რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან?

0
296

თუ რა ლოგიკას მიჰყვება აშშს პრეზიდენტი, ბიზნესმენებისა და გენერლების საკვანძო თანამდებობებზე შერჩევით, თუ როგორი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ იმ კურსთან დაკავშირებით, რომელსაც ტრამპი შეინარჩუნებს შიდა და გარე პოლიტიკაში? ყველაფერ ამაში შეეცდება გაერკვეს PRIME.GE.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი კაბინეტის ფორმირებას ასრულებს, რომლითაც ის გააკონტროლებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ძალას, როგორც მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, 20 იანვარს დანიშნული ინაუგურაციის შემდგომ. ამ კვირაში მან მიიღო 2 მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება – სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურად დანიშნა უმსხვილესი ამერიკული ნავთობ-კომპანიის – ExxonMobil ხელმძღვანელი რეკს ტილერსონი, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის პროსტი შესთავაზა რიკი მერის, რომელიც 2000 – 2015 წლებში ტეხასის გუბერნატორად გვევლინებოდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა საკვანძო თანამდებობებზე დანიშნა ერთდროულად სამი გენერალი, რაც თეთრი სახლისთვის საკმაოდ არადამახასიათებელია. ამგვარად, თავდაცვის მინისტრის (რომელიც აშშ-ში ტრადიციულად სამოქალაქო პირია) პოსტს დაიკავებს 4-ვარსკვლავიანი გენერალი ჯეიმს მეტისი, შინაგანი უსაფრთხოების მინისტი გახდება 4-ვარსკვავიანი გენერალი ჯონ კელი (ამჟამად ამ თანამდებობაზე იურისტი ჯეი ჯონსონია), ხოლო ნაციონალური თავდაცვის პრეზიდენტის მრჩევლად – 3-ვარსკვლავიანი გენერალი, სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური მაიკლ ფლინი (ახლა ამ თანამდებობაზე გვევლინება დიპლომატი სუზან რაისი).

არჩევნებში მისი მოულოდნელი გამარჯვების გათვალისწინებით, ტრამპის კაბინეტის აწყობა “ნულიდან” გახდა საჭირო. მართალია რაიმეს ნულიდან აწყობას თან სდევს დიდი რაოდენობით პრობლემები, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესოც აღმოჩნდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს არ აქვს პასუხისმგებლობის ტვირთი.

ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ის ძირითადად კონცენტრირდება ორ კატეგორიაზე: სამხედროებზე და ბიზნესმენებზე. ერთნიც და მეორენიც – ხალხი უმაღლესად პრაგმატულია, რომელთაც ესმით, რომ ეს სტრატეგიაა შედეგის მისაღებად და არა პროცესისთვის პროცესში ჩართვისა.

ამავდროულად ეს კომპრომისის ადმინისრაციაცაა, რადგან ერთის მხრივ საჭირო იყო აღელვებულ ამერიკულ ისტაბლიშმენტს მხარი დაეჭირა ახალი “ტრამპული” დანიშვნებისთვის, და მეორეს მხრივ აშშ-ს ამომრჩევლებს უნდა ეგრძნოთ, რომ ახდენენ იმ თავიანთი მოთხოვნების რეალიზაციას, რომელთანაც უშუალოდ დაკავშირებულია ტრამპის არჩევნებზე გამარჯვება.

რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკას, ექსპერტები თანხმდებიან, რომ აშშ-ს ახალი კაბინეტი, ეს სახელმწიფო დერეგულაციის კაბინეტია. მომავალი მინისტრები დიდი რაოდენობით მარეგულირებელი აქტების მოხსნას იუწყებიან. ისინი ფიქრობენ, რომ რაც ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა მით უკეთ მიდის ბიზნესის საქმე. ამასთანაა დაკავშირებული ტრამპის დანაპირები, გადავიდნენ მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი 100 დღის განმავლობაში შემდეგ პრინციპზე: თუკი დასვამ ერთ რეგულაციას გააუქმე ორი სხვა. მოსვლის პირველივე დღიდან ტრამპი გვპირდება ობამას მიერ შემოღებული რიგი ბრძანებების გაუქმებას მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ასე რომ, ბევრად უფრო მარტივია ახალი პრეზიდენტის შიდა პოლიტიკაზე საუბარი, ასევე ეკონომიკაზე, რომელშიც ის უკეთ ერკვევა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მეტ სირთულეებს ვხვდებით. ერთის მხრივ ახლა მასზე პასუხისმგებელი იქნება თვითონ ტრამპი და ახალი სახელმწიფო მდივანი რეკს ტილერსონი, მეორეს მხრივ კი ორი სამხედრო, ცნობილი თავიანთი ანტიირანული შეხედულებებით და საერთოდ, საკმაოდ უხეში დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ. საუბარია ახალ თავდაცვის მინისტრზე, ჯეიმს მეტისსა და ნაციონალური უსაფრთხოების პრეზიდენტის მრჩეველზე მაიკლ ფლინზე. ფლინი და მეტისი, როგორც ყველა ძველი გენერალი ემზადებიან ძველი ომისთვის, ამიტომაც არიან რუსეთის მიმართ “ფხიზლად” განწყობილნი. ასე რომ სწორედ ამ ორი წყვილის მოქმედება გადაწყვეტს რუსეთთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს.

ამასთან საგულისხმოა არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილება დანიშნოს შიდა საქმიანობის მინისტრად (შტატებში ის დაკავებულია ფედერალური მიწებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხებით) კონგრესმენი რაიან ზინკე – გარემოს დამცველების ძველი ოპონენტი. ეს თანხვედრაში მოდის ტრამპის წინასაარჩევნო პირობასთან – შეწყდეს გარემოს დამცველების შიში და გაუქმდეს რიგი შეზღუდვები ნავთობსა და გაზზე, რომლებიც აქამდე არსებობდა შეერთებულ შტატებში.

საქმე იმაშია, რომ ეკოლოგიური პრობლემატიკა ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში მემარცხენეთა თემაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ქალაქების მაცხოვრებელთათვის, სტუდენტებისა და ლექტორებისათვის. ამ აზრზე იყო არა მხოლოდ ჰილარი კლინტონი, არამედ მისი მოწინააღმდეგე დემოკრატიულ პარტიაში ბერნი სანდერსი. მემარჯვენეთათვის და რესპუბლიკელთათვის ეს მეორეხარისხოვანია. ჩვენ გვახსოვს ტრამპის გამოსვლა, სადაც ის ამბობს, რომ მთელი ისტორია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით გამონაგონია, რომელიც ხელსაყრელია მხოლოდ იაპონიისთვის, რათა აშშ-მ შეამციროს თავისი წარმოება, არეგულიროს ბიზნესი და შეიკრას ხელ-ფეხი. შესაბამისად გარემოს დაცვის სააგენტოს მომავალი ადმინისტრატორი, შტატ ოკლაჰომის ყოფილი პროკურორი სკოტ პრუიტიც არ გამოირჩევა თბილი განწყობილებით ამ თემასთან დაკავშირებით. ამ ლოგიკითვე ინიშნება ზინკეც.

ბიზნესი თვლის, რომ არაა საჭირო “მწვანე” პროექტებში ინვესტირება, უნდა აშენდეს ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოები, აშენდეს მათი მაგისტრალები და ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ობამას მთელი ეს “მწვანე ენერგია” ფუჭია. “შესაძლოა ამერიკელები ქვანახშირსაც დაუბრუნდნენ”. ასე რომ დიახ, ასეთია გადასვლა ეკოლოგიის ლოგიკიდან ბიზნესის ლოგიკაზე.

ტრამპის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო: რატომ არ ვიყენებთ ჩვენ შესაძლებლობას – მოვიპოვოთ საკუთარი ნავთობი? იმ შემთხვევაშიც კი თუ “მწვანე ენერგიის” მომხრენი მართლები არიან, მითუმეტეს უნდა ამოვიღოთ დარჩენილი ნავთობი, რათა ქვეყანაში იყოს იაფი საწვავი, რომ ვუზრუნველვყოთ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და არ ველოდოთ “მწვანე ენერგიის” რეალობად ქცევას. იქცევა 20 წლის შემდეგ –  შესანიშნავია, მაგრამ ახლა ჩვენ გამოვიყენებთ იმ სიმდიდრეს, რომელიც ფეხ-ქვეშ გვაქვს.

რაც შეეხება საშიშროებას, ა.შ.შ აღმოჩნდეს “სანავთობო ნემსზე” – საკმაოდ არარეალურია, სანავთობო წარმოების ნახევარი ექსპორტზე გავა. აქ ნამდვილად არსებობს საღი აზრი და მაღალი ტექნოლოგიები. ახლა შესაძლოა ნავთობის ლობი გაძლიერდეს, მაგრამ ასეთ პერსპექტივას, რომ ამერიკა აღმოჩნდეს “სანავთობო ნემსზე” მე ჯერ ვერ ვხედავ.

და რაზე მეტყველებს ჯონ კელის დანიშვნა შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მმართველად? უკვე წერენ, რომ ის წამოიწყებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. სამხედროებს ძლიერ ენდობიან ამერიკულ პოლიტიკაში, და ტრამპი, როგორც დაგვპირდა, დანიშნავს უკვე მესამე გენერალს. როგორც ჩანს ცოტათი ამაღლებს საკუთარ ლეგიტიმაციას. მისი ეს გადაწყვეტილება, მეტყველებს იმაზე, რომ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის თემატიკა ნელ-ნელა გაძლიერდება. თუმცაღა მე მაინც მეეჭვება, რომ მექსიკის საზღვრებთან გაჩნდება ათმეტრიანი კედელი – ეს ძვირიცაა და კონგრესშიც რთულად ჰპოვებს მხარდაჭერას. თავდაცვის სისტემის მოდერნიზირებას აშშ რა თქმა უნდა მოახდენს, თუმცა სავარაუდოდ ამ თემასთან დაკავშირებული დეტალური გეგმები ჯერ-ჯერობით ტრამპის გუნდს არ აქვს.

ავტორი: ნანა ლურსმანაშვილი