ტვინის დაბერების გენი ნაპოვნია!

0
3570

 

მკვლევარებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან აღმოაჩინეს გენეტიკური ვარიაციები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინის დაბერების პროცესზე.

“თუ თქვენ დააკვირდებით მოხუცთა ჯგუფს, შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი მათგანი თავის ასაკთან შედარებით უფრო მოხუცად გამოიყურება, ზოგიერთი მათგანი კი უფრო ახალგაზრდულად. მსგავსი განსხვავებები შეინიშნება შუბლის წინა ნაწილზე მყოფი ტვინის არეში, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრი ეს განსხვავება დაკავშირებულია TMEM106B გენის ვარიაციასთან. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამ გენის ორი “ცუდი” ასლი, სხვადასხვა ბიოლოგიური პარამეტრების გამო, იქნებიან 12 წლით უფროსები, მათთან შედარებით, ვისაც ნორმალური ასლი აქვს.” – ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის პათოლოგიისა და ნერვოლოგიის პროფესორი აზა აბელიოვიჩი.

მანამდე, მეცნიერებს შეეძლოთ აღმოეჩინათ ცალკეული გენი, რაც სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს ზრდიდა, თუმცა ბოლო ნამუშევრების ავტორების თქმით, ამ გენების გავლენა ძალიან მცირეა. “რისკის მთავარი ფაქტორი სიბერეა, ასაკის მატებასთან ერთად ტვინში რაღაც იცვლება, რაც ადამიანს უფრო დაუცველს ხდის ტვინის დაავადებებისგან”. – განაცხადა ნამუშევრის ერთ-ერთმა ავტორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პათოლოგიისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა ჰარვე რინმა.

მკვლევარებმა შეისწავლეს 1904 ადამიანის თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნეიროდეგენერაციული დაავადებები. მათ შეადარეს ტრანსკრიფტომები ნიმუშებს და მიიღეს ყველა ასაკის ადამიანის საშუალო სურათი. ამის შემდეგ, თითოეული ნიმუშის ტრანსკრიფტომი შეადარეს ამ საშუალოს. შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს თითოეული ადამიანის გენი, ეძებდნენ ვარიაციებს, რომლებიც დაკავშირებულნი იქნებოდნენ განსხვავებების ზრდასთან იმავე საშუალოსთან შედარებით.

“ერთ-ერთი ვარიანტი იყო TMEM106B. ის ძალიან გავრცელებულია, განაცხადა რინმა. TMEM106B წარმოშობას 65 წლის ასაკის შემდეგ იწყებს. ამ ასაკამდე ყველა თანაბარ პირობებში იმყოფება. თუ თქვენ გაქვთ ორი კარგი გენის ასლი, მაშინ თქვენ გაუმკლავდებით ამ გამოწვევას, ხოლო თუ ორი ცუდი, თქვენი ტვინი სწრაფად დაბერდება”.