რატომ არ გახდა სტალინი რუსეთის მეფე

0
119

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ზოგიერთი რუსი ემიგრანტი, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებს თვალს საზღვარგარეთიდან ადევნებდნენ, ვარაუდობდა, რომ საბჭოთა კავშირში ახალ დინასტიას ეყრებოდა საფუძველი და სტალინი სულ ცოტა ხანში თავის თავს მეფედ გამოაცხადებდა. თუმცა, როგორც ვიცით ეს ასე არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის ხელში უსაზღვრო და აბსოლუტური ძალაუფლება იყო თავმოყრილი, მას თავად კი მთელი ქვეყნის მოსახლეობა აღმერთებდა, ხოლო თვითონ საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკა სრულიად შეესაბამებოდა იმპერიალისტურს.

სტალინმა დაიწყო გარკვეულწილად ურთიერთობის დაწყობა მართმადიდებლურ ეკლესიასთან, მოახდინა ეგრეთ წოდებული “გვარდიის ლენტის” აღდგენა (2000-იანებში ის აღადგინეს უკვე “გეორგიევსკის” სახელით), ასევე საბჭოთა ჯარში რუსეთის იმპერატორის ჯარისათვის დამახასიათებელი სამხრეების დაბრუნება და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საბჭოთა არმიად გადაკეთება.

პასუხი მარტივია. მიუხედავად მთელი თავისი ძალაუფლებისა, რომელიც ზოგიერთ რუს იმპერატორს არც კი დაესიზმრებოდა, სტალინს მაინც ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში, ეს იყო საბჭოთა ლეგიტიმაცია. ამ ლეგიტიმაციას, და მასთან ერთად უკიდეგანო ძალაუფლებს, სტალინისათვის უზრუნველყოფდა მის მიერ ათეული წლების მანძილზე შექმნილი ლეგენდა. ლეგენდა მდგომარეობდა იმაში, რომ სტალინს უფლება ძალაუფლებაზე ჰქონდა საბჭოთა სახელმწიფოში, შექმნილს დიდი რევოლუციის შედეგად.

ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში აღმოვაჩენთ განსხვავებებს ლენინის თეორიულ მემკვიდრეობასა და სტალინის ფაქტიურ პოზიციებს შორის. ეს არათუ უბრალოდ განსხვავებებია, არამედ წინააღმდეგობები.

ლენინმა, რომელიც ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა 1922 წლის საბჭოების კრებას, სადაც საბჭოთა კავშირის შექმნა გამოცხადდა, დაინახა ახალი სახელმწიფოს მოდელში ტრადიციული რუსული იმპერიის რენიმაციის მცდელობა. ის წერდა: “არ მოხდეს ისე, რომ მთელი ამ სამუშაოს შედეგად საბჭოების შემდეგ სხდომაზე ისევ დავუბრუნდეთ საკითხს, რათა დავტოვოთ საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი მხოლოდ სამხედრო და დიპლომატიურ კავშირად”. ცხადია, სტალინი ასე არ ფიქრობდა. პათოსური განცხადებების, “ლენინის საქმის ერთგულების” შესახებ საფარველ ქვეშ, სტალინმა ფაქტობრივად დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა…

სტალინი და ლენინი

თუმცა მასას ბელადის და პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობის დასაბუთებისათვის საერთოდ არ სჭირდება პოლიტიკური “ნიუანსები”, მათ სჭირდებათ ლეგენდა, რომელიც სტალინმა მათ მისცა. ლეგიტიმურობის მეორე მხარეს უზრუნველყოფდნენ ბელადის თანამებრძოლები, რომელათა გარეშეც სტალინი საერთოდ არ იქნებოდა. სტალინის გარემოცვა დაკავშირებული იყო მასთან საერთო წარსულით, სისტემის მშენებლობაში მონაწილეობით, საერთო შეცდომებით და დანაშაულებებით.

მაგრამ რა ძალაუფლებასაც არ უნდა ფლობდეს ბელადი, მას არ შეუძლია სრულად უგულვებელყოს თავისი გარემოცვა, რადგანაც ჩამოგდების დაფრთხე სულ კიდია მის თავზე დამოკლეს მახვილივით. როგორც ცნობილია შეთქმულება შესაძლოა დაიწყოს, თუნდაც ყველაზე ახლო და ერთგული ხალხიდანაც კი.

ზუსტად თავისი ლეგიტიმურობის, ამ ორი საბაზისო საყრდენის გათვალიწინებით: საბჭოთა რევოლუციური ლეგენდა და გარემოცვა, სტალინს არ შეეძლო ასე უბრალოდ ეთქვა უარი დეკლარირებულ ერთგულებაზე რევოლუციისადმი, კომუნიზმისადმი და. ა.შ. მართალია მან ფაქტობრივად ყველაფერ ამაზე უარი თქვა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, მით უმეტეს 1930-იანების ბოლოს,  “დიდი ტერორის” სახელით ცნობილი მოვლენებით, როდესაც პარტიის ძველი წევრების 90 პროცენტი იქნა ფიზიკურად განადგურებული.

სტალინს არ შეეძლო ერთი ხელის მოსმით გაენადგურებინა თავისივე ლეგენდა, რომელიც მას ლეგიტიმურობას სძენდა და გაერისკა ყველაფრით. რეალურად ეს არც სჭირდებოდა. მას ჰყოფნიდა ძალაუფლება და მექანიზმები იმისათვის, რათა შეენარჩუნებინა ხელისუფლება სიცოცხლის ბოლომდე.