ამაზონის 10 ყველაზე საშინელი არსება

0
407

ამაზონის ტროპიკული ტყეები უკვე დიდი ხანია ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება, სადაც დიდი რაოდენობით უცნაური და გასაოცარი ქმნილებები ბინადრობენ, რომლებთან შეხვედრა არაფერ კარგს არ გვიქადის. თუმცა, საფრთხე არა მხოლოდ ტყეში გელით. ამაზონის მდინარეები არანაკლებ საშიშნი არიან. უბრალოდ ნახეთ როგორი მონსტრები ცხოვრობენ იქ – მილიონჯერ დაფიქრდით, სანამ გამგზავრებას დააპირებთ!

  1. შავი კაიმანი

შეიძლება ითქვას, რომ ეს ალიგატორია სტეროიდებზე, მათი კუნთები გაცილებით მსხვილია და ისინი შეიძლება 6 მეტრის სიგძისაც კი გახდეს. უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამაზონის მდინარეების ყველაზე გავლენიანი მტაცებლები არიან, ადგილობრივი მეფეები, რომლებსაც შეუძლიათ განურჩევლად ყველას შეჭმა, ვინც გზაზე გადაეღობებათ.

  1. ანაკონდა10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

ამაზონის კიდევ ერთ გიგანტურ მონსტრად ანაკონდა ითვლება, ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში. მდედრი ანაკონდას წონამ 250 კილოგრამამდე შეიძლება მიაღწიოს, სიგრძემ 9 მეტრს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრით. ამ მტაცებლებს ზედაპირული წყალი ურჩევნიათ, ამიტომ მათ უფრო შეხვდებით არა მდინარეში, არამედ ნაპირებზე.

  1. არაპაიმა10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

უზარმაზარი მტაცებელი არაპაიმა აღჭურვილია ჯავშნიანი კანით, ამიტომ ის უშიშრად ბანაობს პირანიებს შორის, იკვებება თევზებითა და ფრინველებით. ამ საშინელი თევზის სიგრძე თითქმის სამი მეტრია, ხოლო წონა 90 კგ. მისი სისასტიკე კი კარგად ჩანს კბილებზე, რომლებიც ენაზეც კი არქვს.

  1. ბრაზილიური წავი10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

ბრაზილიური წავი იზრდება 2 მეტრამდე სიმაღლის და უმეტესად იკვებება თევზითა და კიბორჩხალებით. თუმცა, ისინი ყოველთვის ჯგუფურად ნადირობენ რაც მათ უფრო ძლიერ ცხოველებზე გამარჯვების საშუალებას აძლევთ, იყო შემთვევები, როცა ამ ერთი შეხედვით უწყინარმა არსებებმა მოკლეს და შეჭამეს ზრდასრული ანაკონდა და კაიმანიც კი. გასაკვირი არ არის, რომ მათ “მდინარის მგლებს” უწოდებენ.

  1. ჩვეულებრივი ვანდელია, თუ კანდირუ10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

თუ თქვენ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რომ საფრთხე მხოლოდ უზარმაზარი არსებების მხრიდან გემუქრებათ, ძალიან ცდებით. თქვენი ყურადღება გვინდა მივაქციოთ პატარა ვანდელიას, მტკნარი წყლების პარტიზანულ ლოქოს, რომელიც მიუხედავად თავისი ზომისა, საშინელ მდომარეობაში აგდებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. საქმე იმაშია, რომ შარდსადენის საშუალებით ისინი შეიძლება მოხვდნენ იმ ადამიანის ორგანიზმში, ვინც ამაზონის წყლებში ბანაობას გადაწყვეტს და მიმაგრდნენ ბრჭყალების საშუალებით.

  1. ხარ-ზვიგენი10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

ყველაზე ხშირად, ხარ-ზვიგენი ოკეანის მარილიან წყლებში ცხოვრობს, თუმცა ისინი არანაკლებ კარგად გრძნობენ თავს მტკნარ წყლებში. იყო შემთხვევები, როცა ამ სისხლისმსმელ მტაცებლებს ამაზონიდან იმდენად შორს გაუცურავთ, რომ იკიტოსამდეც კი ჩასულან (პერუ), რომელიც თითმის 4 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ბასრი კბილები და ძლიერი ყბები უზრუნველყოფენ ამ სამ მეტრიანი კბენის ძალას, მასთან შეხვედრას ნამდვილად არ ისურვებდით. ისინი თქვენ სიამოვნებით გადაგყლაპავდნენ.

  1. ელექტრული გველთევზა10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

მათთან მიახლოებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევდით, ორმეტრიან არსებას შეუძლია გამოიმუშავოს 600 ვოლტის ძალის ელექტრული მუხტი. ეს ხუთჯერ უფრო დიდია იმ დენზე, ამერიკულ ჩამრთველებში, რომ დენის ძალაა და საკმარისია იმისათვის, რომ ცხენიც კი მარტივად წააქციოს. ამ არსებების მრავალჯერადმა დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, ან სუნთქვის უკმარისობა, რაც ადამაინის გონების დაკარგვას იწვევს და ის უბრალოდ ჩაეშვება წყალში.

  1. ჩვეულებრივი პირანია10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

რთულია მათზე საშინელი და დაუნდობელი არსებები წარმოვიდგინოთ, ეს ამაზონის მდინარეების საშინელების ნამდვილი კვინტესენციაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ არსებების მახვილი კბილები არაერთხელ გახდა ჰოლივუდის რეჟისორების შთაგონების წყარო, რათა შეექმნათ საშიში ფილმები. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში პირანები ითვლებიან ლეშისმჭამელებად. მაგრამ, სამწუხაროდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავს არ ესხმიან ჯანმრთელ არსებებს. მათ წარმოუდგენლად ბასრი კბილები აქვთ, რომელიც ზედა და ქვედა ყბებზეა განთავსებული, მათი თანკბილვა ძალიან მჭიდროა, რაც იდეალური იარაღია ხორცის დაქუცმაცებისთვის.

  1. სკუმბრიისმაგვარი ჰიდროლიკი10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

ამ ერთი მეტრის სიგრძის წყალქვეშა არსებებს, ასევე უწოდებენ თევზ-ვამპირებს. ქვედა ყბაზე მათ აქვთ ორი ბასრი ეშვი, რომლებსაც შეუძლიათ 15 სმ-მდე გაიზარდოს. ამას იმისთვის იყენებენ, რომ ბოლომდე ჩაარჭონ ისინი მსხვერპლს, რომელსაც დაიჭერენ. ეშვები მათ იმდენად დიდი აქვთ, რამდენადაც ბუნებას მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუხდება. იმისათვის, რომ მათ თავად არ დააზიანონ საკუთარი თავი, ზედა ყბაზე აქვთ ხვრელები.

  1. Tambaqui10 самых ужасающих существ Амазонки, наткнувшись на которых пожалеешь, что приехал

თევზი ადამიანის კბილებით, Tambaqui პირანების ყველაზე ახლო მონათესავე ჯიშია. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისინი უპირატესობას ხილსა და კაკალს ანიჭებენ, თუმცა ისინი ყველაფრის მჭამელებად ითვლებიან. პრობლემა ისაა, რომ “სულელ” Tambaqui-ს არ შეუძლია გაარჩიოს ხიდან ჩამოვარდნილი კაკალი და მამაკაცის სასქესო ორგანო, რის გამოც, რამდენიმე მამაკაცი-მოცურავე დაშავდა.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი