ალენ დელონი: ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს.

0
1111
French actor Alain Delon reacts after being awarded with a Honorary Palme d'Or during the 72nd edition of the Cannes Film Festival in Cannes, southern France, on May 19, 2019. (Photo by Valery HACHE / AFP)

მსოფლიო ვარსკვლავმა, ფრანგი მსახიობმა ალენ დელონმა შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთს  სკანდალური ინტერვიუ მისცა.

„ნაციონალური ფრონტი… მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც მესმის და მშვენივრად ვუგებ… საზოგადოებას ყელში ამოუვიდა მოსმენილი ლაყბობის საქმედ გასაღების მცდელობა. ხალხი ქმედებას ითხოვს, სხვა რამე უნდა. წლებია მამა-შვილი ლი პენები იბრძვიან, მაგრამ იბრძვიან მარტო. პირველად მოხდა, რომ მათ გვერდით ფრანგები დადგნენ. ეს კი მნიშვნელოვანია!“

მოგვიანებით დელონმა დაადასტურა თავისი სიტყვები და შენიშნა: „მე არ წავბორძიკებულვარ და არც წავიბორძიკებ. ორმოცი წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია“.

ინტერვიუს დასასრულს კი, საბოლოოდ „ჩაქოლა“: „ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდეც უვლიათ, მე მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს!“

ამ მოსაზრებების გამო მსახიობს  საკუთარი შვილიც დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს “აღმაშფოთებელი” უწოდა.