თუ გსურთ, რომ იცხოვროთ დიდხანს თავი აარიდეთ ამ ჩვევებს

0
133

ვარჯიში

არავინ არ დაობს, რომ ცხოვრების თანამედროვე რიტმი ძალიან დამღლელია. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ბევრი სპორტზე შეგნებულად ამბობს უარს, დრო ისედაც არ არის საკმარისი. ამასობაში, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა პირდაპირი მნიშვნელობით გკლავთ. ამ ჩვევისგან თავის დაღწევა ძალიან მარტივია, საჭიროა დღეში ნახევარი საათი მსუბუქი ვარჯიშები გააკეთოთ.

სიგარეტი

პირველ რიგში ნიკოტინისგან უნდა განთავისუფლდეთ. ეს საწამლავი არა მხოლოდ თქვენს სიცოცხლეს ამცირებს, არამედ გარშემომყოფებისაც. მოწევაზე უარის თქმა ნამდვილი საჩუქარი იქნება თქვენი ორგანიზმისთვის: არტერიული წნევა გახდება ნორმალური, გაგიახალგაზრდავდებათ კანი.

სიბრაზე

აღშფოთების შედეგად ემოციურად გათავისუფლება არ აღადგენს დაკარგულ ძალებს. ამას გარდა, სიბრაზე და სხვა მსგავსი უარყოფითი ემოციები იწვევს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის აქტიურ გამომუშავებას. ის თავის მხრივ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იმუნურ სისტემასა და ნივთიერებათა ცვლაზე. ხშირად ბრაზდებით? მოემზადეთ გახდეთ მსუქანი, კლინიკების მუდმივად უკმაყოფილო სტუმარი. უმჯობესია დაისვენოთ. არა?

უძილობა

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ბევრი ჩვენგანი მივეჩვიეთ მინიმალური დროით ძილს. თუმცა თანამედროვე კვლევებმა უკვე დაადასტურეს, რომ ღამეში 6 საათზე ნაკლები ძილი იწვევს ნაადრევ სიკვდილს. სხვათა შორის, 9 საათზე მეტ ძილსაც არ გირჩევთ, ეს უარყოფითად მოქმედებს გულზე.

მზა საჭმელი

დღესდღეობით, იაფი და სწრაფია მზა საკვები მაღაზიიდან. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ინდუსტრიულად გადამუშავებული საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარსა და ცხიმებს. ამას გარდა, ასეთი საკვები შედგება დიდი რაოდენობით ნატრიუმისგან, რომელიც იწვევს სისხლძარღვების დაავადებების განვითარებას. მოამზადეთ სახლში, გამოიყენეთ ნაკლები მარილი და შაქარი და თქვენ თავს ორი-სამი წლის სიცოცხლეს აჩუქებთ.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი