მსოფლიო საფინანსო-საკრედიტო სისტემა: ყველას ყველასი მართებს

0
3000

 

ყოველ ახალ წელს კაცობრიობა წინა წლის შეფასებით იწყებს. როგორც ჩანს, საახალწლო არდადეგები ქვეყნების უმრავლესობაში მოფიქრებულია იმისთვის, რათა ეკონომიკასა და პოლიტიკაში სიჩუმემ დაისადგუროს, რაც საშუალებას მოგვცემს დაკვირვებით შევხედოთ იმას, თუ რა არის გაკეთებული განვლილი 365 დღის განმავლობაში. დავთვალოთ დანახარჯები და შევზაროთ სამყარო შენაძენებით. სწორედ რომ ასე, შევაძრწუნოთ.

რადგანაც სიხარული იმით, რომ 2016 წლის პირველი 9 თვე (ბოლო კვარტლის მონაცემები, მარტ-აპრილამდე არ გამოითვლება) კაცობრიობამ მსოფლიო ვალის 11 ტრილიონი დოლარით გაზრდით დაასრულა და იგი გონების დამაზიანებელ 217 ტრილიონამდე მიიყვანა.

თუკი ვინმეზე ეს რიცხვი შთაბეჭდილებას არ ახდენს, შევეცდები განგიმარტოთ, ესაა 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში წარმოებული შიდა პროდუქტის 325%.

მონაცემები გამოქვეყნებულია საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის მიერ (The institute of international Finance – IIF), ორგანიზაცია მსოფლიოს 38 წამყვანი ბანკის მიერაა შექმნილი 1983 წელს, რათა მოიძებნილიყო, წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასასრულისა და ოთხმოციანი წლების ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის გზები.

კრიზისი ლათინურ ამერიკაში წარმოიშვა. ეკონომისტების ერთი ნაწილი მას ლათინოამერიკულს უწოდებს, ხოლო მეორენი მსოფლიო კრიზისს (რადგან ის მთელს მსოფლიოს შეეხო), მაგრამ ახლა იმაში გარკვევას, თუ რომელია ამ ორიდან მართალი, აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ. ხოლო ინსტიტუტის ფესვები აქ ნახსენებია მხოლოდ იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ: ეს სერიოზული, გავლენიანი და პატივცემული კანტორაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოდვაა მის აზრს ყური არ ვუგდოთ.

IIF მსოფლიო ვალზე საუბრისას თავის და შესაძლო მკითხველების ფოკუსირებას ახდენს სესხების ზრდაზე, რომლებსაც ეგრეთ წოდებული განვითარებადი ბაზარები იღებენ. მხოლოდ ერთმა ჩინეთმა, მიუხედავად მისი ლიდერობისა მსოფლიო წარმოებაში, 710 მილიარდით გაზარდა სახელმწიფო დავალიანება. მთლიანად კი “განვითარებადებმა” 2016 წელს ვალად 855 მილიარდი აიღეს და ადრე აღებულ ვალებს დაუმატეს. 2016 წლის იანვრიდან სექტემბრამდე განვითარებადი ქვეყნების ვალი 4.3%-ით გაიზარდა და მათ მიერ წარმოებული შიდა პროდუქტის 217%-ზე შეჩერდა.

IIF განვითარებული ქვეყნების ვალებზე მოხსენებაში შედარებით მშვიდად ლაპარაკობს, თუმცა ისინი საერთო მოცულობითა და ზრდის ტემპებით მნიშვნელოვნად აღემატებიან მესამე სამყაროს მაჩვენებლებს. 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ამ ქვეყნების ჯგუფმა 6%-ით გაზარდა თავისი დავალიანება. მოცულობით, მათ მიერ წარმოებული შიდა პროდუქტის 392%-ს მიაღწიეს. ევროკავშირის ქვეყნები მთელი პლანეტის წინ დგანან მათ მიერ წარმოებული შიდა პროდუქტის 405%-მდე მიყვანით (ამასთან, სახელმწიფო დავალიანება ამ მაჩვენებლის 110%-ს შეადგენს). აშშ-ს საგარეო ვალმა 67.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია (335% მშპ), ხოლო მსოფლიო ლიდერის სახელმწიფო ვალი 18.3 ტრილიონს (102% მშპ) შეადგენს.

IIF-მა ბუნებრივია, გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის გამო, როგორც ესპანური ეკონომიკური გამოცემის EL Economista-ს ანალიტიკოსები წერენ და გვაფრთხილებენ, რომ “განვითარებად ბაზრებზე კორპორატიული მევალეების გადახდის უნარიანობა შეშფოთების ძირითად წყაროდ დარჩება 2017 წელს.”

ციტატა EL Economista-დან გვიბიძგებს ერთი შეხედვით თავის ტკივილის მოხსნის უბრალო რეცეპტისკენ: თუ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ფულს არ დააბრუნებენ, – ნუ ასესხებ. ანუ ნუ ყიდულობ ნურავის ვალდებულებებს, თუნდაც სახელმწიფო ვალდებულებებს, თუკი დაბრუნების არანაირი გარანტია არ არსებობს.

მეორეს მხრივ, ეკონომიკური სამყარო დიდი ხანია ისეა მოწყობილი, რომ სესხების გაცემის პოლიტიკას და პრაქტიკას რეალურ ცხოვრებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეკონომიკას მართავენ არა რომელიმე რაციონალური კატეგორიები, როგორებიცაა შიდა წარმოების პროდუქტი, ხალხის კეთილდღეობის დონე და წარმოების ზრდის ტემპის აჩქარება, არამედ სრულიად მითოლოგიური საკრედიტო რეიტინგები, რომლებსაც სამი წამყანი (და უეჭველია ასეთი სახის ბიზნესისთვის შექმნილი) კომპანიები Moody’s standard and poor’s და Fitch Rotings ადგენენ. ამ ორგანიზაციებს უნარი გააჩნიათ ქვეყანას მიანიჭოს უმაღლესი კატეგორია, რომელსაც არ აქვს ვალის გასტუმრების განზრახვა, “არც საშუალო ვადიან და არა გრძელვადიან პერსპექტივაში”. ასევე შეუძლიათ დააწერონ “სანაგვო” რეიტინგი იმას, რომელიც რეგულარულად და მონდომებით ფარავს კრედიტებს, აღებულს არა მხოლოდ მის მიერ, არამედ სახელმწიფოს მიერაც, რომლის ვალდებულებებიც თავის თავზე აიღო, მისი სამართალმემკვიდრედ გახდომით.

მათ მიერ გაცემული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობასა და დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ზღვრებზე გასასვლელად თითოეულ ამ სააგენტოს  გააჩნია ცხრილები, რომლებიც კრედიტუნარიანობის ათეულ გრადაციას შეიცავს, რაც მათ დასკვნებს ობიექტური ეკონომიკურ სახეს ანიჭებს.

ახლა კი, როდესაც IIF-ის მიერ წარმოდგენილი ციფრებით მიღებულმა შოკმა გაიარა, განყენებულად შევხედოთ იმას, თუ რა ხდება და რას გვიქადის ეს.

მაკრედიტებელი სრუქტურების იმ პირებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც მათ უკან დგანან, არაფერს.

როგორც ცნობილია, ამერიკული დოლარი უკვე 40 წელია განთავისუფლებულია ყოველგვარი მატერიალური უზრუნველყოფისგან (რაიმეს დაზუსტების მსურველებს შეუძლიათ იხილონ 1973-სა და 1976 წლების იამაიკის კონფერენციის მასალები), ანუ საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა სუბსიდია, სხვა არაფერია, თუ არა თამაში ლოყების დაბერვაში. არაფრით უზრუნველყოფილ ფურცლებს არ შუეძლიათ რაიმე ზიანი მიაყენონ სესხის გამცემთ, ვინაიდან ეს ფულადი ნიშნები სინამდვილეში ცარიელი ფურცლებია, რომლებსაც იმ მრავალი დაცვის ნიშნით დახუნძლული ქაღალდის ფასიც კი არ აქვთ, რომელზეც ამოტვირთულია სიტყვები In God We Trust და კუპიურის ნომინალი. მსოფლიო სავალუტო ფონდისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგებს ნებისმიერი კრედიტის გაცემა, – ამ ორგანიზაციის მეპატრონე ფედერალური სარეზერვო ფონდი (გვახსოვდეს, რომ ფ.ს.ფ არა სახელმწიფო, არამედ კერძო სტრუქტურაა) თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში და შეუძლია დაბეჭდოს ნებისმიერი რაოდენობის ფულადი ნიშნები. ჩვენს დროში, მათი ბეჭდვაც კი არაა აუცილებელი, შეგვიძლია გავცეთ ელექტრონულად, ქაღალდისა და მელნის დაუხარჯავადაც კი.

სესხის ამღებთათვის კი თითოეული კრედიტი, თუნდაც ცარიელი ქაღალდებით დაბრუნებისას (პროცენტით რა თქმა უნდა) რეალურ ფულად გადაიქცევა. ხშირად, საბოლოო ჯამში სესხის დაბრუნება მსესხებელს თავის კეთილდღეობის რაღაც ნაწილთან განშორების ფასად უჯდება (წიაღისეულის რეზერვები, წარმოებული პროდუქცია, გადაუდებელი პენსიები და ასე შემდეგ). იმაში, რომ მსოფლიო კვლავ გაზრდის “ვალებს საკუთარ თავთან” ეჭვი არც IIF-სა და არც არავის არ ეპარება, ვინც კი ეკონომიკით დაინტერესებულია.

ორჭოფობა არის ფორმულირებაში, თუ რა არის ეს “მსოფლიო ვალი საკუთარ თავთან”, მსოფლიო კრედიტორი, თუკი გავყვებით ჯაჭვს ფულის მომხმარებლებიდან მის წყარომდე, ეს არც მსოფლიოა და არც სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფი, არამედ მხოლოდ ადამიანთა ჯგუფი და მათი კუთვნილი ორგანიზაციები, რომლებიც ამოფარებულნი არიან აბრევიატურას “ფსს” (ფედერალური სარეზერვო სისტემა). Fed არასდროს არაა უარზე გაასესხოს ფული (შემოსავალი უპირველეს ყოვლისა). ამავდროულად ის არაფერს არ კარგავს, მხოლოდ ზრდის თავის ძალაუფლებას კაცობრიობაზე.

Fed-ის დამოკიდებულებიდან გამომდინარე თავისი მევალეების მიმართ, უკანასკნელნი სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:

  1. აშშ, რომელსაც აზრადაც კი არ მოსდის, რომ ოდესმე მოუხდება ვალის გადახდა (ეს სახელმწიფო და Fed დიდი ხანია ერთად განიხილება და რა აზრის აქვს დაუბრუნო ვალი საკუთარ თავს).
  2. განვითარებული ქვეყნები (ევროკავშირი პირველ ყოვლისა). აზრი აქვს მათზე კრედიტების გაცემას და ვალების დაბრუნებას, განსაკუთებულად, არ მოთხოვნას, თუკი ისინი იმავე სალამურზე არ უკრავენ, რომელზეც შტატები. ხოლო თუ შეეცდებიან დაუკრან სხვაზე, უკეთესი მათრახი, ვიდრე კრედიტების დაბრუნებაა პოლიტიკურ-ეკონომიკურ დონეზე არ არსებობს.
  3. მესამე (მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ) მსოფლიოს ქვეყნები. ისინი უნდა დააკრედიტო, რათა ამოქაჩო მათგან ყველა მატერიალური რესურსი “პრაქტიკულად ანაზღაურების გარეშე, ანუ უქმად”. ეს ისეთი ქვეყნებია, ვის ხარჯზეც კრედიტორი კეთილდღეობას ნახულობს.

კრედიტი, თუ კიდევ რამე ვერ გაიგო – ეს არა რაიმეს განვითარების საშუალება, არამედ სესხის ამღებთა დამონების მეთოდია.

 

SHARE