დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „რაციოში“ ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და აუდიტორების ბაზა იქმნება!

0
725

მაშინ როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, ბიზნესი კი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩივის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ- ერთი მძლავრი შესაძლებლობა ფინანსური განათლების ხელშეწყობაში მდგომარეობს. „რაციო“ ფინანსური აკადემიაა, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სასერტიფიკატო  კურსები და ტრენინგები შექმნილია და სრულად მორგებულია საქართველოში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. სასწავლო კურსის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები იღებენ შესაბამის პროფესიულ განათლებას ფინანსური და საგადასახდო მიმართულებით, ზრდიან საკუთარ კვალიფიკაციას და ხდებიან უკეთესო პროფესიონალები.

სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან აქტიური მოთხოვნაა ფინანსური დეპარტამენტში მომუშავე კვალიფიციურ კადრებზე. ბიზნესისთვის დიდი  გამოწვევაა სწორად განსაზღვროს საბაზისო მოთხოვნები, HR-ისთვის კი რთულია შეაფასოს ბუღალტრის კომპეტენცია,  ამიტომ „რაციოში“  შექმნილი კურსდამთავრებული ბუღალტრების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და აუდიტორების ბაზა დაეხმარება ბიზნესს კადრების მარტივად მოძიებაში, ხოლო „რაციოს“ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში.

როგორც „რაციოს“ დამფუძნებელი ნანა ახალაია ამბობს, მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან აქტიურად მიმდინარეობს და საფუძველი ახალ, ნაყოფიერ თანამშრომლობებს ეყრება:

’’უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიასთან,  HR გაერთიანებებთან, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებთან, რომლებსაც გავუმარტივებთ ბიზნეს პროცესებს და დავეხმარებით კომპანიის მოთხოვნების შესაბამისი თანამშრომლის შერჩევაში.  ბიზნესისთვის  ბუღალტრის და ფინანსისტის შერჩევა ბევრად მარტივი გახდება, რადგან კომპანიებს მივაწვდით ჩვენს მიერ გადამზადებული ბუღალტრების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერების, აუდიტორების მონაცემთა ბაზას, სადაც ასახული იქნება კურსის დასრულების შემდეგ ტესტირებით მიღებული შედეგები და ტრენერთა რეკომენდაციები.  პროფესიული მონაცემების საფუძველზე  კი კომპანია გაცილებით მარტივად შეძლებს  მისთვის შესაფერისი და საჭირო კადრის შერჩევას’’.

SHARE