რაშია ჰაიდეგერის იდეების არსი?

0
237

ჰაიდეგერის კონცეფციებმა და ტერმინოლოგიებმა მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ზოგიერთი დისციპლინების ყოფაში, განსაკუთრებით სოციოლოგიაში. თავისი ხანგრძლივი ფილოსოფიური მოღვაწეობის მანძილზე ჰაიდეგგერმა უამრავი საგულისყურო იდეა დაამუშავა. პრობლემა იმაშია, რომ არსებობს მრავალი განსხვავებული ინტერპრეტაცია, და იმისდა მიხედვით როგორ უდგება საკითხს მკვლევარი, ჰაიდეგერის შემოქმედებამ (განსაკუთრებით გვიანდელმა) შესაძლებელია, რომ სრულიად განსხვავებული სახე მიიღოს. 

რაშია ჰაიდეგერის იდეების არსი? რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც ფილოსოფიის, ასევე სოციოლოგიისათვის? შევეცდები მოკლედ გავაშუქო ჩემი აზრით უმთავრესი იდეები.

ჰაიდეგერს “ყოფის და დროის” დაწერის ეტაპზე არ აკმაყოფილებდა გუსერლის ფენომენოლოგია, რომელიც სუბიექტის/ობიექტის, შემეცნების/რეალობის კარტეზიანულ და კანტისეულ დუალიზმს გულისხმობდა. ჰაიდეგერი თვლიდა, რომ ევროპული ტრადიციული ფილოსოფიური ლექსიკონის მიღებისას გუსერლმა ამავდროულად მიიღო მასში არსებული ყველა სტერეოტიპი. იმისათვის, რომ სამყარო ერთიანი გავხადოთ, უნდა დავუბრუნდეთ ფილოსოფიურ საწყისებს, იქამდე მანამ, სანამ დეკარტმა გახლიჩა სამყარო სუბიექტ/ობიექტად, დავიწყოთ ყოფიდან და არა რეალურ სამყაროს მოწყვეტილი შემეცნებიდან – კარტეზიანული კონსტრუქტიდან. ჰაიდეგერის აზრით, საუკეთესო საწყისად ამისთვის იქნებოდა მიგვემართა სოკრატემდეულ ფილოსოფოსთათვის.

“ყოფის და დროის” ცენტრალური კონცეფციაა – Dasein-ი. Dasein-ი ესაა რაღაც, რომელსაც შეუძლია დასვას ფილოსოფიური კითხვები, რომლის ყოფიერების ბაზისსაც თავად წარმოადგენს. ეს არაა “სუბიექტი” კარტეზიანული გაგებით, უფრო მეტად “სუბიექტ-ობიექტია”. Dasein-ის ერთ-ერთი მაკონსტიტუირებელი ელემენტთაგანი – ყოფა სამყაროში (in-der-welt-sein). ყოფა სამყაროში ესაა ურთიერთმოქმედება სამყაროსთან, ზემოქმედება სამყაროზე, რეაქცია სამყაროს სტიმულებზე, მუდმივი ჩვეულებრივი მოქმედება, აუცილებელი არაა “გააზრებული”, ან “რაციონალური” – უბრალოდ ჩვეული, ყოველდღიური. ესაა აბსოლუტურად ცენტრალური იდეა ჰაიდეგერის ადრეული ფილოსოფიის – პირველადისა და ბაზისობა ჩვეულებრივის, ჩვეულის, ყოველდღიური ქცევის პრაქტიკის. ამ პრაქტიკებზე ბაზირდება ყოფიერების გაგების ყველა სხვა საშუალება. ადამიანთა ამ პრაქტიკების ჯამს ვიტგენშტეინმა “ბექგრაუნდი” უწოდა. “The whole hurly-burly” (დაახლოებით “მთელი ეს ანათქვეფი”), და თვლიდა, რომ შეუძლებელია მისი გამოკვლევა და მკვეთრი კატეგორირება. ჰაიდეგერი კი თვლიდა, რომ შეიძლება “ყოფა და დრო” მიძღვნილია სწორედ ამ ამოცანისათვის – ყოფის ეგზისტენციალური სტრუქტურების გამოკვლევისა და სტრუქტურირებისათვის. ამგვარად მან აღწერა ადამიანის ფემინოლოგიის ყველა ასპექტით სოციალური ურთიერთქმედება. (“განწყობა”, Befindlichkeit), სივრცე, მეტად ბაზისური და საშუალების მომცემი მომავალში სამყაროს გაგებაში წვდომის არის უბრალო ჩვეული ქცევის დონე. ყოველივე ამის დიდხანს მოყოლა შეიძლებოდა, მაგრამ მოვიყვან ერთ მაგალითს. სამყაროსთან ურთიერთობისას გამოიყენება ინსტრუმენტები (Zeug). ინსტრუმენტი არსებობს ერთიან პრაქტიკისა და მნიშვნელობის დიფერენციალურ ქსელთან კონტაქტში და ამიტომაც ჩვეულია, შეუმჩნეველია გამოყენების დროს. ჰაიდეგგერი ამას ეძახდა “ხელქვეით ხელშემწყობს” (Zu handenheit), მაგრამ არსებობს ინსტრუმენტის ხედვის სხვა საშუალებაც, მაგალითად როდესაც ის გატეხილია და შესამჩნევი ხდება აბსტრაქტულად, როგორც თვისებების მქონე სუბსტანციაზე. ამას ეწოდება Vorhandenheit (“ხელთ არსებობა”, მაგრამ აზრობრივი თარგმანი რაღაც ამის მსგავსია “თვალების წინ”). Zuhandenheit-ი წარმოადგენს უფრო საბაზისო და აუცილებელს ნივთის გაგებისა, როგორც vorhandenheit-ი. მაგალითად, ასევე ყოფის ყველა სხვა სტრუქტურებისათვის.

“ყოფის და დროის” კიდევ ერთი მთავარი მომენტია “გაგება”. ჰაიდეგერისათვის სამყაროს გაგება ესაა თანდათანობითი წვდომა (ErschlossenHeit), მუდმივი, დროში განვრცობილი გადასვლა “საკუთარი თავისგან” “სამყაროში” და პირიქითის მეშვეობითი (შეგახსენებთ, რომ “მე” და “სამყარო – Dasein – წარმოადგენს მთლიანს, ამიტომაც მართებული იქნება ამას დავარქვათ სუბიექტ-ობიექტი). ეს ეგრეთ წოდებული ჰერმენევტული წრეა – იდეა, რომელიც უაღრესად დიდ როლს თამაშობს ჰაიდეგერის მთელს შემოქმედებაში.

რატომაა, რომ ქცევითი დონე ყველა შემთხვევაში წარმოადგენს ბაზისს და აუცილებელს სამყაროს შემდგომი გაგებისთვის, იმიტომ რომ, ადამიანი “ჩაგდებულია” (Geworfen, “ჩაგდებულობა” – Geworfenheit) სამყაროში. – ის განსაზღვრულობით უკვე იმყოფება ტრადიციებში, ისტორიულ კონტექსტში, პრაქტიკისა და პრესუპპოზიციის ქსელში, “ბექგრაუნდში”. ეს იდეა ძირეულად ეწინააღდეგება ფილოსოფიას, დაწყებულს ბეკონიდან და დეკარტედან, და განსაკუთრებით კი განათლების ხანის ფილოსოფიას, რომელიც სწავლულს, ან ფილოსოფოსს აძლევდა ერთგვარ პრივილეგირებულ პოზიციას, რომელიც ობიექტური შეხედულების საშუალებას იძლეოდა “გვერდიდან”. ასე იგი გულისხმობს არ არსებობას ადამიანის რაიმე არსისა. ადამიანური ბუნების (განათლების ხანის ფილოსოფიის კიდევ ერთი იდეა). ადამიანი ჩაგდებულია, ის ყოფაა ისტორიულ კონტექსტში, მისი არსი – მისი არსებობაა, არც მეტი და არც ნაკლები. “ობიექტური” მეცნიერული კვლევა ეს იდეალიზაცია და აბსტრაქციაა. მეცნიერი ყოველთვის იმყოფება ისტორიულ კონტექსტში და მხოლოდ ინტერპრეტირება შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია აწარმოოს აბსოლუტური ცოდნა. ესაა მეცნიერების პოსტმოდერნული გაგების ცენტრალური აზრი, რომელმაც საწყისი მისცა ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა მეცნიერების სოციოლოგია. ბრუნო ლატურის წიგნები “ლაბორატორიული ცხოვრება” (“laboratory life”) და “ჩვენ არასოდეს ვიყავით თანამედროვენი” (“Nous n’avons jamais ete modernes” “we have never been modern”) ყველაზე პოპულარულებია ამ იდეის გამხმოვანებელთაგან. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჰაიდეგერის იდეა. მაგალითად, ფრანკფურტის სკოლის “კრიტიკული თეორიისათვის” ცენტრალურ იდეად იყო მსგავსი კონცეფცია ასე მაგალითად “იმანენტური კრიტიკა” – “კრიტიკა შიგნიდან”.

სოციალური ფილოსოფია დაწყებული გობსიდან და ადამ სმიტიდან, განსაკუთრებით კი განათლების ხანის ფილოსოფია, გულისხმობენ, რომ ადამიანი ეს არის ინდივიდუალური აგენტი, რომელსაც ახასიათებს განსაზღვრული ბუნება. ჰაიდეგერმა აჩვენა, რომ ეს ასე არ არის – ადამიანის არსი არ არსებობს, სამყარო ერთიანია და ესაა ადამიანების პრაქტიკათა ჯამი. ობიექტის სოციოლოგიური კვლევის ასეთ გაგებაზე და ასევე ჰაიდეგერისა და მისი მიმდევრის მერლო-პონტის სხვა გამოთქმების იდეებზე დაყრდნობით ჰეირ ბურდიემ შეჰქმნა სოციოლოგიის გავლენიანი სკოლა. მაგალითად, ბურდიეს “ჰაბიტუსი” (habitus) ზოგადად borge-ის და მონათესავე კონცეფციების სინონიმია, ხოლო “სოციალური ველი” სინონიმია ამათუიმ პრაქტიკისა, თუ დიფერენციალურ მთლიანობაში.

“ადრეული” და “გვიანდელი” ჰაიდეგერის გავლენა (ანუ “მობრუნების” შემდეგ die kehre) სოციოლოგიაზე არაერთმნიშვნელოვანია. ერთის მხრივ “მხატვრული ქმნილებების საწყისებში” (der Ursprung Des kunstwerkes) სოციოლოგიისათვის მნიშვნელოვანი ადრეული იდეები – კერძოდ, რეფერენციალური  ქსელის პრაქტიკის განათლება ერთიანი კონტექსტის გარშემო “ხელოვნების ნაწარმოები” (მაგ. ტაძარი). მაგრამ, მთლიანობაში გვიანდელი ჰაიდეგერის გადახრა აკურატულად შერჩეული ტერმინოლოგიისაგან და როგორც შედეგი იმის მკაფიო ანტი-ვიტგენშტეინური პოზიცია – რამდენადაც მე მესახება, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ გვიანდელ ჰაიდეგერს არ ჰქონია რაიმე შესამჩნევი მნიშვნელობა სოციოლოგიისათვის.

შეჯამებისთვის: ჩემი აზრით, ჰაიდეგერი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოაზროვნეა (ვიტგენშტეინთან ერთად). ჰაიდეგგერის კონცეფციები და ნაწილობრივ ტერმინოლოგიაც კი მყარად შევიდა ზოგიერთი დისციპლინების ყოფაში და განსაკუთრებით სოციოლოგიაში. მაგალითისთვის, გავლენიანი – ოთხტომეული Globalization and Culture (segepub.com accademia.com – წასაკითხად ნებადართულია ერთ-ერთი თავი) აშკარად ჰაიდგგერისეული იდეებითა და ლექსიკონითაა დაწერილი.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი