაციის გაწევა იყო. რა თქმა უნდა, გლობალურ საკითხებზე. საინტერესოა ორგანიზაციის სამუშაო დასახელება, რომელიც როკფელერმა მოიფიქრა: საერთაშორისო კომისია მშვიდობასა და კეთილდღეობის საკითხებში.
ბილდერბერგის კლუბი, საგარეო ურთიერთობათა საბჭო და სამმხრივი კომისია ახლაც აერთიანებს მთელი პლანეტის გავლენიან გლობალისტებს.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში დევიდ როკფელერი შეხვდა მრავალ პოლიტიკოსს. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნიკიტა ხრუშევთან, ალექსეი კოსიგინთან, მიხეილ გორბაჩოვთან, იური ლუჟკოვთან, ფიდელ კასტროსთან, ანვარ სადამთან და სხვა მრავალთან. როკფელერის საერთაშორისო ვიზიტების დეტალები უცნობია, თუმცა შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი ეხებიდა მისთვის მნიშვნელოვან საკითხს, როგორ გავაერთიანოთ მსოფლიო და გავხადოთ ის უფრო მეტად პროგნოზირებადი.

თავის მემუარებში როკფელერმა პასუხი გასცა შეთქმულების თეორეტიკოსებს. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც “იდეოლოგიური ექსტრემისტები” მის ოჯახს ადანაშაულებენ “ყოვლისმომცველ და მუქარის შემველ გავლენაში” ამერიკაზე, წერს იგი. ვიღაცას სჯერავს, რომ დინასტია საიდუმლო ჯგუფის წევრია, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და არის უცნობი “ინტერნაციონალისტების” ხელში. “ვითომ ჩვენ შეთქმულება მოვაწყვეთ პლანეტის სხვა ძალებთან, რათა ავაშებით გლობალურ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრირებული სტურქტურა, უფრო სწორედ ერთი მსოფლიო. თუ ჩვენ ამაში გვადანაშაულებენ, მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და მე ამით ვამაყობ”. – განმარტა როკფელერმა.

ფაქტობრივად, მილიარდელმა განაცხადა, რომ არავითარი მსოფლიო მმართველობა არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით თავისი ღრმა მწუხარება გამოთქვა. პლანეტას სჭირდება მეტ-ნაკლებად ერთანი მმართველობა, რათა კაცობრიობამ განაგრძოს ნორმალურად განვითარება – ამ აზრზე ყურადღება გაამახვილა დევიდ როკფელერმა, რასაც ამოწმებს მისი თითქოს და უტოპიური წინადადება. კერძოდ, მას აწუხებდა მომავალში ენერგიისა და წყლმომარაგების დეფიციტი, გაეროს შესთავაზა ეფიქრა მსოფლიოს მოსახლეობის შეზღუდვაზე.

დევიდ როკფელერმა ამერიკა რთულ დროს დატოვა. ქვეყანას ხელმძღვანელობს კიდევ ერთი მილიარდელი, თუმცა დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებებით – დონალდ ტრამპი. თითქმის ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა მდიდარი გლობალისტი – საზღვრების წაშლა, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, ექსცენტრიული პრეზიდენტის გუნდისთვის მიუღებელია.

ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი მხარს უჭერს შეერთებული შტატების ტრანსწყნარიოკეანეთის პარტნიორობიდან და ასევე NAFTA-ს შეთანხმების გადასინჯვას, რომელიც მთლიან ჩრდილოეთ ამერიკას აერთიანებს. სახელწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეკს ტილერსონი წინააღმდეგი იყო დევიდ როკფელერისა და მისი იდეისა ალტერნატიული ენერგიის განვითარების შესახებ. ახალმა სახელმწიფო მდივანმა სახელი ჯერ კიდევ 2008 წელს გაითქვა, როცა მან შეძლო შეენარჩუნებინა ხელმძღვანელის თანამდებობა ExxonMobil-ში, იგი მზისა და ქარის ენერგიის ინვესტიციის წინააღმდეგ გამოვიდა.

მიუხედავად ამისა, შეხედულებები დევიდ როკფელერის შესახებ კვლავ აქტუალურად რჩება და მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში გარისკავს არა მხოლოდ იზოლაციას და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას, ასევე ადამიანურ კაპიტალსა და ტექონოლოგიებზე. ამ ორი კომპონენტის გარეშე, “გახადო ამერიკა ისევ დიდებული” ბევრად უფრო რთული იქნება.