მესამე რეიხის საიდუმლო პროექტი «Lebensborn»

0
591

მესამე რეიხის სუპერსაიდუმლო პროექტი «სიცოცხლის წყარო», რომელზეც გერმანელები დიდ იმედებს ამყარებდნენ. ნაცისტებს სწამდათ, რომ შეეძლოთ აღეზარდათ მთელი თაობა, რომელიც მომავალში გერმანიას წარუძღვებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდი გამოიყენებოდა. 

თავიდან ის განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ СС-ს ოფიცრებისათვის შეერჩიათ «რასობრივად სუფთა» ქალები, იმ მიზნით, რომ მათ ეშვათ და გაეზარდათ «სუპერბავშვები», რომლებიც მომავალში გერმანიას სათავეში ჩაუდგებოდნენ. ასეთი კავშირის შედეგად გაჩნდა ცნობილი ჯგუფი ABBA-ს სოლისტი ანნი-ფრიდ ლინგსტადი. დროთა განმავლობაში კი პროექტის კონცეფცია შეიცვალა და გახდა საშინელი.

ქალბატონები, შერჩეულნი პროგრამაში მონაწილეობისათვის, ცხოვრობდნენ და მშობიარობდნენ სპეციალურ ინსტიტუტებში, სადაც შექმნილი იყო მაქსიმალურად კომფორტული პირობები. პირველი ასეთი სახლი გაჩნდა მიუნხენთან ახლოს მდებარე სოფელში 1936 წელს. ხოლო მას შემდეგ რაც გერმანიამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო, სუპერბავშვების «წარმოება» საზღვარგარეთაც დაიწყო.

განსაკუთრებული მასშტაბები პროგრამამ ნორვეგიაში მიიღო. ცისფერთვალება და ქერა ნორვეგიელ ლამაზმანებს ნაცისტები არიული რასის წარმომადგენლებად თვლიდნენ. თავად მათთვის კი პერსპექტივა, ეშვათ ბავშვი გერმანელი ოფიცრისაგან, ფაქტიურად ერთადერთი შესაძლებლობა იყო ცხოვრების ნორმალური პირობები შეენარჩუნებინათ ომის დროს. ამიტომ ქალბატონების უმეტესობა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნებაყოფლობით თანხმდებოდა პროექტში მონაწილეობას.

პროექტ Lebensborn-ის არსებობის მანძილზე გერმანიაში დაიბადა 8 000 “სუფთა სისხლის” არიელი, ხოლო ნორვეგიაში 12 000.

1938 წელს გადაწყდა ტემპების მომატება. პროგრამა გააფართოვეს მისაღები გარეგნობის ქალბატონების ხარჯზე, რომლებიც უკვე ორსულად იყვნენ. ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მათ სთავაზობდნენ ბავშვების თავშესაფარში ჩაბარებას. იქ ბავშვებს, რომელთაც შერჩევის პროცესი გაიარეს, კვებავდნენ და ზრდიდნენ განსაკუთრებულად სახით. ხოლო ქალებს, ვინც რამოდენიმე ბავშვი ჩააბარა თავშესაფარს, რკინის ჯვრით აჯილდოვებდნენ.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი CC-ის რეიხსფიურერის ჰენრიხ მიულერის გადაწყვეტილებით, რომელიც პროექტს კურირებდა, CC-ის ოფიცრებმა დაიწყეს ბავშვების უბრალოდ მოტაცება და გერმანიაში გადაყვანა. ძირითადად ესენი იყვნენ ბავშვები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და იუგოსლავიიდან. გერმენიაში ჩაყვანისთანავე მათ ათვალიერებდნენ ექიმები და ანაწილკებდნენ ჯგუფებად, იმისდა მიხედვით, რამდენად შეესაბამებოდნენ გარეგნულად ტიპიურ არიელებს.

ბავშვებს, რომელთაც ბრაკავდნენ, აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო შესაფერისების “გერმანიზაციას” ახდენდნენ. მათ აძლევდნენ ახალ სახელებს, უშლიდნენ მოგონებებს სამშობლოსა და მშობლებზე, აზიარებდნენ ნაცისტებისათვის საჭირო ფასეულობებს. სპეციალურად ამისათვის იყო შემუშავებული “საგანმანათლებლო” კურსი.

“გერმანიზაციის” პროცესში ბავშვებს ასხივებდნენ ულტრაიისფერით, რათა მათ თმებს ჭეშმარიტი არიელისათვის “სწორი” ფერი მისცემოდათ. საბაზისო კურსის გავლის შემდეგ ბავშვებს აღსაზრდელად გზავნიდნენ CC-ის ოფიცრთა ოჯახებში.

პროგრამა “Lebensborn”-თან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი, განადგურებულ იქნა II მსოფლიო ომის ბოლო თვეებში. ამდენად ზუსტად იმის თქმა, რანდენმა ბავშვი იყო აღნიშნული პროექტის მონაწილე შეუძლებელია. მკველევარები ასახელებენ ციფრს – 200 000 !

კაპიტულაციის შემდეგ, ნორვეგიელი ქალები, რომლებიც თავიანთი ნებით მონაწილეობდნენ არიელი რასის “გამდიდრებაში”, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ არცთუ იშვიათად, სახალხოდ სცემდნენ და ამცირებდნენ, ხელისუფლება კი ამაზე თვალებს ხუჭავდა, ხოლო CC-ის ოფიცრებისაგან ნაშობი ბავშვები, საზოგადოებისაგან გარიყულნი გახდნენ. როგორც კეთილი ნების ჟესტი, შვედეთმა თავისთან შეიფარა რამოდენიმე ასეული ასეთი ბავშვი. ასე გახდა შვედი ანნი-ფრიდ ლინგსტადი, რომლის მამაც – CC-ის სერჟანტი  – ომში დაიღუპა.