საუკეთესო და უარესი საკვები ძილის წინ

0
75
პროდუქტები, რომელთაც ჩვენ მივირთმევთ ძილის წინ, მნიშვნელოვან წილად განაპირობებენ მის ხარისხსა და ხანგრძლივობას.

— ალუბალი — საუკეთესო —

ალუბალი — მეტალონინის ბუნებრივი წყაროა. ეს არის ქიმიკატი, რომელსაც ძილის ჰორმონს უწოდებენ. ეს ჰორმონი ორგანიზმის “შიდა საათის” კონტროლს უწყობს ხელს. არსებობს სპეციალური კაფსულა მელატონინით მოგზაურთათვის, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს იოლად მოახდინოს ახალ სასაათე სარტყელთან ადაპტირება. ხოლო ბოლო გამოკვლევების თანახმად, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ უძილობის დაავადებული პაციენტები, ერთი ჭიქა ალუბლის წვენი ძილის წინ მნიშვნელოვნად აიოლებდა ჩაძინებას და აუმჯობესებდა ძილის ხარისხს და ხანგრძლივობას.

— ჩიზბურგერი ბეკონით— უარესი —

ჩიზბურგერის დიდი რაოდენობით ცხიმები გარანტირებულად არ მოგცემთ საშუალებას დატკბეთ ძილით. ცხიმები სტიმულირებენ კუჭში მჟავის გამოყოფას, რაც უარყოფითად მოქმედებს, როგორც კუჭის, ასევე გულის მუშაობაზე. ერთი სიტყვით ჩიზბურგერი ცუდი არჩევანია მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე და ძილის ხარისხზე ზრუნავს.

— რძე — საუკეთესო —

ალბათ გახსენდებათ, თუ ბავშვობაში როგორ გაიძულებდათ დედა დაგელიათ რძე დილის წინ. როგორც ჩანს, ეს არ იყო უბრალოდ აკვიატება: რძე შეიცავს ამინომჟავას ტრიპტოფანს, რომელიც მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ტრიპტოფანი და სეროტონინი ხელს უწყობს იოლად ჩაძინებას. შესაძლოა, რომ ეს უბრალოდ ასოციაციებია, რომელსაც იწვევს ცხელი რძის ჭიქა ძილის წინ, გამშვიდებს და გადაყავხარ უდარდელ ბავშვობაში, გეხმარება რა დაივიწყო ყველაფერი ძილის წინ.

— ღვინო — უარესი —

ალკოჰოლი ხელს უშლის თქვენს ძილს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უმეტეს შემთხვევაში აღაგზნებს ნერვულ სისტემას, ასევე მას სწრაფად ითვისებს ორგანიზმი და გაიძულებთ გაიღვიძოთ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე. და თუ თქვენ მაინც ვერ ელევით ალკოჰოლიან სასმელებს ძილის წინ, შესაძლოა ეს გააკეთოთ მისთვის ვის გვერდითაც გძინავთ: დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აძლიერებს ხვრინვას, რამაც ნაკლებსავარაუდოა პარტნიორის თვალში მიმზიდველობა მოგიმატოთ.

— ჟასმინის ბრინჯი — საუკეთესო —

ჟასმინის ბრინჯი ითვლება პროდუქტად გლიკემიური ინდექსის მათალი შემცველობით, რაც ნიშნავს, რომ ის ნელა გადამუშავდება და მიაწვდის სისხლბრუნვას გლუკოზას. ამერიკაში ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ მათ ვინც დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მიიღეს ჟასმინის ბრინჯი დაიძინეს საშუალოდ ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მათ ვისაც სხვა პროდუქტი მიირთვეს ჭამის წინ. ითვლება, რომ ჟასმინის ბრინჯი აძლიერებს ტრიპტოფანის გამომუშავებას.

— ყავა — უარესი —

ყავა შეიცავს კოფეინს – ნერვული სისტემის ცნობილი სტიმულატორი. კოფეინი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად გადააქვს, ეს ასევე დამოკიდებულია თუ რა  რაოდენობით და რა სიხშირით მიირთმევს ყავას მომხმარებელი. ამიტომ დღის განმავლობაში დალეულმა ერთმა ფინჯანმა ყავამაც კი შეიძლება გააგრძელოს მოქმედება საღამოს განმავლობაში და ხელი შეგიშალოთ ნორმალურად ჩაძინებაში. კარგი გამოსავალია არ გარისკოთ და შეზღუდოთ ყავის მიღება დღის მეორე ნახევარში.

— გამდიდრებული მარცვლელის ბურბუშელა — საუკეთესო —

ნახშირწყლები ითვლება კარგ საკვებად ძილის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიირთვათ ორცხობილას მთელი კოლოფი. ამის მაგივრად გირჩევნიათ მიიღოთ მარცვლეულის ბურბუშელას ერთი პორცია, რომელიც წარმოადგენს “კარგი” ანუ რთული ნახშირწყლების წყაროს. ხოლო თუ მას აურევთ რძეში, თქვენ გააძლიერებთ დადებით ეფექტს, მიიღებთ რა ორმაგ უპირატესობას ერთ ულუფაში. ასევე “კარგი” ნახშირწყლების წყაროა სვია და წიწიბურა.

— შავი შოკოლადი — უარესი —

შოკილადი მდიდარია არა მხოლოდ კალორიებით, ასევე კოფეინითაც, განსაკუთრებით შავი შოკოლადი. წარმოიდგინეთ შოკოლადი არა პლიტკას, არამედ ფინჯანი ესპრესოს სახით, ამით ის აღარ იქნება თქვენს მიერ აღქმადი კარგ ვარიანტად საღამოს ჩაიზე დასაყოლებლად. კოფეინის გარდა შოკოლადი ასევე შეიცავს ტეობრომინს, რომელიც აჩქარებს გულისცემას და წარმოადგენს ძილისთვის ხელისშემშლელ სტიმულატორს.

— ბანანი — საუკეთესო —

ბანანი ეხმარება ჩაძინებას, რადგან შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს — ნივთიერებებს, რომლებიც ბუნებრივად ადუნებებ კუნთებს. ამას გარდა, კალიუმი და მაგნიუმი აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა მუშაობას და დადებუთად მოქმედებენ ტვინზეც. ბანანი აგრეთვე მდიდარია ნახშირწყლებით, რაც ასევე დაგეხმარებათ სწრაფად მოგინდეთ ძილი.

— ქათამი — უარესი —

ქათმის მოხმარება, ისევე როგორც სხვა ცილების, არ მოუტანს ორგანიზმს იმ სარგებელს, რასაც ელოდებით. ითველბა, რომ ძილის დროს საჭმლის მონელების პროცესი ისედაც 50%-ით ნელა მიდის, ხოლო თუ თქვენ ცულების შემცველ საკვებს მიირთმევთ ძილის წინ, ის კიდე უფრო შენელდება. ორგანიზმი მიმართავს ძალებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებისკენ, იმის მაგივრად, რომ გამოიყენოს ძილის დრო დასვენებისა და აღდგენისათვის. თუ მაინცდამაინც გინდათ ქათმის შეჭმა ძილის წინ, დაამატეთ მას ცოტაოდენი ნახშირწყალი, ეს გადახრის სასწორს ისევ ძილისაკენ.