რა უნდა გააკეთოთ, რომ ღამე არ გაგეღვიძოთ?!

0
4255

ღამით გაღვიძება ყოველთვის უსიამოვნოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დაუბრუნდეთ მშვიდ ძილს არც ისე მარტივია. დიდი ქალაქის მოსახლეობის მუდმივ აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ორგანიზმი, მაშინვე იწყებს მოძებნოს გარე-გამაღიზიანებლები. ცოტა ხნის წინ, ექიმები ეცადნენ ამ პრობლემის შეჩერების გზა ეპოვნათ. თუმცა, დღეს გაირკვა, რომ ხშირად ღამით გაღვიძება ბუნებით თანდაყოლილი გვაქვს. საჭიროა უბრალოდ ვისწავლოთ, თუ როგორ არ დავნებდეთ ცდუნებებს და სწრაფად დავუბრუნდეთ დასვენების რეჟიმს.

უძილობა ნორმალურია

ღამე გაღვიძება სრულიად ნორმალურია. მედიცინის დოქტორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჟოზე კოლონი ამბობს, რომ ეს ადამიანის დნმ-ის ნაწილია. ის ამტკიცებს, რომ არავის სძინავს მთელი ღამის განმავლობაში. 4-6-ჯერ გაღვიძება ღამეში ნორმალურია.

უძილობის მიზეზები

დოქტორ კოლონს სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან. ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ მგრძნობიარედ ძილის ჩვევა და ღამით რამდენჯერმე გაღვიძება ჩვენი წინაპრებიდან მოდის. გამოქვაბულის ადამიანები იძულებულნი იყნენ სწრაფად გაეღვიძათ, მოეხდინათ ადგილის სკანირება უსაფრთხოებისთვის და კვლავ სწრაფად დაეძინათ, რათა დასვენებაც მოესწროთ.

სიზმარში დაბრუნება

მთავარი პრობლემა არა ხშირად გამოღვიძება, არამედ შესაძლებლობაა კვლავ დაბრუნდეთ ძილს. თანამედროვე ადამიანი ძალიან მიჯაჭვულია ონლაინ მედია საშუალებებს. ერთხელ გამოღვიძებისას, დიდი ალბათობით თქვენ შეიხედავთ სოციალურ ქსელში, თქვენი დასვენება დასრულებულად შეიძლება განვიხილოთ.

ტემპერატურა

აშშ-ს ეროვნული ძილის ფონდის მიხედვით, ოთახში მაღალი ტემპერატურა არ მოგცემთ დაისვენოთ ისე, როგორც ეს ორგანიზმისთვისაა აუცილებელი. იდეალურ სიტუაციაში, ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს. თბილი აბაზანა ძილის წინ თქვენს ტვინს დაეხმარება უფრო სწრაფად დაისვენოს.

გაჯეტები

 

სინათლე, თუნდაც ხელოვნური, ხელს უშლის მელატონის გამომუშავებას. ტაბლეტები და სმარტფონები ცუდად ძილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდნენ. თუ თქვენ ძილის წინ ერთი საათი მაინც არ წაიკითხავთ, თქვენ უფრო სწრაფად შეძლებთ დასვენებას და დაძინებას.

ალკოჰოლი

ალკოჰოლს სედატიური ეფექტი აქვს. თქვენ საკმაოდ ადვილად ახერხებთ ჩაძინებას, თუმცა შემდეგ იწყება პრობლემები. პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში სხეული დასვენებას ვერ ახერხებს, ამავე დროს, ორგანიზმში მრავალი სამუშაოა შესასრულებელი ალკოჰოლის მეტაბოლიზაციისთვის. ღრმა ძილის მდგომარეობას შეიძლება დილამდე ვერ მიაღწიოთ, ამიტომ სამსახურში პროდუქტიულად ყოფნა გაგიჭირდებათ.

სტრესი

ჩვენ ყველა ვიმყოფებით პერმანენტული მსუბუქი სტრესის მდგომარეობაში. ამის გამო, დაღლილობა თვეების განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს. პატარა უსიამოვნება დიდ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს. ლაკიშა სამნერი გირჩევთ, რომ სცადოთ მედიტაცია. მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ 10 წუთი მედიტაცია საკმარისია, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ყოველდღიური სტრესი.