2017 წლის ყველაზე ახალგაზრდა და მდიდარი ქალები

0
323

Prime.ge წარმოგიდგენთ 40 წლამდე მყოფ ახალგაზრდა და მდიდარ ქალებს.

მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ალექსანდა ანდრესენია 1.2 მილიარდი დოლარით, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა. ყველაზე მდიდარი 35 წლის ჩინელი იან ჰუეიანი, ჩინური დეველოპერული კომპანიის, Country Garden Holdings-ის 55% აქციები, რომლებიც მამამისმა 2007 წელს გადასცა, ახლა 9 მილიარდი დოლარი ღირს.

ყველაზე ხშირად, ახალგაზრდა მილიარდერები მემკვიდრეობას მამისგან, ან ბაბუისგან იღებენ. მაგალითად, სიაში შედის ლუდვიგ ჯორჯ ბრაუნის სამი მემკვიდრე, რომელმაც შექმნა სამედიცინო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია B.Braun. ასევე სიაში მოხვდა იოჰან ანდრესენის ორი მემკვიდრე, რომელიც საინვერსტიციო ჯგუფ Ferd-ის ლიდერი იყო, ასევე ლარს ლუნდბერგის ორი მემკვიდრე, რომელმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა კომპანიას L.E. Lundbergforetagen.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, 40 წლის ჩენ სიაოინი, რომელმაც თავის ძმასთან ერთად დაარსა ლოჯისტიკური კომპანია STO.

  1. ალექსანდრა ანდრესენ

ასაკი: 20

მდგომარეობა: $1,2 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1678

სიმდიდრის წყარო: Ferd

ქვეყანა: ნორვეგია

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

ალექსანდრა ანდრესენი მსოფლიო მილიარდელებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. მან და მისმა დამ, რომელიც ერთი წლით უფროსია, თავისი 10 ნიშნა სტატუსი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მისმა მამამ, იოჰან ანდრესენმა თითოეულს ოჯახური საინვესტიციო კომპანია Ferd-ის აქციების 42% გადასცა. თავად დები კომპანიაში არ მუშაობენ. Ferd-ს იოჰანი მართავს, ის სააქციო საზოგადოების 70% ხმათა რაოდენობას აკონტროლებს, მათ შორის ორი კლასის აქციების.

  1. კატერინა ანდრესენ

ასაკი: 21

მდგომარეობა: $1,2 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1678

სიმდიდრის წყარო: Ferd

ქვეყანა: ნორვეგია

ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

ალექსანდრა ანდრესენის უფროსი და კატერინა ოჯახის კომპანიის 42%-ით ფლობით, ასევე მოხვდა Forbes-ის რეიტინგში. ახლა ის ამსტერდამის უნივერსიტეტში სწავლობს.

ზოგადად, ანდრესენების ოჯახი ნორვეგიაში 100 წელზე მეტია, რაც საკმაოდ ცნობიალია, განსაკუთრებით, მათი თამბაქოს ბრენდის Tiedemanns-ის გამო. თავიანთი წილი თამბაქოს ბიზნესში მათ 2005 წელს მიყიდეს Skandinavisk Tobakskompagni-ს $480 მლნ.

  1. იან ჰუეიანი

ასაკი: 35

მდგომარეობა: $9 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 140

სიმდიდრის წყარო: Country Garden Holdings

ქვეყანა: ჩინეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებელი

იან ჰუეიანი ჩინური დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings-ის 55% აქციებს ფლობს. კომპანიის წილი მას მამამ 2007 წელს გადასცა. კომპანია მალაიზიის მთავრობასთან ერთად მუშაობს პროექტზე Forest City, რომელიც $36 მლრდ ღირებულებისაა. იანის უმცროსი და ასევე შედის დირექტორთა საბჭოში.

  1. იოჰანა ბრაუნი

ასაკი: 37

მდგომარეობა: $1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: B. Braun

ქვეყანა: გერმანია

ოჯახური მდგომარეობა:

იოჰანა ბრაუნი, ლუდვიგ ჯორჯ ბრაიუნის უმცროსი ქალიშვილი, რომელიც სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელ კომპანია B. Braun-ს მართავს. კომპანიის დღევანდელი მაჩვენებლებია: 54000 თანამშრომელი და წელიწადში დაახლოებით $ 6.5 მილიარდი შემოსავალი. იოჰანა ბრაუნს კომპანიის აქციების 10% ეკუთვნის.

  1. ლუიზა ლინდი

ასაკი: 37

მდგომარეობა: $1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: L.E. Lundbergforetagen

ქვეყანა: შვედეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული

ისევე, როგორც მისი და კატერინა მარტინსონი, ლუიზა ლინდი საინვესტიციო ფირმის L. E. Lundbergforetagen-ის აქციების 14%-ს ფლობს და არის დირექტორთა საბჭოს წევრი, ისევე როგორც მისი მამა ფრედერიკ ლუნდბერგი, რომელიც კომპანიას 1981 წელიდან მართავდა. თავად ლინდი მართავს კომპანიის დეპარტამენტს, რომელიც უძრავი ქონების საკითხებზე მუშაობს.

  1. ანა მარია ბრაუნი

ასაკი: 38

მდგომარეობა: $1,1  მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1795

სიმდიდრის წყარო: B. Braun

ქვეყანა: გერმანია

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს 2 შვილი.

ანა მარია ბრაუნი ლუდვიგ ჯორჯ ბრაუნის ქალიშვილია და კომპანია B. Braun-ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პრეზიდენტი. ახლანდელი მონაცემებით, ის კომპანიის 10%-ს ფლობს. თავისი პოზიცია მან 2016 წლის აპრილში დაიკავა.

  1. ჟოუ იფენი

ასაკი: 38

მდგომარეობა: $1 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1940

სიმდიდრის წყარო: Oriental Energy Co.

ქვეყანა: ჩინეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ჟოუ იფენი კომპანია Oriental Energy Co-ის დირექტორთა საბჭოს 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. კომპანია დაკავებულია თხევადი ნავთობის გაზის იმპორტითა და დისტრიბუციით. იფენმა დაამთავრა პეკინის უნივერსიტეტი ტრადიციული ჩინური მედიცინის განხრით და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი ნანკინში.

  1. ჩენ სიაოინ

ასაკი: 40

მდგომარეობა: $1,7 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 1234

სიმდიდრის წყარო: STO

ქვეყანა: ჩინეთი

ოჯახური მდგომარეობა:

ჩენ სიაოინ – ჩინური კომპანია STO-ს პრეზიდენტი, რომელიც დაკავებულია ექსპრეს-მიწოდებით. მისი ძმა ჩენ დეიჯუნი, მილიარდელი, თავმჯდომარე და თანადამფუძნებელია ლოჯისტიკური კომპანიის.

  1. შარლოტა სოდერსტომი

ასაკი: 40

მდგომარეობა: $1,7 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 936

სიმდიდრის წყარო: H&M

ქვეყანა: შვედეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს სამი შვილი.

შარლოტა სოდერსტომი – შვედეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, სტეფან პერსონის, ქალიშვილია, რომელიც მასობრივი საცალო გაყიდვების კომპანიის H & M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კოპანია 1947 წელს მისმა ბაბუამ ერლინგ პერსონმა დაარსა. მისი ძმა, მილიარდელი კარლ-ჯონ პერსონი 2009 წელს H & M-ის გენერალური დირექტორი გახდა. მეორე ძმა ტომ პერსონი და მამიდა ლოტი ტამი ასევე კომპანიის წილის მფლობელები არიან. სოდერსტომი ჩართულია H & M-ის სპონსორებთან დაკავშირებულ საკითხებში.

  1. მარი ბენე ბოვალო

ასაკი: 36

მდგომარეობა: $4,1 მლრდ

ადგილი ფორბსის მსოფლიო რეიტინგში: 441

სიმდიდრის წყარო: Lactalis

ქვეყანა: საფრანგეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მარი ბენე ბოვალო, ასევე მისი ძმები ემანუელ და ჟან მიჩელი კომპანია Lactalis-ის დამფუძნებლის, ევროპაში რძის პროდუქტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის მემკვიდრეები არიან. მარი ბენე ბოვალოს მამამ ბიზნესი მათ მშობლიურ ქალაქში ლავალში, დასავლეთ საფრანგეთში დაიწყო. დღესდღეობით, კომპანიის ყოველწლიური გაყიდვები $18 მლრდ შეადგენს. პროდუქტებს შორის, რომელსაც Lactalis ამზადებს, არის ყველი President და იოგურტი Milkmaid. კომპანიას მართავს ემანუელ ბენე. Lactalis ასევე ფლობს იტალიური Parmalat-სა და ფრანგული Frommageries Bel-ის აქციებს.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი