კეპლერი: “გაზომა” ზეცა და “გამოთვალა” იესო

0
441

445 წელი გერმანელი ასტრონომი იოჰან კეპლერის დაბადებიდან

“მე გავზომე ზეცა”, – დაწერა მან თავისთვის შექმნილ ეპიტაფიაში. ამ განსაზღვრებებმა კეპლერს საშუალება მისცა აღმოეჩინა პლანეტების მოძრაობის კანონი. მანვე გამოთვალა იესოს საყოველთაოდ მიღებული დაბადების წელი (ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 წელი) და დაწერა პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური კომპიზიცია მსოფლიოს ლიტერატურაში –  მთვარეზე მოგზაურობის ამბავი “სიზმარი”.

კეპლერი, უსიტყვოდ თვითნაბადია. არც სწავლულნი, არც ცნობილი წინაპრები მის შტოში არ არის. მიკიტანისა და ჯარისკაცის შვილი დაიბადა პატარა ქალაქში შტუტგარტის ახლოს, 1571 წლის 27 დეკემბერს. როდესაც იოჰანი შვიდი წლის იყო დედამ მას აჩვენა კომეტა (1577 წ.), ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ – მთვარის დაბნელება. ეს ბავშვური შთაბეჭდილებები გახდნენ საბედისწერონი და ხელი შეუწყვეს მის ზეცისკენ სწრაფვას. მართალია, დასაწყისში კეპლერი ოცნებობდა სასულიერო პირი გამხდარიყო: დაამთავრა მონასტერთან არსებული სკოლა, სწავლობდა თეოლოგიურ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში. მაგრამ, როგორც გამორჩეული მათემატიკოსი იქნა მიწვეული ავსტრიის გრაცში, რათა წაეკითხა ლექციები. აქ გამოვიდა მისი პირველი წიგნი “იდუმალი სამყარო”, სადაც მოყვანილი იყო სამყაროს მოდელი – “კეპლერის თასი”.

კეპლერის თასი

იმ ხუთი პლანეტის ორბიტები, რომლებიც იმ დროისთვის იყვნენ ცნობილნი განათავსა სწორი მრავალწახნაგებით. სატურნის ორბიტა, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც წრე, აღწერდა კუბს. მასში იყო ჩაწერილი ბურთი, რომელიც იუპიტერის ორბიტას წარმოადგენდა. მასში იყო განთავსებული ტეტრაედრი, აღწერილი ბურთის გარშემო, რომელიც წარმოადგენდა მარსის ობიტას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელმა მოგვიანებით კეპლერისთვის დაკარგა აქტუალურობა, ხელახლა გაიაზრა რა პლანეტების მოძრაობის კანონი, სამყაროს მათემატიკური ჰარმონიულობის იდეა კეპლერს მთელი ცხოვრება თან სდევდა. ამას გარდა, “კეპლერის თასმა” ის შეიყვანა მეცნიერულ სამყაროში და აქცია ცნობილ ასტრონომად.

მეცნიერის მთავარი დამსახურება იმაშია, რომ მან განავითარა კოპერნიკის ჰელიოცენტრული მოდელი, დაადგინა რა, რომ პლანეტები მოძრაობენ მზის გარშემო არა წრეზე, როგორც თვლიდა კოპერნიკი, არამედ ელიფსზე. ამასთან, მნათობთან მიახლოვებისას ისინი აჩქარებენ მოძრაობას, ხოლო მისგან მოშორებით ანელებენ სვლას. ეს ორი თავისი კანონი კეპლერმა შეავსო კიდევ ერთით – კეპლერის მესამე კანონით, რომელიც ამბობს: “ სხვადასხვა პლანეტის ორბიტაზე შემოვლის პერიოდების კვადრატების შეფარდება მზემდე საშუალო მანძილების კუბებთან მუდმივი სიდიდეა ყველა პლანეტისთვის: a³/T² = const”. 

ეს კანონი მეცნიერმა გამოაქვეყნა წიგნში “სამყაროს ჰარმონია”, იმის დაზუსტებით, რომ ის ერგება ყველა ციურ სხეულს, დედამიწის ჩათვლით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ იყვნენ ცოტანი, ისეთები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ყველა პლანეტა დედამიწის გარდა მოძრაობდა მზის გარშემო, ხოლო მზე მოძრაობდა უძრავი დედამიწის გარშემო (სამყაროს გეო-ჰელიოცენტრული სისტემა). ათწლეულების განმავლობაში ეს თეორია იყო მთავარი კონკურენტი კოპერნიკის სამყაროს მოდელისა. ითვლება, რომ კეპლერის პლანეტების მოძრაობის კანონის აღმოჩენამ ნიუტონს მისცა საფუძველი მიზიდულობის თეორიის შესაქმნელად. ნიუტონმა დაამტკიცა, რომ კეპლერის ყველა კანონი გვევლინება მიზიდულობის კანონის პირდაპირ შედეგად.

კეპლერს სხვა პრიორიტეტებიც აქვს. მან პირველად ახსნა მოქცევების გაჩენა მთვარის მიზიდულობით და პირველმა თქვა, რომ მზე მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო. თავის ნაშრომში ოპტიკისა და ხედვის ფიზიოლოგიაზე -”დიოპტრიკაში”- კეპლერმა შემოგვთავაზა ტელესკოპის ახალი კონსტრუქცია: ორი გამობერილი ლინზით, რომელსაც მას შემდეგ კეპლერის ლინზა ეწოდება. მისი წიგნით “ღვინის კასრების ახალი სტერეომეტრია”, გაიყვანა გზა ინტეგრალური გამოთვლებიკენ. ხოლო სამყაროს შემადგენლობის ახსნის იდეა ფუნდამენტალურ გემოეტრიულ სიმეტრიაზე დაყრდნობით, ხელახლა დაიბადა ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკაში. არაა გასაკვირი, რომ აინშტაინმა კეპლერს “შეუდარებელი ადამიანი” უწოდა. “ის ცხოვრობდა ეპოქაში, – აღნიშნა დიდმა ფიზიკოსმა –  როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა თვითდაჯერება რაიმე კანონზომიერების არსებობისა ბუნების ყველა მოვლენაში… დღეს, როდესაც ეს სამეცნიერო აქტი უკვე დასრულებულია, არავის არ შეუძლია შეაფასოს სრულიად, რამხელა შემოქმედებითობა, რამდენი რთული სამუშაო და მოთმინება იყო საჭირო ამ კანონების აღმოსაჩენად და ასე ზუსტად მათ გადმოსაცემად”.

მიწიერი ცხოვრება ადამიანისა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ამოეხნსა სამყაროს საიდუმლოებანი, არ იყო ბედნიერებით აღსავსე. ოჯახური უწესრიგობები, ახლობლების სიკვდილი და ნაკლებობა – კეპლერის მუდმივი მეგზურები იყვნენ. მას უგვიანებდნენ და ხანდახან საერთოდ არ უხდიდნენ ხელფასს. 1630 წელს ის გაემართა იმპერატორთან რეგენსბურგში, რათა რაიმე მაინც მიეღო. გზაში გაცივდა და მალევე გარდაიცვალა. მემკვიდრეებს შეხვდათ მხოლოდ 22 ფლორინი, გაცვეთილი ტანსაცმელი, ორი ათეული გამოქვეყნებული და უამრავი გამოუქვეყნებელი ხელნაწერები. კეპლერის უბედურებები მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: 30 წლიანი ომის მსვლელობისას (1618-1648 წ. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას შეეხო) იქნა განადგურებული საფლავი, სადაც დაკრძალული იყო მეცნიერი, მისი საფლავისგან არაფერი არ დარჩა. გაქრა არქივის დიდი ნაწილი, ხოლო დარჩენილი, პეტროვის სამეცნიერო აკადემიის მიერ იქნა შეძენილი და ახლა ინახება სანკტ-პეტერბურგში.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი