რაციო – ახალი კომპანია ქართულ ბაზარზე

0
2269

დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ბიზნესის გაძლიერება და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაა, რაც მაღალი სტანდარტების ფინანსური განათლების დანერგვით და ბიზნესის წარმომადგებლებისთვის სწორი კონსულტაციის გაწევის გზით მიიღწევა.

ბიზნესის განვითარების ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს არ შეიძლება არ დაეთანხმო ამ ცნობილ ფრაზას, რომ ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას. მიუხედავად ამისა, ბუღალტერი მაინც არ არის ვალდებული კომპანიაში სრულად შეითავსოს ფინანსური მენეჯერის თუ საგადასახადო ექსპერტის როლი.

ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა საჭიროება, რომ ახალი ორგანიზაცია შემექნა, რომელიც პროფესიონალურ რეკომენდაციებს და კონსულტაციებს გაუწევდა ბიზნესს ბუღალტრულ და საგადასახადო  აღრიცხვაში.

შევქმენი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია და ტრენინგ ცენტრი რაციო, რომელიც იქნება თითოეული ბიზნესის რაციონლური და მყარი პარტნიორი წარმატების მიღწევის გზაზე – აცხადებს რაციოს დამფუძნებელი დირექტორი ნანა ახალაია.

ნანას აქვს 10+ წლიანი  გამოცდილება, როგორც საბუღალტრო საქმეში,ასევე საკონსულტაციო მიმართლებით. გარდა ზემოაღნიშნულისა აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტრენინგების სფეროში. არის ტრენერთა ასოციაციის გუნდის წევრი. ამასთანავე მისი კარიერული ბექგრაუნდი დაკავშირებულია ტრენინგების დაგეგმვა, განხორციელებასა და მაღალი სტანდარტის სასერტიფიკაციო პროგრამების შექმნასთან.

რაციოს პროფესიონალთა  გუნდი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ საკონსულტაციო, საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების ყოველთვიურ ბიზნეს პაკეტებსა და სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამებს ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის;

“იყო ლიდერი ნიშნავს ანათო არა მხოლოდ შენ, არამედ სხვებსაც გაუნათო გზა საოცნებო წარმატებისაკენ “

მუდმივად მაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან აქტიური მოთხოვნაა ფინანსური დეპარტამენტისთვის კვალიფიციურ კადრებზე. ამიტომ, გადავწყვიტე თავადვე გამეკეთებინა ტრენინგ ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას.

კომპანიას ექნება ჩვენს მიერ გადამზადებული ბუღალტრების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერების, აუდიტორების მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება ტრენინგის დასრულების შემდეგ ტესტირებით მიღებული შედეგები და ტრენერის რეკომენდაციები, რის მიხედვითაც კომპანია თავად შეძლებს  მისთვის სასურველი კადრის შერჩევას’.

 

 

SHARE