მსოფლიო ქვეყნების პასპორტების რეიტინგი

0
69

საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა გამოაქვეყნა 2017 წელს მსოფლიო ქვეყნების პასპორტების რეიტინგი სავიზო შეზღუდვების კუთხით.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები და ახლა მსოფლიო პასპორტების რეიგინგში 68-ე ადგილს იკავებს. ჩვენს მეზობლებს შორის ყველაზე წინ რუსეთია 51 ადგილით, შემდეგ მოდის უკრაინა 58 ადგილით, ყაზახეთს, ბელორისს და აზერბაიჯანს უკავიათ შესაბამისად 67-ე, 70-ე და74-ე ადგილები.

პირველ ადგილს კი მსოფლიოში უკვე ზედიზედ მეოთხე წელია იკავებს გერმანია. ამ ქვეყნის პასპორტით შესაძლებელია უვიზოთ 176 ქვეყნის და ტერიტორიის მონახულება. მეორე ადგილი უკავია შვედეთს 175 უვიზო ქვეყნით. მესამე ადგილი 174 ქვეყნით გაიყვეს ფინეთმა, იტალუამ, ესპანეთმა, აშშ-მ და დანიამ.

ბოლო ადგილები კი რთული გამოსაცნობი არაა, უკავით პაკისტანს, ერაყს და ავღანეთს.