22 წლის ბიჭს 5 წელი მიუსაჯეს 128 ლარად შეფასებული ჯართის ქურდობის მცდელობისთვის

0
176
“ბრალდება ამტკიცებს, რომ ბექა ხონელიძემ 32 ცალი თუნუქის ფურცლის მოპარვა სცადა „საქართველოს ფოსტის“ ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ჯართის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზამ 128 ლარად შეაფასა.”

22 წლის ბექა ხონელიძე 128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით გაუშვა საპატიმროში. მსჯავრდებული 19 ოქტომბერს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ბრალს არ აღიარებს.

ბექა ხონელიძის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ბექა ხონელიძის ბრალს დაადასტურებს. მისი თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ცრუ ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

SHARE