ფიოდორ დოსტოევსკის 21 საუკეთესო ციტატა

0
140

ფიოდორ დოსტოევსკი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. ფრიდრიხ ნიცშე აღიარებდა, რომ დოსტოევსკი იყო ერთადერთი ავტორი-ფსიქოლოგი, რომელიც საბოლოოდ მისი ერთერთი მასწავლებლი გახდა.


21 საუკეთესო ციტატა დიდი ფიოდორ დოსტოევსკისგან:

  1. უნდა იცხოვრო მათთვის, ვისაც სჭირდები… იმეგობრე მხოლოდ მათთან, ვისაც ენდობი… ისაუბრე მათთან, ვინც სასიამოვნოა… და იყავი მადლიერი მათი, ვინც გაფასებს.
  2. ნუ გადაავსებთ თქვენს მეხსიერებას წყენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უბრალოდ ადგილი არ დარჩეს შესანიშნავი მომენტებისთვის.
  3. ადამიანი პოულობს დროს ყველაფრისთვის, რაც მას ნამდვილად სურს.
  4. საოცარია, რა შეუძლია გაუკეთოს მზის ერთ სხივს ადამიანის სულს.
  5. სული იკურნება ბავშვების გვერდით ყოფნით.
  6. არასოდეს მიაყენო ადამიანს ტკივილი, როცა ის მზადაა შენთვის ყველაფერი გააკეთოს.
  7. დროთა განმავლობაში იღლებით იმ ადამიანებისკენ ლტოლვით, რომლებიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ თქვენსკენ.
  8. ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ისიამოვნე, ის სამუდამოდ არ გაგრძელდება. თუკი ყველაფერი ცუდადაა, ნუ სევდიანობ, არც ის გაგრძელდება სამუდამოდ.
  9. და ერთ დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი სახელი გამოჩნდება, რომელიც წინას მტვრად გადააქცევს.
  10. სიცოცხლე უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ცხოვრების აზრი.
  11. ტრიუკი იმაშია რომ: თუკი გულცივი ხარ, სხვა ადამიანებს ატკენ გულს. ხოლო თუკი მგრძნობიარე, მაშინ სხვა ადამიანები გატკენენ გულს.
  12. არის სამი რამ, რისიც ადამიანების უმეტესობას ეშინია: ნდობა, სიმართლის თქმა და საკუთარ თავად ყოფნა.
  13. ის ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ჭკვიანურად მოქმედებისთვის მხოლოდ ჭკუა საკმარისი არ არის.
  14. ადამიანის განადგურებას ძალიან ცოტა რამ სჭირდება: უბრალოდ დაარწმუნე, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, არავის სჭირდება.
  15. არავინ გააკეთებს პირველ ნაბიჯს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ეს არ იქნება ორმხრივი.
  16. ყველაფერს აქვს საზღვარი, რომლის გადალახვაც საშიშია ; როგორც კი მას გადალახავ, უკან დაბრუნება შეუძლებელია.
  17. ცხოვრება ქრება უმიზნოდ.
  18. მას, ვისაც სურს სასარგებლო რამ გააკეთოს, შეუძლია ბევრი სიკეთის გაკეთება თუნდაც შებოჭილი ხელებით.
  19. თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზაში დაიწყებ გაჩერებას, რათა ქვები ესროლო ყველა ძაღლს, რომელიც გიყეფს, ვერასოდეს მიაღწევ შენს მიზანს.
  20. უფროსებმა არ იციან, რომ ბავშვს, თუნდაც ყველაზე რთულ საკითხში, შეუძლია უაღრესად მნიშვნელოვანი რჩევების მიცემა.
  21. და არავინ, არავინ არ უნდა იცოდეს რა ხდება ცოლ-ქმარს შორის, თუკი მათ უყვართ ერთმანეთი. და როგორი ჩხუბიც არ უნდა ჰქონდეთ, მსაჯულად საკუთარ დედას არ დაუძახონ და ერთმანეთს უთხრან ამის შესახებ. ისინი თავიანთი მოსამართლეები არიან. სიყვარული ღმერთის საიდუმლოა და უნდა დაიმალოს ყველა უცხო თვალისგან, რაც არ უნდა მოხდეს.