ჯაშუშობის სილამაზე და ბრწყინვალება

0
595

1917 წლის 15 ოქტომბერს საფრანგეთში, გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს მოცეკვავე და ამავე დროს ორმაგი აგენტი მატა ჰარი. სასჯელის აღსრულების წინ მან უარი თქვა თვალის ახვევაზე. სროლის წინ, მატა ჰარიმ გაუგზავნა კოცნა – ერთი ვერსიით ჯარისკაცს, რომელსაც თავი უნდა მოეკვეთა, ხოლო მეორე ვერსიით კოცნა ადვოკატს, მის საყვარელს ეკუთვნოდა.

მატა ჰარის სახელი უკვდავყო ბევმა წიგნმა, თუ ფილმმა, ასე რომ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ჯაშუში მსოფლიო ისტორიაში, თუმცა არა ერთადერთი.

XX საუკუნეში,გატაცებამ ძვირფასი ნივთებისა და კარგი ცხოვრებისადმი, იმის ფონზე, რომ მიმდინარეობდა ომი და იცვლებოდა საზღვრები მსოფლიო რუკაზე, გამოაჩინა ქალები, რომლებიც მთავარი იარაღები გახდნენ ინფორმააციისთვის ომში, თავისი სილამაზითა და სიყვარულით.

კოდური სახელი H-21

მატა ჰარის არ შეეძლო ცეკვა, ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა მისმა ქმარმა, ჰოლანდიელმა ოფიცერმა. მისი წარმატება დახვეწილი ლეგენდა, რომ იყო, ეს ირიბად თავადაც დაადასტურა, როცა გადაწყვიტა  წარმდგარიყო ფაქტობრივად შიშველი.

1905 წელს, პარიზში ჩავიდა ქალი, ჰოლანდიელი მარგარიტა გერტრუდა ზელი, სრულიად უფულოდ, ქმრისგან გამოქცეული, ან გაშორებული. სხვა გამოსავალი არ იყო, გარდა იმისა, რომ მოეხდინა შთაბეჭდილება დახვეწილი საზოგადოებისთვის, მატა ჰარის ეს გამოუვიდა.

1895 წელს, 18 წლის მატა, ცოლად გაჰყვა კაპიტან რუდოლფ მაკ-ლეოდს, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, მომავალი მატა ჰარი, რამდენიმე წელი ქმართან ერთად ცხოვრობდა ინდონეზიაში, სადაც აქტიურად სწავლობდა ადგილობრივ ტრადიციებს, რათა თავი აერიდებინა ოჯახური არეულობისთვის. ეს ცოდნა მოგვიანებით მან მშვენივრად გამოიყენა, როცა ცდილობდა შეექმნა ეგზოტიკური პრინცესის იმიჯი, რომელიც აღმოსავლურ ცეკვებს ასრულებდა. იმ დროს, როცა ფართოდ გავრცელებული იყო “ძველი მოდა”, ეგზოტიკურმა იმიჯმა დიდი წარმატება მოიპოვა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ის უკვე იყო ცნობილი მსახიობი, მისი თაყვანისმცემლები კი ცნობილი პოლიტიკოსები და ოფიცრები გახლდნენ. თუმცა მატა ჰარი მხოლოდ თავისი კავშირების გამო როდი იყო სასარგებლო. მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში ნიდერლანდებმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ხოლო ის ფლობდა ჰოლანდიურ პასპორტს, შეეძლო თავისუფლად გადაადგილებულიყო საფრანგეთსა და გერმანიას შორის ფრონტის წინა ხაზზე.

f56603ae90dd399e8594f0d222e055ab

როდის და როგორ გადაიბირა ის გერმანიის დაზვერვამ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მას გადაეცა კოდური სახელი H-21, ხოლო 1916 წელს საფრანგეთის საიდუმლო სამსახურმა მიიღო პირველი ცნობებიმ მისი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის შესახებ. ამის შემდეგ, მატა ჰარი გადმოიბირეს (ასევე შესაძლებელია, რომ მან თვითონ შესთავაზა საფრანგეთის სპეცსამსახურებს თავისი მომსახურება, რომელიც მილიონ ფრანკად შეაფასა.) პარატა მისიით მატა გაგზავნილი იყო ესპანეთში, სადაც ფრანგებმა ხელთ ჩაიგდეს გერმანული რადიოგრამა, რომლიდანაც გადასცემდნენ, რომ აგენტი H-21 აგრძელებდა მუშაობას გერმანელებისთვის, თუმცა შესაძლებელია, რომ გერმანელებმა სპეციალურად გააკეთეს ეს. ამის შემდეგ, მატა ჰარი დააპატიმრეს. მიუხედავად მისი ადვოკატის მცდელობისა, რომელიც სასამართლოს წინაშე მუხლებზე დაჩოქილი წარსდგა, განაჩენი კვლავ სიკვდილით დასჯა იყო.

c72bae54a0a94c5a8b61f1ba3e0d4a4a

ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რეალური ეფექტი მატა ჰარის მუშაობის გერმანელებისთვის და ფრანგებისთვის იყო ძალიან მინიმალური, მიუხედავად ამისა, მან თავისი როლი შეასრულა წარმოუდგენლად ელეგანტურად, სიკვდილის ბოლო წუთებშიც კი.  1934 წელს, მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, ჟურნალმა The New Yorker-მა მიუძღვნა სტატია მატა ჰარის ისტორიას. სიკვდილით დასჯის დღეს მას ემოსა “გლუვი პიჯაკი, სპეციალური შეკვეთით შექმნილი ამ შემთხვევისთვის და თეთრი ხელთათმანები” – განსაკუთრებით აღნიშნულია ტექსტში.