NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 21% ევრაზიულ კავშირში, 65% კი ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა

0
121
NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 21% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 65% – ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეკითხვაზე – ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით: 1. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ; 2. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, 21%-მა აღნიშნა, რომ პირველ მოსაზრებას ემხრობა, 65%-მა კი განაცხადა, რომ მისთვის მისაღები მეორე მოსაზრებაა.

7% არც ერთს არ ეთანხება, ასევე 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.