შსს – ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული დავალების თაობაზე ”გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს”

0
203
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული დავალების თაობაზე ”გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს.”
Prime Georgia დაინტერესდა, რამდენად შემოწმდა თბილისში არსებულ გარკვეულ ღამის კლუბში არსებული სიტუაცია, რისი დავალებაც უწყებას რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა და რა შედეგები აჩვენა შემოწმებამ.
”საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემების მიმართ ცოტა უფრო მეტად აქტიური მუშაობა ყოფილიყო. ასეთი მუშაობა მიმდინარეობს. ამას მაინცა და მაინც რეიდების სახე არა აქვს, მაგრამ გარკვეული პრევენციული მუშაობა მიმდინარეობს. სხვას დეტალურად ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა. გიორგი კვირიკაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ გარკვეულ ღამის კლუბში სწორედ აღნიშნულს ჰქონდა ადგილი.