პარაგლაიდინგი საქართველოში – ინტერვიუ xcaucasus – ის ინსტრუქტორ ლაშა ჯაპავასთან

0
2894

ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ,,აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც გაგაცნოთ ერთერთი საინტერესო, ნოვატორული პროექტი, რომელიც ცაში ფრენას და ზოგადად ცაში საფრენი სპორტის – პარაგლაიდინგის განვითრებას ემსახურება. პროექტი მნიშვნველოვანია იმითაც, რომ ის ეხება ტურისტულად ისეთი არაპოპულარული ქალაქის – რუსთავის, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რომელიც ყველასთან მხოლოდ მეტალურგიასთან და დაბინძურებულ ჰაერთან ასოცირდება. ჰაბი www.Xcaucasus.ge აღმოჩნდა ის სივრცე და მის ირგვლივ გაერთიანებული აქტივისტები ის გუნდი, რომლემაც რუსთაველებს მართლა სულ სხვანაირად დაანახა საკუთარი ქალაქი. Xcaucasus კრეატიულია იმ მხრივაც, რომ აქ ინსტრუქტორები არიან მხოლოდ ელექტრონულ სივრცეში გაერთიანებული ამ ჰაბის და ბრენდის ირგვლივ, ისინი კომერციულ საქმიანობას ეწევიან ინდივიდუალურად და არანაირ საგადასახადო და იურიდიულ ნორმებს არ სცილდებიან. გთავაზობთ @Xcaucasus –ის ერთერთი  ინსტრუქტორის ლაშა ჯაპავას ინტერვიუს ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში.

–  რაში მდგომარეობს თქვენი კლუბის სწავლების მთავარი იდეა, განმარტეთ თუ რა იქნება თქვენი მოტივაციის მთავარი დანიშნულება. პროექტის განხორციელების ძირითადი ელემენტები, რომელიც მოიცავს თქვენი პროექტის მნიშვნელოვან ასპექტებს. თქვენი საქმიანობის განხორციელების ადგილმდებარეობა და რა უპირატესობები გააჩნია შერჩეულ მდებარეობას?

ბოლო პერიოდში პარაგლაიდინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. სულ რაღაც 3-4 წელიწადში, ის მასიურად განვითარდა გუდაურში. დღეს გუდაურში 100-ზე მეტი ადგილობრივი, ქართველი და უცხოელი პილოტი დაფრინავს. სპორტის განვითარებას ხელი შეუწყო კომერციულად მომგებიანმა და შემოსავლიანმა მოტივაციამაც. ტანდემ ფრენების (ინსტრუქტორთან ერთად ორი ადამიანის ფრენა) ფასი 250-450 ლარამდე მერყეობდა პანდემიამდე. მიუხედავად მაღალი ფასისა, ტურისტების მოთხოვნა ფრენებზე ძალიან დიდია. მიუხედავად გუდაურში პარაგლაიდინგის ასეთი მასიური განვითარებისა ზემო სვანეთში, მაღალმთიან აჭარაში, გონიოში და ყველა ტურისტულად მნიშვნელოვან საფრენ ლოკაციებზე ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი აქტიურად. არაა საკმარისი ტანდემ პილოტი, თუმცა ინტერესი დღითი დღე იზრდება და მატულობს სწავლის მიმართ მოთხოვნა არამხოლოდ კომერციულად დაინტერესებული პირებისგან, არამედ უბრალოდ მოყვარულებისგანაც. პარაგლაიდინგით შეიძლება დაინტერესდეს ადამიანი ნებისმიერ ასაკში. თავისი ბუნებით ეს უფრო რაციონალური სპორტია, ვიდრე ფიზიკურ მონაცემეზე დამოკიდებული. მთავარია იცნობდე ამინდს და ლოკაციას, ხოლო ასაკს და წონას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პარაპლანით ფრენისთვის ყველაზე ხელსაყრელი რელიეფია მთის ქედის ის მხარე, რომელიც მზეს უყურებს და წარმოშობს თბილ თერმულ ნაკადებს, რისი საშუალებითაც და დამუშავებით ახერხებ მაღლა და მაღლა აწევას და ფრენას. მთელი კავკასიონის ქედი სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჩადის და მზის აისსა და დაისს მიჰყვება. კკონკრეტულად საქართველოს რელიეფი კი იძლევა ამ სპორტის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს, ბევრი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში პარაპლანით 4 სეზონზე შეიძლება ფრენა. საქართველოში პარაგლაიდინგის უპირატესობაა ისაა, რომ გვაქვს 4 სამთო სათხილამურო კურორტი, სადაც საბაგიროებით არის შესაძლებელი სიმაღლეზე ასვლა და გადმოფრენა ზამთრშიც კი.

ზოგადად ფრენის და პარაგლაიდინგის მიმართ სიყვარულმა, ბუნებასთან სიახლოვემ და ჩვენი ქვეყნისთვის პარაგლაიდინგის მნიშვნელობამ და მომავალმა განვითარების და პოპულარიზაციის პოტენციალმა მიმაღებინა გადაწყვეტილება ამ სპორტში მეძებნა კომერციული მოტივაცია. თავიდან ტანდემ ფრენების განხორციელებით, ხოლო შემდეგ სწავლებით. სასწავლო ლოკაციის კუთხით რუსთავში იაღლუჯის მთაზე ჯვრის მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა ბევრი უპირატესობებით. 1) იაღლუჯის მთის ქედი ისეა განლაგებული, რომ ოთხივე მხარის მიმართულების ქარში შეიძლება ვარჯიში 2) დამწყები სტუდენტებისთვის მთის ქედზე ბუნებრივად მოცემული სხვადასხვა სიმაღლის დონეებია, საიდანაც დამწყები პილოტები ეჩვევიან და ნელნელა სწავლობენ ფრენას. 3) გაშლილი მინდვრებია და ყველგან შესაძლებელია დაჯდომა 4) საფრენი ლოკაცია უყურებს ზედ ქალაქ რუსთავს და პარაგლაიდინგით ფრენები მოჩანს ქალაქის თითქმის ყველა კორპუსის ფანჯრიდან, რაც ძალიან ზრდის ამ სპორტის მიმართ ცნობადობას და ინტერესს. 5) ქალაქი რუსთავი ძირითადად ცნობილია მეტალურგიული მრეწველობით და ნაკლები ყურადღება ექცევა ტურისტული თუ სპორტულ გასართობი აქტივიობების განვითარებას, რომელიც 100 ათასიან ქალაქის ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნით გამოირჩევა. 6) თბილისდან სულ რაღაც 20-25 კმ-ის მანძილზეა დაშორებული და მსგავსი აქტივობით დაინტერესებული დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც მოხერხებულია მისადგომად. 7) რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ და იაღლუჯის მთაზე განვითრებულია სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობები როგორიცაა ავტორალი, ოფროუდი, კვადროციკლების ტური, მთის მოტოების ტური, მთის ველო ტურები, რაც ამ ლოკაციას ერთ მთლიან ექსტერმალური აქტივობების ლოკაციის ცენტრად წაროაჩნს მთელი საქართველოს მასშტაბით. უნდა ითქვას ისიც, რომ პარაგლაიდინგი ამ ექსტემალური აქტივობებთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა. ყოველთვის თან გაქვს თადარიგის პარაშუტი, რაც უფრო მაღლა ხარ მით უფრო დაცული ხარ, მაგრამ გაქვს ადრენალინის უზომო მოზღვავება. ამინდს და ლოკაციას თუ გაუწევ ანალიზს რისკების რაოდენობა მინიმალურია, რა თქმა უნდა თუ აღჭურვილობა გამართული გაქვს. მიუხედავად ბევრი უპირატესობებისა რუსთავს აქვს მხოლოდ პარაგლაიდინგისთვის საბაზისო სასწავლო დონე, მაგრამ ჩვენი სწავლებების პროცესის აქტიური ნაწილია პარაგაიდინგის სასწავლო ტურები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საფრენ ლოკაციებზე დონეების მიხედვით, როგორიცაა დინამიური ფრენები, ,სამოქალაქო ავიაციის მითითებით, მაღლა ფრენაც არაა დაშვებული და თერმული ნაკადების დამუშავება,  ზამთარში ნაკლები თერმული ნაკადების პერიოდში დონეების მიხედვით სპორტული ილეთების დამუშავება, წყალის თავზე უსაფრთხოების კურსები და ასე შემდეგ.

–  რა სახის მომსახურების ხდება ტქვენი პროექტის ფარგლებში. გამოყავით თქვენი მომსახურების განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოარჩევს მას კონკურენტებისგან

დღესდღეობით მსოფლიოში ათასობით ადამიანი ერთობა პარაგლაიდინგით, ადამიანის ოცნება ცაში გაფრინდეს ოდითგან მოსდევს. იგი ამჟამად ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სპორტია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. პარაგლაიდინგით შეგიძლია მარტომ იფრინო ან მეორე ადამიანი დაისვა და ერთად იფრინოთ. ის რაც პარაგლაიდიგისთვის პილოტს ფრენისათვის სჭირდება, არის მხოლოდ კეცვადი ფრთა, რომელიც მარტივად თავსდება ზურგჩანთაში და ამ ფრთაზე ჩამოსაკიდი ჩასაჯდომი სავარძელი (Harness), სადაც მოთავსებულია თადარიგის პარშუტი. ასევე პილოტს უნდა ჰქონდეს ქარის სიჩქარის და სიმაღლის მაჩვენებელი ვარიომეტრი. პარაპლანი წარმოადგენს სრულიად დახვეწილ, უნიკალურ საფრენ მოწყობილობას მისი პორტატულობის გამო. მიუხედავად პარაგლაიდინგის ასეთი პოპულარიზაციისა საქართველოში, სპორტის სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან მრავალჯერადი შეხვედრისა ის ჯერ კიდევ არაა აღიარებული, როგორც სპორტი და არ არსებობს კონკრეტული ორგანო, რომელიც არეგულირებს პარაგლაიდინგით ფრენებით კონტროლს ან სწავლების მეთოდიკის სილაბუსს. არსებობს მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრძანებულება, სადაც მითითებულია რომ თვითფრინავის საფრენ ჯ-ზონაში შეტყობინების გარეშე არ შეიძლება ფრენა და აბსოლიტური სიმაღლე 800 ფუტია. საქართველოს მასშტაბით არსებობს რამოდენიმე აიპი, რომელიც შიდა ლიცენზიებს გასცემს და მოტივირებულია პარაგლაიდინგის როგორც სპორტის განვითარებაზე. ასეთებია ,,საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია“ , “საქართველოს პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაცია” “პარაგლაიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი – Xcaucasus”., ,,პარაპლანერიზმის და დელტაპლანერიზმის საერთაშორისო ფედერაცია”. ჩვენს მიერ დატრეინინგებულ სტუდენტებს შეუძლიათ შიდა გამოცდები ჩააბარონ და აიღონ ნებისმიერი კლუბის თუ ფედერაციის სერტიფიკატი. შეიძლება ითქვას რომ ამ სფეროში კონკურენცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს. პარაგლაიდინგის მიმართ სწავლებაზე მოთხოვნა და ინტერესი იმდენად დიდია ოფიციალურ ნასწავლ პილოტებზე მეტი თვითნასწავლი პილოტებია გუდაურში. ერთადერთი ასეთი სასწავლო ბაზა არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაციის თბილისის ზღვის მიმდებარედ სოფ. პატარა ლილოში. იქაც მხოლოდ ერთი ინსტრუქტორია და ბევრად რთული ლოკაციაა მისადგომად თბილისიდან, ვიდრე რუსთავის ლოკაცია, რომელიც პირდაპირ ქალაქის თავზეა განლაგებული. ასევე კონკურენცია გაზრდის ხარისხს და დაარეგულირებს ფასს, ხელს შეუწყობს გუნდებს შორის სპორტული შეჯიბრებების განვითარებას. გუდაურში მიმდინარე წელს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადი შემცირდა და კომერციული ფრენების განხორციელებამ იკლო პარაგლაიდინგის სწავლება დაიწყო რუსმა პილოტმა, პარალანერიზმის საერთაშორისო ფედერაციის რუსმა ინსტრუქტორმაც. კონკურენტებისგან განსხვავებით ჩვენ ბევრად მოწესრიგბული გვაქვს ინტერნეტ სივრცე და აქტიურად ვიყენებთ სოციალურ მედია საშუალებებს პარაგლაიდინგის სწავლების, ტურების დაგეგმვის, ზოგადად განვითარების თუ პოპულარიზაციის კუთხით.

– აღწერეთ თქვენი ფუნქცია-მოვალეობები ამ პროექტის ფარგლებში, ასევე ჩამოაყალიბეთ რა უნარები – განათლება, პრაქტიკული გამოცდილება, გაგაჩნიათ.

მაქვს 7 წლიანი აქტიური გამოცდილება ამ სფეროში, 2 წელი ვიფრინე სოლო პარაპლანით, ხოლო ტანდემით დავფრინავ მე-5 წელია სისტემატურად ზამთრის და ზაფხულის სეზონზე. პირველი ქართველი პარაპლანის პილოტი ვიყავი, ვინც გაიარა უსაფრთხოების სრული კურსი. თურქეთში და საფრანგეთში 2-ჯერ გავლილი მაქვს ე.წ SIV კურსი (უსაფრთხოების კურსი), 1 წელი ვიყავი საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) წევრი და შემეძლო მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერ შეჯიბრებაში მიმეღო მონაწლეობა, ვარ საქართველოს პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაციის და ჰაბი Xcaucasus ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაქვს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის სოლო პილოტის ლიცენზია და საქართველოს მასშტაბით პარაგლაიდინგის განვითარების მიზნით ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ საკითხზე რათა პოლიტექნიკურ სასწავლებლებში, კერძოდ კაჭრეთის და ჭიათურის პოლიტექნიკურ სასწავლებლებში შემუშავდეს სასწავლო სილაბუსი უსაფრთხოების საკითხებზე, სამოქალაქო ავიაციის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. კლდეზე ცოცვის და ალპინიზმის სკოლების გვერდით სრულიად მიზანშეწონილი იქნება პარაგლაიდინგის სწავლებაც პროფესიულ სასწავლებლებში. კაჭრეთისა და ჭიატურის მიმდებარე რელიეფი იძლევა ამისთვის იდეალურ შესაძლებლობებს. ეს ხელს შეუწყობს პარაგლაიდინგის ირგვლივ მეტი აკადემიური განათლების მიღებას საქართველოში და ზედმეტი რისკებისგან თავის არიდებას.

წინა წელს მხოლოდ ჩემი ფრენების ხანგრძლივობა 500 საათს აღემატება, ფრენისას მაქსიმალური სიმაღლეზე ავსულვარ 4400 მეტრზე, მარშუტზე ფრენის ხანგრძლივობა 6 საათი, მარშუტის სიგრძე 120 კმ, შოვიდან უშგული და მეორე დღეს უშგულიდან მესტიამდე. გერმანელ და ავსტიელი პილოტებს გიდად დავყვებოდი, რომლებსაც ქონდა რეგიონალური მასშტაბის პროექტი პარაგლაიდინში – კასპიის ზღვიდან შავზღვამდე კავკასიონის ქედის გასწვრივ უნდა ეფრინათ ნაწილ ნაწილ და შეესწავლათ ლოკაციები. კოლეგა სტუმრებთან 2 თვიანმა ურთიერთობამ უზარმაზარი გამოცდილება შემძინა და შემასწავლა კავკასიონის ქედის საფრენი ლოკაციები. რადგანაც აფხაზეთი ოკუპირებული იყო პროექტი მცირე კავკასიონი ქედის გაყოლებაზე განახორციელეს და გონიოს სანაპიროზე დაჯდომით დაამთვრეს. გუდაურში, რუსთავსა თუ მესტიის მუნიციპალიტეტში მომზადებული მყავს 30-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც დღეს წარმატებით და თავისუფლად დაფრინავენ. გუდაურის შემდეგ აქტიურად შევისწავლეთ თეთნულდის ტურისტულად აქტიური ლოკაცია, მთელი 1 წლიანი სეზონის დაკვირებით, რათა მომავლში კომერციული  ფრენების განხორციელება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ასევე ავსტიელ პილოტებთან ერთად აღმოვაჩინეთ გონიოში პარაგლაიდინგისთვის ტურისტულად ისეთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რომლესაც 200 ტანდემ პილოტი არ ეყოფა. გონიოს მთის ქედიდან, სადაც ასფალტის სამანქანო გზაა მიდის ისტარტება და სანაპიროზე ჯდები. მსგავსი ლოკაცია საქართვეოს აქვს მხოლოდ ოკუპირებულ გაგრაში. მე თვითონ ვარ აფხაზეთიდან და გაგრაში გაზრდილი. მიუხედავად გაჭიმული მავთულხლართებისა, მაინც ვახერხებ ზაფხულობით აფხაზეთში გადასვლას და გაგრაში ვარჯიშს, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას მსოფიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციაა. ზღვის თავზე სიმაღლე 1500 მეტრი გაქვს და იდეალურია აკრობატული ილეთების დასამუშავებლად და უსაფრთხოების კურსებზე სავარჯიშოდ. გაგრაში დღეს მხოლოდ რუსები დაფრინავენ და სამომავლოდ აქტიურად მოტივირებული ვარ აფხაზეთში მცხოვრებ ადგილობრივ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შევასწავლო ეს სპორტი. დღეს უკვე ტანდემ ფრენებზე მეტად ჩართული ვარ ახალი პილოტების მომზადებით და სწავლებით რუსთავის ლოკაციაზე, რომელიც ერთობ ხელსაყრელია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის ერთობლივად. ჩემი ფრენები შეგიძლიათ ნახოთ იუთუბ არხებზე – Xcaucasus, planmyparagliding, justturledoves, X gudauri, სადაც ასობით ვიდეო ჩემი განთვსებული.

– დღეს რა არის თქვენი საბაზისო ინვეტარი, ინფორმაცია არსებული ქონების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის საქმიანობაში. იყენებტ ტუ არა იჯარას?

პარაგლაიდინგის სწავლებისთვის აუცილებელი ატრიბუტია საფრენი აპარატის მთლიანი კომპლექტი, რომელიც შედგება თვითონ ფრთისგან (გუმბათი) , ჰარნესი (სავარძელი) სამაგრი კარაბინები, თადარიგის პარაშუტი, ვარიომეტრი, რაცია, ჩაფხუტი, მაღალი გამავლობის მანქანა. ამჯერად, პარაგლაიდინგის სწავლებისთვის რასაც ვიყენებ და ჩემს ხელთარსებულ ქონებას წარმოადგენს

  • 1)  მაღალი გამავობის მანქანა ტოიოტა ფორნერი
  • 2)  2 ფრთა (ამორტიზააციის შემდეგ მათი ღირებულება დღეს შეადგენს ალბათ 500 ლარს, 
მხოლოდ მეორადი მასალებისთვის თუ გამოიყენება)
  • 3)  3 ჰარნესი (სავრძელი) – ამორტიზირებული
  • 4)  1 კარამისლო (გადასაბმელი მგზავრის და პილოტის სავარძელი)
  • 5)  2 თადარიგის პარაშუტი
  • 6)  1 ვარიომეტრი
  • 7)  2 ჩაფხუტი
  • 8)  2- რაცია
  • 9)  სხვადასხვა მეორადი ინვენტარი შასკეთებლად

ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელებში წარმოდგენილები ვართ, როგორც ჰაბი იქს- კაუკასუსი. ჩვენი საიტია www.xcaucasus.ge  სადაც შეგროვებული და შენახულია ყველა კურსდამთავრებულის მონაცემები ასევე სწავლებით დაინტერესებულ პირთა ბაზა, სწავლების წინ ვაცნობთ წინასწარ 10-12 დღეზე გაწერილ სილაბუსს და ორ მხრივ უფლება მოვალეობებს, ვაცნობთ უსაფრთხოების მემორანდუმს, რომ ეს არის ექსტრემალური სპორტი და სწავლებისას შეიძლება დაიზიანოს ან იტკინოს სხეული.

მატერიალური ინვენტარის შემდეგ ყოველდღიური ხარჯია მხოლოდ საწვავი 20-30 ლარი დღეში.
არ ვსარგებლობთ არანაირი იჯარით, თავისუფალი სივრცე და მინდორი სადაც შესაბამისი ქარი უბერავს ვიყენებთ სავარჯიშოდ. ამ მხრივაც სრულიად თავისუფალია იაღლუჯის მთა, სადაც გადაჭიმულია უზარმაზარი ცარიელი მინდვრები და კონკრეტული მონაკვეთების გარდა არავის საკუთრება არაა. იჯარას სარგებლობენ ხანდახან ტურისტულ ლოკაციებზე ტანდემ ფრენების სასტარტო თუ დასაჯდომი ლოკაციებისთვის

შეგიძიათ დეტალურად აღგვიწერროთ პროექტის ფარგკებში განსახორციელებელი  გეგმით გათვალისწინებული მომსახურების სრული პროცესი,  სწავლების ციკლ , პროცესი, მინდა ურადღება გაამახვილოთ  სეზონურობაზე.

საიტიდან, სოციალური ქსელებინად თუ სხვადასხვა წყაროებიდან ინფრომაციის გაცვლის შემდეგ სწავლების მსურველი რეგისტრირდება ელექტრონულ სივრცეში, უთითებს მისთვის სასურველ დღეებს და დროის გრაფიკს, ეცნობა უსაფრთხოების მემორანდუმს და ვაცნობთ დღეების მიხედვით სასწავლო გრაფიკს

1 დღე:

პარაპლანის გუმბათის კონსტრუქციის და სტროფების განლაგების შესწავლა და

პარაპლანის წამოწევა ჩაბმის გარეშე

2 დღე: ჰარნესზე (სავარძელი) ჩაბმულად წინა სტარტით ფრთის წამოწევა, გაჩერება და

მართვა

3 დღე: ჰარნესზე ჩაბმული რევერსული (შემოტრიალებული) სტარტით ფრთის წამოწევა

და მართვა

4 დღე: რაციის დახმარებით ინსტრუქტორთან ერთად მთის პატარა მონაკვეთზე

დამოუკიდებელი ფრენების განხორციელება და უსაფრთხო დაჯდომაზე ვარჯიში

5 დღე: კონკრეტულ წერტილზე დაჯდომაზე ინტენსიური ვარჯიში.

თეორიული კურსები ქარის აეროდინამიკაზე, ქედთან ახლოს დინამიურ

ფრენებზე, თერმული ნაკადების დამუშავებაზე, რისკების გაანალიზებაზე,

უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

6 დღე:

7 დღე: დინამიურ ფრენებზე ვარჯიში 8 დღე:
9 დღე:

თერმული ნაკადების დამუშავებაზე პრაქტიკული ვარჯიში.

ფრენისას მოსალოდნელი რისკების პრაქტიკაში გააზრება და დამუშავება

10 დღე: ინტენსიური ანალიზი პრაქტიკაში განხორციელებული გაკვეთილების.

11 დღე: შესაბამის საფრენ ლოკაციებზე ფრენა და კონკრეტული ლოკაციის ათვისება

12 დღე: 100 სატრატის მერე ტანდემ პარაგლაიდინგით ფრენა ინსტრუქტთან ერთად მინიმუბ 10-ჯერ და ვისაც ტანდემ ფრენების სურვილი აქვს გადაზადება ტანდემ პილოტობისტვის.

სილაბუსით გათვალისწინებული  „დღე“ მოიცავს არა კალენდრულ დღეს, არამედ სწავლისა და ვარჯიშისთვის განკუთვნილ შეხვედრას.

რუსთავის ლოკაციაზე სწავლების სეზონს ვხსნით გვიანი გაზაფხულზე როცა ქარები და წვიმინი ამინდები გადადის, ზაფხულის პერიოდში 5 საათის მერე გავდივართ სავარჯიშოდ თუმცა გრძელი დღეა და საკმარისია სავარჯიშოდ, ყველაზე იდეალური

პერიოდია სავარჯიშოდ შემოდგომაა, როცა ქარი და ამინდი სტაბილურია. პერიოდულად გავდივართ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკციებზე საფრენად, ხოლო ზამთარში სამთო სათხილამურო კურორტებზე საბაგიროებით ავდივართ. ზამთარში ქარი სტაბილურია, არ არის უხეში თერმული ნაკადები და დამწყები სტუდენტებისთვის იდეალურია სავარჯიშოდ და ძირითადად გუდაურში ან სვანეთში ვვარჯიშობთ.

– სწავლებისას რამდენი ადამიანი ინაწილებთ ფუნქცია მოვალეობებს ?

პარაგლაიდინგის სწავლების სპეციფიურობის გამო ამ სფეროში დასაქმებული არ გვყავს, ერთდროულად შესაძლებელია მაქსიმუმ 3 ადამიანთან ვარჯიში, ვარჯიშობენ ჩემი მითითებით და რეკომენდაციით. ფრთის გაშლა აკეცვაში სტუდენტები ერთმანეთს ეხმარებიან, მთაზე ასვილის დროს ჩემს მანქანაზე მე ვზივარ და მე ამყავს და ჩამომყავს, გვაქვს რაციები და ჰაერში რაცებით ვაძლევ რეკომენდაციას. გვქონდა მცდელობა 4 და მეტ სტუდენტთან მეცადინეობისა მაგრამ ნაკლები შედეგი აქვს და დროში გვეწელება. ყველაზე იდეალურია 2 ან 3 სტუდენტთან მეცადინეობა, თავისუფლად ასწრებ ყველასთან ურთუერთობას, რეკომენდაციებს, მითითებებს, პრაქტიკული შეცდომების ანალიზს სათითაოდ, ერთი რომ იღლება ვარჯიშით მეორე მეცადინოებს და მესამე ეხმარება, როცა 1 და 2 ვარჯიშობს მეც ჩრთულივარ დახმრების პროცესში. ამიტომ 2-3 პიროვნებასთან ბევრად მოხერხებულია ვარჯიში. დასაქმებული არ მყავს. გვქონდა მცდელობა დამხმარე ამეყვანა მაგრამ მითითებებს და რეკომენდაციების მიცემა მაინც მე მიწევს და აზრი არ აქვს.

– ხასიათდება თუ არა თქვენი მომსახურების გაყიდვების პროცესი სეზონურობით. რომელია განსაკუთრებული სეზონი თქვენი საქმიანობისთვის და რატომ?

პარაგლაიდინგი საქართველოში 4-ვე სეზონის სპორტია, 4-ვე სეზონზე შესაძლებელია ფრენა და ვარჯიში მაგრამ მთლიანობაში დამოკიდებული ვართ ამინდზე. გაზაფხულზე წვიმები და ქარები იცის ხოლმე და სავრჯიშოდ ნაკლები დრო გვაქვს. ამინდები ნელნელა გვიან გაზაფხულიდან სწრდება და ზაფხული შემოდგომის პერიოდი იდეალურია სავრჯიშოდ. რუსთავში ზაფხულზე დიდი მზე გვაწუხებს ხოლმე მაგრამ 4-5 საათიდან ვიწყებთ ვარჯიშს, თუმცა გრძელი დღეა და 5 საათი მაინც გვრჩევა სავარჯიშოდ. საღამოს მეცადინეობა კომფორტულია სამსახურში მომუშავე სტუდენტებისთვისაც, ასევე ქარიც ბევრად სტაბილურია და საღამოს უკვე მზეც ძალას კარგავს და ნაკლებად უხეში თერმული ნაკადებია. გვიან შემოდგომაზე 10-15 ნოემბრიდან ისევ ირევა ხოლმე ამინდები და უკვე ველოდებით როდის გაიხსნება ზამთრის სამთო კურორტებზე საბგირო და ჩვენც საბაგიროების გახსნასთან ერთად ავღნიშნავთ პარაგლაიდინგისთვის ახალი სეზონის გახსნას. ზამთარში ბევრად სტაბულურია ქარი და ფრენები უსაფრთხოა სტუდენტებისთვის. საბაგიროებით ავდივართ სასტარტო მოედნებზე და დავფრინავთ ზემოთ-ქვემოთ. თერმული ნაკადების დამუშავება ვერ ხერხდება მაგრამ გვაქვს ბევრად დიდი სიმაღე და ნელნელა ვიწყებთ ახალ ახალი ილეთებს შესწავლას და დამუშავებს, როგორიცაა wingover, spiral, sat. თოვლიან ზედაპირზე მაინც ბევრად უსაფრთხოა ილეთების დამუშავება, ასევე ვმეცადინეობთ საწყის უსაფრთხოების ილეთებზე, როგორიცაა მარჯვენა და მარცხენა ასიმეტრიული და ფრონტალური მოკეცვები, რაც ზაფხულში და გაზაფხულზე ყველაზე ხშირად შეიძლება შეგვხდეს ჰაერში მოულოდნელად და სწორედ ამ მოსალოდნელ საფრთხეებს ვაკეთებთ ხელოვნურად და ვიაზრებთ, ვსწავლობთ სწორად გამოსვლას შესაძლო შემთხვევებიდან.

– სად უნდა განხორციელდეს ტქვენი მომსახურების რეალიზაცია/გაყიდვები, ჩამოთვალეთ კონკრეტული რეგიონები, სოფლები/ქალაქები;

რადგანაც ჩვენი ძირითადი საბაზისო ლოკაცია რუსთავია, მაინც მოტივირებულები ვართ რომ მეტი აქცენტი რუსთავზე გავაკეთოთ და ასევე თბილისი, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენი სასწავლო ლოკაციიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტულად აქტური ლოკაციები, სადაც კომერციული ტანდემ ფრენები ხორციელდება, როგორიცაა გუდაური, მესტია, თეთნულდი, გონიო, სიღნაღი, სადაც პრიოდულად ზამთარ-ზაფხულ დავდივართ სასწავლო შეკრებებზე და სავარჯიშოდ. გარდა ტურისტულად აქტიური ლოკაციებისა, საქართველოს მასშტაბით ძალიან ბერი და უფრო მნიშვნელოვანი საფრენი ადგილებია საგარეჯოში, დმანისში, საჩხერე- ჭიათურაში და ასპინძაში, წალკაში , ბაკურიანსა თუ ადიგენში და თამამად შეძლება ითქვას რომ საქართველოს ქალაქების თუ სოფლების მიმდებარედ ყველგან შეიძლება ერთმანეთზე უკეთესი საფრენი ლოკაციის პოვნა. ჩვენვის ერთერთი აქტიური ინტერესი და მოტივაციაა ახალი ლოკაციების პოვნა და შესწავლა. ფრენისას ჰაერში ყოველთვის ვჩანვართ და ახლგაზრდებს, დიდებს თუ პატარებს უამრავი კითხვა უჩნდებათ ჩვენს მიმართ. საკუთარი სახლის მიმდებარედ საფრენი ლოკაციის შესახებ, ფრენების სპეციფიკაზე და სირთულეებზე და ჩვენც ყოველთვის მოტივირებულები ვართ ამა თუ იმ საფრენი ლოკაციის ახალგაზრდები დავაინტერესოთ და დაკავდნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესით.

– დაახასიათეთ თქვენი მომსახურების სავარაუდო მომხმარებელი (მიზნობრივი სეგმენტი); რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ; უმეტესად ვინ იქნებიან ამ სფეროს ძირითადი მომხმარებლები უცხოელები (ტურისტები) თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები. იქნებიან ისინი კომპანიები, თუ ფიზიკური პირები; როგორ აპირებთ პროდუქციის სამიზნე ბაზრისთვის მიწოდებას/შეთავაზებას.

პარაგლაიდინგი საქართველოში აღმოჩნდა სპორტის ის სახეობა რომელიც კომერციულადაც შემოსავლიანი გახდა ახალგაზრდებსთვის, რომლებისთვის ეს შეიძლება ერთდროულად აქტიური ცხოვრების საშუალებაა, გართობის ერთგვარი სახეობა ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ბუნებასთნ ახლოს და ამავე დროს შემოსავლიანი. პანდემიამდე საქართველოში ტურიზმი ყვაოდა და თითქმის ყველა სოფელი მოიცვა. გარდა ბუნების სილამაზისა და გემრიელი კულინარიისა ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობები, პარაგლაიდინგი კი არის სწორედ ის აქტივობა, რომელიც სეზონის ნებისმიერ დროს შეიძლება

შესთავაზო ჩვენი ქვეყნის ტურისტს. ტურისტული ბაზრის კონკურენციასთნ ერთად პარალელურად უნდა განვითარდეს პარაგლაიდინგი, სადაც ქართველ ახალგაზრდას შეეძლება ღამისთევასთნ თუ ღვინისტურთან ერთად პარაგლაიდინგით ფრენა შესთავაზოს ტურისტს დამატებით სერვისად. ასეთი საფრენი ლოკაციები, როგორც ადრე აღვნიშნეთ უხვადაა საქართველოში და მოტივირებულები ვართ რომ მთალი საქრთველოს მასშტაბით ჩვაერთოთ ამ აქტივობების შესწავლის პროცესში ეტაპობრივად. პარგაიდინგის აქტივობით მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციებიდან შეიძლება ითქვას, რომ ათვისებული მხოლოდ გუდაურია, სადაც სისტემატურად 100-მდე პილოტი დაფრინავს, მაგრამ საერთოდ აუთვისებულია სვანეთი, სადაც ადგილობრივი 1 ან 2 პილოტი თუ დასახელდება და ისიც სისტემატურად არ ცხოვრობს სვანეთში. კონკრეტულად ამ რეგიონს 50-ზე მეტი ტანდემ პილოტი სჭირდება. პარაგლაიდინგისთვისიშიათიდაამავედროსძალიანმნიშვნელოვანია ზღვისდაწყლისთავზე საფრენი ლოკაციები. ასეთი ლოკაცია საქართველოს აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში. მიმდინარე წელს მეგობრებთან ერთდ შევისწავლეთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცოცხალი ინტერესი გავაღვივეთ ადგილობრივ ახალგაზრდებში, რომ მალე ესწავლათ და აეთვისებინათ პარგლაიდინგისთვის კომერციულად ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ბაზარი. გონიოს საფრენი ლოკაციას სავარაუდოდ 200 პილოტი დასჭირდება ტურისტული მომსახურების კუთხით და სამომავლოოდ გუდაურზე და სვანეთზე მნიშვნელოვანი გახდება ტანდემ ფრენების კუთხით. გარდა ტანდემ და კომერციული ფრენების განხორციელებისა ძალიან დიდი დაინტერესება მოდის ბიზნესმენებისგან თუ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სეგმენტისგან, რომლებიც გადატვირთული დღის მერე ცდილობენ სხვადსხვა აქტივობებით დაკავდნენ. პარგლაიდინგი კი არის ის საშუალება რომელიც თითქმის ყველა ასაკის და წონის ადამინი შეიძება დაკავდეს და შეისწავლოს და ამით ცხოვრებაში ის ბავშობის ოცნება აიხდინოს, რასაც ცაში ჩიტივით ლაჟვარდი ქვია. ზედმეტი ფიზიკური გადატვირთვის გარეშე ლამაზად მოკალათდეს სავარძლში და დინამიკაში საათობით იფრინოს.

ამ ეტაპზე საკმაოდ კრგად მოწესრიგებული გვაქს სოციალური გვერდები და საიტი Xcaucasus სახელით, ვცდილობთ გუგლში აქტიურად დავიკავოთ პარგლაიდინგის სახელით სეგმენტი. პერიოდულად ვაპირებთ კიდევ და კიდევ უფრო გაფართოებას და თნამედრო ტექნოლოგიების პირობებში, მაინც ბაზარზე ინფორმაციის გავრცელებას ინტერენტის საშუალებით ვგეგმავთ.

 – განგვმარტეთ, თუ ვინ იქნება თქვენი უშუალო კონკურენტი; შეადარეთ თქვენი მომსახურების ფასი და ხარისხი კონკურენტების მომსახურების ფასს და ხარისხს; გამოყავით თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.

საქართველოში არსებობს რამოდენიმე კლუბი თუ ფედერაცია, რომელთა გამოჩენის უმეტესობა გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგის პოპულარიზაციას უკავშირდება , კერძოდ: Skyatlantida, Flycaucasus, Paragliding Gudauri, Cloudbase , Geowings, Xgudauri , adrenlin საქრთველოს პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაცია, პარაპლანერიზმის და დელტალპანერიზმის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია, პარგალიდინგის განვითარების და პოპულარიზაციის კლუბი – Xcaucasus. ამათგან უმრავლესობა ტანდემ პარაგლაიდინგით არიან დაკავებული და კომერციული ფრენების განხორციელებით ძირითადად გუდაურში და სხვადასხვა ტურისტული ტურების მოწყობით. საკუთარ საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის გამო არ არიან მოტივირებული სწავლებით, ამიტომაც ძალიან ბევრია თვითნასწავლი პილოტები საქართველოში, რომლებიც კომერციულ მოტივაციის გამო უაზროდ რისკავდნენ ამინდისა და ლოკაციის უცოდინროობით. პანდემიის დაწყების შემდეგ პააგლაიდინგის სწავლება დაიწყო skyatlantyda-ს ინსტრუქტორმა, რომლმაც დაარეგისტრირა აიპი პარაპლანერიზმის და დელტაპლანერიზმის ფედერაცია. ძირითდად გუდაურშია და სწავლების ფასი 1000 ევროს შეადგენს 10 გაკვეთილი. უნდა ითქვას, რომ მას საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. მეც პირველი პარგალიდინგის კურსები ანატოლი მიხაილუტასთნ დავიწყე 2014 წელს. ეს იყო პირველი ვინც გუდაურში ტანდემ პარაგლაიდინგის კომერციული მიმართულებით განვითარება დაიწყო, ხოლო მე ვიყავი მისი პირველი მოსწავლე და მას მერე არც არავისთვის უსწავლებია, დაკავებული იყო მხოლოდ ტანდემ ფრენებით, ასწავლა საკუთარ ძმას და ძმასთნ ერთად ეწევა კომერციულ საქმიანობას გუდაურში. სანამ ძმას ასწავლიდა კოლუმბიიდან ჩამოიყვანა დაქირავებული პილოტები, რომლებმაც შემდგომში ბევრ ადგილობრივს ასწევლეს ფრენა. კონკურენციის გამო წინააღმდეგი იყო ადგილობრივებისთვის ესწავლებინა, რის გამოც კონფლიქტურ ურთიერთიერთობაშია ადგილობრივ ახალგაზრდებთან და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ფასიც ძალიან ძვირია 1000 ევრო. პარაგლაიდინგის სწავლების კუთხით საქართველოში ყველაზე პოპულარული ლოკაციაა თბილისის ზღვის მიმდებარედ სოფ. პატარა ლილოში, სადაც აიპ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია და შპს cloudbase არიან წარმოდგენილები. ჩემი პარაგლაიდინგის უნარებსი განითარებაც მათთან ურთიერთოაბს უკავშირდება, თორემ ანატოლი მიხაილუტა კურსის გავლის შემდეგ ყოველ დამატებით რჩევაზე ფასი გაწრილი ქონდა . თბილისი ზღვაზე ფასი ადრე 500 ლარი ქონდათ სოლო პარაგლაიდინგის სწავლება, ამჯერად 1000 ლარი გახდა როგორც ვიცი, ხოლო 2000 ლარი ტანდემ პარაგლაიდინგის სწავლება. მანდაც მხოლოდ 1 ინსტრუქტორია გიორგი შევარდაშვილი და ბოლო პერიოდში სწავლის მსურველების მოთხოვნებს ვერ აუდიოდნენ, ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ. მიგვაჩნია რომ ძირითდი ჩვენი კონკურენტები თბლისის ზღვის კლუბია, მაგრამ ჩვენი ლოკაცია ბევრად მოხერხებულია მისადგომად, 4 მიმართულების ქაარში შეიძლება ვარჯიში და ფრენა, ბევრად უფრო თვასაჩინო ლოკაციაა, ვიდრე სოფელი პატარა ლილო, სოციალური ქსელები მოწესრიგებული გვაქვს, გაწერილი გვაქვს ჩვენი სასწავლო სილაბუსი და ონლაინ რეგისტრაცია, როგორც ინსტრუქტორს სხვადასხვა საფრენ ლოკაციებზე ათვისების და ფრენის ბევრად მეტი პრაქტიკა მაქვს, გავილი მაქვს ბევრჯერ უსაფრთხოების ე.წ SIV კურსი და პერიოდულად დამყავს ჯგუფები უკვე მე თვითონ თურქეთში – ოლუდენიზში ან საფრანგეთში – ანესიში უსაფრთხოების კურსებზე თუ შეკრებებზე და არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაზიაზე. ამა თუ იმ ჯგუფს დავყვები მათთვის საინტერესო და სასურველი ლოკაციის ასათვისებლად და შესასწავლად, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ლოკაციის განვითარება და ზედმეტი რისკების თავიდან აცილება. მიუხედავდ კონკურენციისა ერთმანეთთან გვაქვს სასწავლო, სპორტული თუ ინვენტარის შეძენის, შეკეთების სფეროში გაცვლითი ურთიერთობა და ჩვენი კონკურენციის ძირითად მოტივაციას წარმოადგენს სპორტული ინტერესი, მეტი წარმატებული სტუდენტი და მეტ სიმაღლეებზე ფრენა გუნდთან ერთად. ჩემი პროფესიული სწავლების გარკვეული პერიოდი ამ გუნდსაც უკავშირდება. მაგრამ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარომს შექმნა ამაღლებს ხარისხს და პროფესიონალიზმს. მაგრამ გუდაური ესაა პარაგლაიდინგის მექა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელოობით და ვისაც ამ სპორტში განვითრება უნდა აქ უნდა გაიაროოს ზამთრის თუ ზაფხულის სხვადასხვა ლოკაციებზე განვითერების ეტაბები step by step როგორც იტყვიან, აქ, ერთ პატარა სივრცეში ყველანაირი სირთულის ლოკაციაა წარმოდგენილი ღვთისგან ბოძებული

– და ბოლოს, რა არის შენთვის ცაში ფრენა

ცაში ფრენა? )))) ესაა კოსმიური ფანტაზია, როცა რწმენა აწვდის გონებას გულიდან ამოხეთქილ ემოციებს და  როცა სიყვარულით  უზარმაზარი  ენერგია გენიჭება….

ინტერვიუ ჩამოართვა ნათია ასათიანი